ეკა კვალიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი უყურადღებობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ამჟამინდელ განწყობაზე წერს.
"ფანტასტიკური განწყობა მაქვს, არ ეგონოს ვინმეს, რომ ცუდ ხასიათზე ვარ და იმიტომ ვწერ ამ პოსტს. მაინტერესებდა, ჩემს მეგობრებში,(უახლოესებზე ვსაუბრობ) რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს, ვის მოვენატრებოდი, ვის გავახსენდებოდი, ვისთვის ვიქნებოდი ისეთივე ძვირფასი, როგორც ჩემთვის არიან ჩემი მეგობრები, და...
მოკლედ, ვისაც არ ვახსოვარ და არ გრძნობს არც მონატრებას და არც დანაკლისს, ნურც ჩემგან ეწყინება ვინეს, შენ კაი ადამიანო, ტელეფონით თუ არა, აქ რომ ანთიხარ დღე და ღამე, 100-ჯერ რომ მოგწერე და პასუხს არ მცემ, სულ ბედნიერად გამყოფოთ ღმერთმა.
ძალიან ნაწყენი ვარ, იმიტომ, რომ არ ხართ ჩემთვის სულ ერთი, კიდევ კარგი არ მოვკვდი, ალბათ ჩემი არსებობაც არ ემახსოვრებოდათ. მე რომ ძალიან ახლობლები მეგონა, იმათ.
ჩემგან აღარ გექნებათ არანაირი ყურადღება ჩემო საყვარელ მეგობრებო...
პატივისცემით, კატერინა კვალიაშვილი-თარხნიშვილი-ავალიშვილი და ასე შემდეგ!წინკ ემოცია აბა, სულ კარგად ბრძანდებოდეთ..." - წერს მომღერალი.