ბავშვობის აუხდენელი ოცნება და სკოლიდან "გამოყოლილი" სიყვარული

ბავშვობის აუხდენელი ოცნება და სკოლიდან "გამოყოლილი" სიყვარული

მსახიობი გიორგი ცხადაძე 7 წლის ასაკში უკვე პოპულარული იყო - "ერისიონის" ცნობილი კლიპიდან ქართველ მაყურებელს პატარა ბიჭი კარგად ახსოვს.

ის ახლა 23 წლისაა. სულ ახლახან სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. ამბობს, რომ შეყვარებულია. თურმე, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ რჩეულის ვინაობა მაინც გაგვიმხილა.

ბავშვობა

- საერთოდ, ყველა ბავშვი ცელქია, მაგრამ ვფიქრობ, მე გამონაკლისი ვიყავი. როგორც მეუბნებიან, ცელქი და ონავარი არ ვყოფილვარ, პირიქით - სერიოზული და საკმაოდ მოწესრიგებული გახლდით. უფროსი დები მყავს და ვცდილობდი, ჩემი საქციელით მათი თანატოლი ვყოფილიყავი. აქედან გამომდინარე, "ვდიდობდი", დიდი კაცის მანერები მქონდა (იცინის).

- მშობლებისგან შენიშვნას ყველაზე ხშირად, რის გამო იღებდი და შემდგომ თუ ითვალისწინებდი?

- მახსოვს, კომპიუტერული თამაშები ძალიან მიყვარდა და სახლში ძირითადად სულ იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რამდენ დროს ვატარებდი კომპიუტერთან. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მათ რჩევებს არ ვითვალისწინებდი და ასე ვთქვათ, ვურჩობდი.

- ამ ურჩობისთვის არ გსჯიდნენ?

- ხშირად მსჯიდნენ იმით, რომ გარკვეული პერიოდი კომპიუტერთან მიახლოება მეკრძალებოდა (იცინის).

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებს აბრაზებდი?

- სკოლაში არცთუ ისე ბეჯითად ვსწავლობდი, თუმცა, როგორღაც ვახერხებდი, რომ მასწავლებლებს ვყვარებოდი.

- ალბათ, ზრდილობითა და ყოფაქცევით, არა?

- შეიძლება ასეც იყო. უზრდელი ბავშვი მართლა არ ვყოფილვარ. ყოველთვის ვიცოდი, ვის როგორ უნდა მოვქცეოდი.

- ბავშვობაში ვინ გინდოდა, რომ გამოსულიყავი?

- პატარაობაში ტრაქტორისტობაზე ვოცნებობდი. მთელი ბავშვობა სოფელში, ბაბუასთან მაქვს გატარებული. ახლაც სასიამოვნოდ ვიხსენებ იმ პერიოდს. ძალიან მიყვარდა სოფელში ყოფნა. მახსოვს, ბაბუას ყოველ წელს სულ იმის პრობლემა ჰქონდა, რომ ტრაქტორისტს მისთვისაც მოეცალა და მიწა დაეხნა. აქედან გამომდინარე, სულ ვფიქრობდი, - რომ გავიზრდები, დიდ ტრაქტორს შევიძენ და სოფელში მიწას ყველას უფასოდ დავუხნავ-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება