პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" რეალობის პირისპირ: მთავრობა უტოპიური დაპირებების ტყვეობაში და პრობლმების ნუსხა ხელისუფლების ჩაბარებიდან 3 წლის შემდეგ
"ოცნება" რეალობის პირისპირ: მთავრობა უტოპიური დაპირებების ტყვეობაში და პრობლმების ნუსხა ხელისუფლების ჩაბარებიდან 3 წლის შემდეგ

მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი დარ­ჩა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ოც­ნე­ბო და­პი­რე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი და­პი­რე­ბად რჩე­ბა. მთავ­რო­ბა სამ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. მო­ი­პო­ვებს თუ არა იგი კი­დევ ერთხელ ამომ­რჩევ­ლის მხა­რე­და­ჭე­რას? ამ სა­კითხს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ეჭ­ვის­თვა­ლით უყუ­რებს.

რა და­პი­რე­ბე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლა "ქარ­თუ­მა ოც­ნე­ბამ" და რა პრობ­ლე­მე­ბი და­უგ­როვ­და მთავ­რო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­დან დღემ­დე?

ექპერ­ტე­ბის თქმით, პირ­ველ რიგ­ში საქ­მე ეხე­ბა ეკო­ნო­მი­კას. ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლარი და­ახ­ლო­ე­ბით 34 პრო­ცენ­ტით გა­უ­ფა­სურ­და. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ამ პრო­დუქ­ცი­ის და მომ­სა­ხუ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი გაძ­ვი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას წინ უძღო­და უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბამ და­მა­ტე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც წარ­მოქ­მნა. სა­უ­ბა­რი და­ი­წყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გაძ­ვი­რე­ბა­ზეც, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის უნ­დობ­ლო­ბა მთავ­რო­ბის მი­მართ კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 2012 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს კი სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­ო­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვა, პენ­სი­ე­ბის გაზ­რდა და სა­წარ­მო­ე­ბის გახ­სნა წარ­მო­ად­გენ­და. რა­ტომ ვერ შეძ­ლო ამ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა? ევ­რო­საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი, მა­მუ­კა ჟღენ­ტი ამ­ბობს, რომ და­პი­რე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლე­ვებ­სა და ანა­ლიზ­ზე არ იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, და ისი­ნი უფრო მე­ტად პო­პუ­ლის­ტურ გან­ცხა­დე­ბებს წარ­მო­ად­გენ­და. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, იყო გარ­კვე­უ­ლი და­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რი იყო:

"რო­დე­საც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფასი კლე­ბუ­ლობს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მისი ფა­სის შემ­ცი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში საკ­რე­დი­ტო პრო­ცენ­ტის გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც. იქ, სა­დაც რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ვერ შეძ­ლეს. მი­მაჩ­ნია, რომ გარ­და იმი­სა, რომ და­პი­რე­ბე­ბი იყო საკ­მა­ოდ უტო­პი­უ­რი, ამას ემა­ტე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და მო­მავ­ლის­კენ სწრაფ­ვის ნაკ­ლე­ბო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან სამი წლის შემ­დეგ კვლავ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" ვი­სა­უბ­როთ. დღეს ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებს დღე­ვან­დე­ლი დღე და მო­მა­ვა­ლი", - ამ­ბობს მა­მუ­კა ჟღენ­ტი.

ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, ქვეყ­ნის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად იქცა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნამ თით­ქოს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა, ამან უა­რე­სი შე­დე­გი მოგ­ვცა. ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­მა ჯერ აფხა­ზეთ­თან, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­თან გა­ა­ფორ­მა ე.წ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რაც ერ­თობ­ლი­ვი თავ­დაც­ვი­თი და უსაფრ­თხო­ე­ბის სივ­რცის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ე.წ შე­თან­ხმე­ბე­ბით, მოს­კოვ­მა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან კავ­ში­რი. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა კი რუ­სე­თი ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარს ეტა­პობ­რი­ვად სწევს.

"თავ­და­პირ­ვე­ლად მთავ­რო­ბამ რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში საკ­მა­ოდ თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა სცა­და, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მიხ­ვდნენ, რომ რუ­სე­თის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ ივა­ნიშ­ვი­ლი. მას თა­ვი­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გია გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და ეს არის მტრუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა. ამის სა­პა­სუ­ხოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია. ჩვენ ვერ ვხე­დავთ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის მი­მართ მთავ­რო­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ პო­ზი­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ჟღენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, რა სფე­რო­შიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პროგ­რე­სი ჰქონ­და, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, ახლა ამ კუ­თხი­თაც პრობ­ლე­მე­ბია:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო ასე ვთქვათ "თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვა" და მარ­წუ­ხე­ბის მოხ­სნა. მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის მა­გა­ლი­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხე­დავთ, რომ ეს სფე­როც კი, რაც მათ რე­ა­ლუ­რად გა­ნას­ხვა­ვებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის­გან", საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რია".

ექ­სპერ­ტე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მად ასა­ხე­ლე­ბენ ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მუდ­მივ კინ­კლა­ო­ბას, რაც ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

ექ­სპერტ კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლის თქმით, თუ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც არ გა­მოს­წორ­და, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ელექ­ტო­რატს და­კარ­გავს.

"უსაფრ­თხო­ე­ბა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რია, რაც ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს მთავ­რო­ბის მი­მართ ნდო­ბა­ზე. მე­ო­რეს მხრივ არის პრობ­ლე­მა ეკო­ნო­მი­კის კუ­თხით, მო­სახ­ლე­ო­ბას სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი არ აქვს. ამის გან­ცდა თუ არ აქვს ამომ­რჩე­ველს, ის არ მის­ცემს მთავ­რო­ბას ხმას. სხვა პრობ­ლე­მე­ბიც იქო­ნი­ებს არჩვე­ნებ­ზე გავ­ლე­ნას, მაგ­რამ თუ არა ეს ორი ფაქ­ტო­რი, იგი ნდო­ბას და­კარ­გავს", - ამ­ბობს კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი.

მალე წი­ნა­ა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა, რა­საც ახა­ლი და­პი­რე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა. თუმ­ცა, და­ი­ჯე­რებს თუ არა ელექ­ტო­რა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბებს, ამას მო­მა­ვა­ლი არ­ჩე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს. მა­ნამ­დე კი მმარ­თველ გუნდს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი დარ­ჩა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ოცნება" რეალობის პირისპირ: მთავრობა უტოპიური დაპირებების ტყვეობაში და პრობლმების ნუსხა ხელისუფლების ჩაბარებიდან 3 წლის შემდეგ

"ოცნება" რეალობის პირისპირ: მთავრობა უტოპიური დაპირებების ტყვეობაში და პრობლმების ნუსხა ხელისუფლების ჩაბარებიდან 3 წლის შემდეგ

მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წელი დარჩა, "ქართული ოცნების" საოცნებო დაპირებების დიდი ნაწილი კი დაპირებად რჩება. მთავრობა სამწლიანი მმართველობის შემდეგ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მოიპოვებს თუ არა იგი კიდევ ერთხელ ამომრჩევლის მხარედაჭერას? ამ საკითხს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ანალიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილი ეჭვისთვალით უყურებს.

რა დაპირებები ვერ შეასრულა "ქართუმა ოცნებამ" და რა პრობლემები დაუგროვდა მთავრობას ხელისუფლების ჩაბარებიდან დღემდე?

ექპერტების თქმით, პირველ რიგში საქმე ეხება ეკონომიკას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი დაახლოებით 34 პროცენტით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის დევალვაციამ პროდუქციის და მომსახურების რამდენიმე ეტაპიანი გაძვირება გამოიწვია. ამას წინ უძღოდა უცხოური ინვესტიციების და ტურისტების რაოდენობის კლება. ეკონომიკური ვითარების გაუარესებამ დამატებითი სოციალური პრობლემებიც წარმოქმნა. საუბარი დაიწყო ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გაძვირებაზეც, რამაც მოსახლეობის უნდობლობა მთავრობის მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა.

"ქართული ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებს კი სწორედ სოციალური მდგომაორების გაუმჯობესება, ტარიფების დაწევა, პენსიების გაზრდა და საწარმოების გახსნა წარმოადგენდა. რატომ ვერ შეძლო ამ დაპირებების შესრულება? ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი კვლევებსა და ანალიზზე არ იყო დაფუძნებული, და ისინი უფრო მეტად პოპულისტურ განცხადებებს წარმოადგენდა. თუმცა, მისივე თქმით, იყო გარკვეული დაპირებები, რომლის შესრულებაც რეალური იყო:

"როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებულობს, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო მისი ფასის შემცირება საქართველოშიც. ასევე შესაძლებელი იყო საბანკო სისტემაში საკრედიტო პროცენტის განაკვეთის შემცირების შესახებ გაცემული დაპირების შესრულებაც. იქ, სადაც რაღაცის გაკეთება შეეძლოთ, არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო, ვერ შეძლეს. მიმაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ დაპირებები იყო საკმაოდ უტოპიური, ამას ემატება ხელისუფლების არაკომპეტენტურობა და მომავლისკენ სწრაფვის ნაკლებობა. არ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ კვლავ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ვისაუბროთ. დღეს ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს დღევანდელი დღე და მომავალი", - ამბობს მამუკა ჟღენტი.

ეკონომიკური პრობლემების გარდა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად იქცა საგარეო ურთიერთობებიც. "ქართული ოცნების" მთავრობაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ თითქოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო, თუმცა, ამან უარესი შედეგი მოგვცა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსკოვმა ჯერ აფხაზეთთან, მოგვიანებით კი ე.წ სამხრეთ ოსეთთან გააფორმა ე.წ თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რაც ერთობლივი თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას ითვალისწინებს, აღნიშნული ე.წ შეთანხმებებით, მოსკოვმა კიდევ უფრო გაამყარა ოკუპირებულ რეგიონებთან კავშირი. ბოლო რამდენიმე თვეა კი რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ეტაპობრივად სწევს.

"თავდაპირველად მთავრობამ რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და ურთიერთობის დალაგება სცადა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მიხვდნენ, რომ რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლებაში იქნება სააკაშვილი თუ ივანიშვილი. მას თავისი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია გააჩნია საქართველოს მიმართ და ეს არის მტრული და აგრესიული პოლიტიკა. ამის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ჩამოუყალიბებელია. ჩვენ ვერ ვხედავთ საკითხის მოგვარების მიმართ მთავრობის კონსოლიდირებულ პოზიციას", - აღნიშნა მამუკა ჟღენტმა.

მისივე თქმით, რა სფეროშიც "ქართულ ოცნებას" პროგრესი ჰქონდა, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ახლა ამ კუთხითაც პრობლემებია:

"ქართული ოცნების" გარკვეული წარმატება იყო ასე ვთქვათ "თავისუფლად სუნთქვა" და მარწუხების მოხსნა. მაგრამ ბოლო პერიოდში მედიაზე განხორციელებული ზეწოლის მაგალითებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ეს სფეროც კი, რაც მათ რეალურად განასხვავებდა "ნაცმოძრაობისგან", საკმაოდ პრობლემატურია".

ექსპერტები "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ ასევე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის მუდმივ კინკლაობას, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახება.

ექსპერტ კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ მთავარი პრობლემები მაინც არ გამოსწორდა, მმართველი პარტია ელექტორატს დაკარგავს.

"უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა არის პრობლემა, რომელიც ყველაზე ძლიერი ფაქტორია, რაც ზემოქმედებას ახდენს მთავრობის მიმართ ნდობაზე. მეორეს მხრივ არის პრობლემა ეკონომიკის კუთხით, მოსახლეობას სტაბილური შემოსავლები არ აქვს. ამის განცდა თუ არ აქვს ამომრჩეველს, ის არ მისცემს მთავრობას ხმას. სხვა პრობლემებიც იქონიებს არჩვენებზე გავლენას, მაგრამ თუ არა ეს ორი ფაქტორი, იგი ნდობას დაკარგავს", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მალე წინაასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რასაც ახალი დაპირებები მოჰყვება. თუმცა, დაიჯერებს თუ არა ელექტორატი "ქართული ოცნების" დაპირებებს, ამას მომავალი არჩევების შედეგები გვიჩვენებს. მანამდე კი მმართველ გუნდს დაახლოებით ერთი წელი დარჩა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"