სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა და არ ეპატიება..." - რას ამბობს მოძღვარი ცრუ ტრადიციებზე, რომელიც მრევლშია გავრცელებული
"ბევრი ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა და არ ეპატიება..." - რას ამბობს მოძღვარი ცრუ ტრადიციებზე, რომელიც მრევლშია გავრცელებული

რამ­დე­ნი სან­თე­ლი უნდა და­ვან­თოთ ტა­ძარ­ში შეს­ვლი­სას, ზე­თის­ცხე­ბის შემ­დეგ უნდა და­ვი­ბა­ნოთ თუ არა პირი, რო­დის არის ზი­ა­რე­ბა უკე­თე­სი, შეთ­ქმუ­ლის ას­რუ­ლე­ბი­სას რამ­დე­ნი ტაძ­რის მო­ლოც­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი - მარ­თმა­დი­დე­ბელ მრევ­ლში ხში­რად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრურ­წმე­ნე­ბი და მსგავ­სი კი­თხვე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ხში­რა­დაც მი­მარ­თა­ვენ. AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი და სხვა მსგავ­სი რე­ლი­გი­უ­რი ცრურ­წმე­ნე­ბი მრევ­ლში რჯულ­ზე უმ­ტკი­ცე­სად არის გამ­ჯდა­რი და ხში­რად ამ ჩვე­ვებს უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, ვიდ­რე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს.

- ეკ­ლე­სი­ა­ში დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ცრურ­წმე­ნაა და­ბუ­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­თმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ცრუ ტრა­დი­ცი­ებს და ჩვე­ვებს აღას­რუ­ლებს. რამ­დე­ნი სან­თე­ლი უნდა და­ვან­თოთ, რო­მე­ლი ფე­ხით უნდა შე­ვი­დეთ ტა­ძარ­ში, რო­მელ დღეს უკე­თე­სია ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლა, წირ­ვა­ზე წას­ვლის წინ თავი უნდა და­ვი­ბა­ნოთ თუ არა, ზე­თის­ცხე­ბის მერე პი­რის და­ბა­ნა შე­იძ­ლე­ბა თუ არა და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ცი­ნოთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხში­რად არის ამ სა­კი­თხებ­ში ჩა­ციკ­ლუ­ლი და ფიქ­რობს, რომ ეს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვაა, არ ეპა­ტი­ე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, მთა­ვა­რი და­ვი­წყე­ბუ­ლი აქვთ და ყუ­რა­დღე­ბას მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვანს აქ­ცე­ვენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­უ­ლე­ბა რჯულ­ზე უმ­ტკი­ცე­სია. მამა - პა­პა­თა გად­მო­ცე­მე­ბი უფრო სწამთ და უფრო იცა­ვენ, ვიდ­რეს ის, რომ ადა­მი­ა­ნი თავ­მდა­ბა­ლი უნდა იყოს, მიმ­ტე­ვე­ბე­ლი, უბ­რა­ლო, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ხში­რად უნდა თქვას აღ­სა­რე­ბა და მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა უნდა აღას­რუ­ლოს.

- ამ დროს მთა­ვა­რი რა არის?

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, მა­მაო, მე ასე გა­მი­გია, ასე მის­წავ­ლი­აო და როცა ვე­უბ­ნე­ბით, რომ ეკ­ლე­სი­ი­სა და წმინ­და მა­მე­ბის სწავ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რია, ნაკ­ლე­ბად ეს­მით.

მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ანს გარ­და­ეც­ვა­ლა ახ­ლო­ბე­ლი, არ არის მარ­ხვა და ამ დროს ორ­მო­ცი დღე ინა­ხავს მარ­ხვას, როცა დიდი მარ­ხვაა, მა­შინ არ იცავს. ასე­ვე, ვთქვათ ადა­მი­ა­ნი რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფა­ში მოჰ­ყვა, სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა, არის მარ­ხვა და ეკ­ლე­სი­ა­ში მოჰ­ყავს ცხვა­რი. ვე­უბ­ნე­ბით, რომ ახლა ცხვრის მოყ­ვა­ნა-დაკ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გვპა­სუ­ხობს - შეთ­ქმუ­ლი მყავს და არ შე­იძ­ლე­ბა რომ არ აღ­ვას­რუ­ლოო. ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ პა­სუ­ხი გავ­ცეთ მა­თეს სა­ხა­რე­ბი­დან: 23-ე თავ­ში მა­ცხო­ვა­რი მი­მარ­თავს ებ­რა­ე­ლებს, ფა­რი­სევ­ლებს და მწიგ­ნობ­რებს, წყა­ლო­ბა და სა­მარ­თა­ლი და­გი­ტე­ვე­ბი­ა­თო, ანუ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რჯულ­ში რაც მთა­ვა­რია - წყა­ლო­ბა, სა­მარ­თა­ლი, სი­კე­თე, ეს გვერ­დით არის გა­და­დე­ბუ­ლი და წინა პლან­ზე ფა­რი­სევ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბია წა­მო­წე­უ­ლი.

ნაკ­ლე­ბად მორ­წმუ­ნე ხალ­ხში ასე­თი ცნე­ბაც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ არ­ცოდ­ნა არ­ცოდ­ვაა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ამ­დე­ნი მოქ­მე­დი ეკ­ლე­სი­აა, მა­მა­ო­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ ყველ­გან - პრე­სა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ამის თქმა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის. ეს იგი­ვეა, როცა მზე ანა­თებს და შენ მა­ინც სან­თე­ლი გინ­თია. ზუს­ტად იცი ვინ არის იესო ქრის­ტე, რა არის მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბა და გა­და­დი­ხარ სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე ან იძა­ხი, რომ ბე­ბი­ამ ასე მას­წავ­ლა და მე ასე მწამს. სამ­წუ­ხა­როდ ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბა და წარ­მარ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში ძა­ლი­ან არე­უ­ლია. მთა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით შე­რე­უ­ლია წარ­მარ­თო­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან.

- რო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს რე­ლი­გი­უ­რი ცრურ­წმე­ნე­ბი?

- არ გე­გო­ნოთ, რომ ეს ცრურ­წმე­ნე­ბი, რო­მე­ლიც დღეს ეკ­ლე­სი­ა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, დღეს და გუ­შინ წარ­მო­იშ­ვა. ამას სა­მო­თხი­სე­უ­ლი წარ­მო­შო­ბა გა­აჩ­ნია. ეშ­მა­კი ევას სა­მო­თხე­ში­ვე ატყუ­ებს, ცდი­ლობს ღმერ­თის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში ეჭვი შე­ა­ტა­ნი­ნოს და ეუბ­ნე­ბა, რომ "თქვენ იქ­ნე­ბით ვი­თარ­ცა ღმერ­თე­ბი". უკვე ცრუ სწავ­ლე­ბა სა­მო­თხე­ში ჩნდე­ბა, ღმერ­თი ერ­თია და ეუბ­ნე­ბა, რომ ღმერ­თის­ნა­ი­რე­ბი იქ­ნე­ბი­თო, აქ რა თქმა უნდა, რა­ღაც სი­მარ­თლეა, რომ ადა­მი­ა­ნი ღმერ­თის ხა­ტე­ბა და მსგავ­სე­ბაა, მაგ­რამ ამას თავ­მდაბ­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მი­აღ­წი­ოს.

შე­ხე­დავ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 93% აღი­ა­რებს მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბას, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, ძა­ლი­ან შორს ვართ ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან იმი­ტომ, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ჩვენ­ში საქ­მით, ცხოვ­რე­ბის წე­სით და აზ­როვ­ნე­ბით უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს, ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა კი, თუ კარ­გად და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ძა­ლი­ან შორს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან.

იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი ბრძა­ნებს - "სცა­ნით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა გა­გან­თა­ვი­სუფ­ლებთ თქვენ", ანუ როცა ადა­მი­ა­ნი იესო ქრის­ტეს შე­იც­ნობს, ის გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ამაო ცრურ­წმე­ნე­ბი­სა­გან, იმის­გან, თუ რამ­დე­ნი სან­თე­ლი უნდა და­ვან­თოთ, რამ­დე­ნი ცხვა­რი დავკლათ, ოჯახ­ში რო­მე­ლი ფე­ხით უნდა შე­ვი­დეთ და გა­მო­ვი­დეთ, მო­ნათ­ლუ­ლი ბავ­შვის ამ­ბო­რი შე­იძ­ლე­ბა თუ არა და ა.შ. იმ­დე­ნად სა­მარ­ცხვი­ნო კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს, რომ ამის და­სა­ხე­ლე­ბაც კი მე­რი­დე­ბა.

- მრევ­ლში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრურ­წმე­ნა 7 ტაძ­რის მო­ლოც­ვაა. რო­გო­რია ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს არც ლოც­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, არც იმას, თუ რამ­დენ ტა­ძარს მო­ი­ლო­ცავ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რა­ო­დე­ნო­ბას, მთა­ვა­რია ხა­რის­ხი. რო­მე­ლი უკე­თე­სია, ერთ ტა­ძარ­ში შე­ვი­დე გო­ნივ­რუ­ლად და ყუ­რა­დღე­ბით ვი­ლო­ცო, თუ შვიდ­ში შე­ვი­დე-გა­მო­ვი­დე და არა­ფე­რი გა­ვა­კე­თო?!

ასე­თი ხალ­ხუ­რი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს - თაგ­ვმა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წის­ქვილ­ში გა­ა­ტა­როს, მაგ­რამ მე­წის­ქვი­ლო­ბი­სა არა­ფე­რი იცო­დე­სო. შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ტა­ძარ­ში გა­ა­ტა­რო, მაგ­რამ არ იცო­დე რა­ტომ ხარ ტა­ძარ­ში, შე­იძ­ლე­ბა ასი ტა­ძა­რი მო­ი­ლო­ცო, მაგ­რამ არ იცო­დე რა შე­ი­ტა­ნე და რა გა­მო­ი­ტა­ნე. ასე რომ, ერთ ტა­ძარს მო­ი­ლო­ცავთ თუ შვიდს, მთა­ვა­რია თავ­მდაბ­ლო­ბით, რწმე­ნი­თა და ლოც­ვით შე­ვი­დეთ.

თაკო ესე­ბუა, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ბევრი ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა და არ ეპატიება..." - რას ამბობს მოძღვარი ცრუ ტრადიციებზე, რომელიც მრევლშია გავრცელებული

"ბევრი ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა და არ ეპატიება..." - რას ამბობს მოძღვარი ცრუ ტრადიციებზე, რომელიც მრევლშია გავრცელებული

რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ ტაძარში შესვლისას, ზეთისცხების შემდეგ უნდა დავიბანოთ თუ არა პირი, როდის არის ზიარება უკეთესი, შეთქმულის ასრულებისას რამდენი ტაძრის მოლოცვაა აუცილებელი - მართმადიდებელ მრევლში ხშირად არის გავრცელებული ცრურწმენები და მსგავსი კითხვებით სასულიერო პირებს ხშირადაც მიმართავენ. AMBEBI.GE-სთან საუბრისას, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი რელიგიური ცრურწმენები მრევლში რჯულზე უმტკიცესად არის გამჯდარი და ხშირად ამ ჩვევებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან საქმეებს.

- ეკლესიაში დღეს ძალიან ბევრი ცრურწმენაა დაბუდებული. ძალიან ბევრი თანამედროვე მართმადიდებელი ქრისტიანი ცრუ ტრადიციებს და ჩვევებს აღასრულებს. რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რომელი ფეხით უნდა შევიდეთ ტაძარში, რომელ დღეს უკეთესია ეკლესიაში შესვლა, წირვაზე წასვლის წინ თავი უნდა დავიბანოთ თუ არა, ზეთისცხების მერე პირის დაბანა შეიძლება თუ არა და ა.შ. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხშირად არის ამ საკითხებში ჩაციკლული და ფიქრობს, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, არ ეპატიება.

სამწუხაროდ, მთავარი დავიწყებული აქვთ და ყურადღებას მეორეხარისხოვანს აქცევენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მამა - პაპათა გადმოცემები უფრო სწამთ და უფრო იცავენ, ვიდრეს ის, რომ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს, მიმტევებელი, უბრალო, მოსიყვარულე, ხშირად უნდა თქვას აღსარება და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა უნდა აღასრულოს.

- ამ დროს მთავარი რა არის?

- ხშირად მეუბნებიან, მამაო, მე ასე გამიგია, ასე მისწავლიაო და როცა ვეუბნებით, რომ ეკლესიისა და წმინდა მამების სწავლება სხვაგვარია, ნაკლებად ესმით.

მაგალითად, ადამიანს გარდაეცვალა ახლობელი, არ არის მარხვა და ამ დროს ორმოცი დღე ინახავს მარხვას, როცა დიდი მარხვაა, მაშინ არ იცავს. ასევე, ვთქვათ ადამიანი რაღაც კატასტროფაში მოჰყვა, სიკვდილს გადარჩა, არის მარხვა და ეკლესიაში მოჰყავს ცხვარი. ვეუბნებით, რომ ახლა ცხვრის მოყვანა-დაკვლა არ შეიძლება, მაგრამ გვპასუხობს - შეთქმული მყავს და არ შეიძლება რომ არ აღვასრულოო. ამ ყველაფერს შეიძლება პირდაპირ პასუხი გავცეთ მათეს სახარებიდან: 23-ე თავში მაცხოვარი მიმართავს ებრაელებს, ფარისევლებს და მწიგნობრებს, წყალობა და სამართალი დაგიტევებიათო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რჯულში რაც მთავარია - წყალობა, სამართალი, სიკეთე, ეს გვერდით არის გადადებული და წინა პლანზე ფარისევლური ქმედებებია წამოწეული.

ნაკლებად მორწმუნე ხალხში ასეთი ცნებაც არის გავრცელებული, რომ არცოდნა არცოდვაა. 21-ე საუკუნეში, როცა ამდენი მოქმედი ეკლესიაა, მამაოები საუბრობენ ყველგან - პრესაში, ტელევიზიაში, ამის თქმა გამართლებული არ არის. ეს იგივეა, როცა მზე ანათებს და შენ მაინც სანთელი გინთია. ზუსტად იცი ვინ არის იესო ქრისტე, რა არის მართმადიდებლობა და გადადიხარ სხვა სარწმუნოებაზე ან იძახი, რომ ბებიამ ასე მასწავლა და მე ასე მწამს. სამწუხაროდ ფაქტია, რომ საქართველოში ქრისტიანობა და წარმართობა ერთმანეთში ძალიან არეულია. მთაში განსაკუთრებით შერეულია წარმართობა ქრისტიანობასთან.

- როდიდან იღებს სათავეს რელიგიური ცრურწმენები?

- არ გეგონოთ, რომ ეს ცრურწმენები, რომელიც დღეს ეკლესიაშია გავრცელებული, დღეს და გუშინ წარმოიშვა. ამას სამოთხისეული წარმოშობა გააჩნია. ეშმაკი ევას სამოთხეშივე ატყუებს, ცდილობს ღმერთის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეატანინოს და ეუბნება, რომ "თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები". უკვე ცრუ სწავლება სამოთხეში ჩნდება, ღმერთი ერთია და ეუბნება, რომ ღმერთისნაირები იქნებითო, აქ რა თქმა უნდა, რაღაც სიმართლეა, რომ ადამიანი ღმერთის ხატება და მსგავსებაა, მაგრამ ამას თავმდაბლობითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს.

შეხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში 93% აღიარებს მართმადიდებლობას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძალიან შორს ვართ ჭეშმარიტებისაგან იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ჩვენში საქმით, ცხოვრების წესით და აზროვნებით უნდა გამოიხატოს, ჩვენი აზროვნება კი, თუ კარგად დავუკვირდებით, ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისაგან.

იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს - "სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ", ანუ როცა ადამიანი იესო ქრისტეს შეიცნობს, ის განთავისუფლდება ამაო ცრურწმენებისაგან, იმისგან, თუ რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ, რამდენი ცხვარი დავკლათ, ოჯახში რომელი ფეხით უნდა შევიდეთ და გამოვიდეთ, მონათლული ბავშვის ამბორი შეიძლება თუ არა და ა.შ. იმდენად სამარცხვინო კითხვები არსებობს, რომ ამის დასახელებაც კი მერიდება.

- მრევლში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა 7 ტაძრის მოლოცვაა. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ლოცვების რაოდენობას, არც იმას, თუ რამდენ ტაძარს მოილოცავ, მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას, მთავარია ხარისხი. რომელი უკეთესია, ერთ ტაძარში შევიდე გონივრულად და ყურადღებით ვილოცო, თუ შვიდში შევიდე-გამოვიდე და არაფერი გავაკეთო?!

ასეთი ხალხური გამოთქმა არსებობს - თაგვმა შეიძლება მთელი ცხოვრება წისქვილში გაატაროს, მაგრამ მეწისქვილობისა არაფერი იცოდესო. შეიძლება მთელი ცხოვრება ტაძარში გაატარო, მაგრამ არ იცოდე რატომ ხარ ტაძარში, შეიძლება ასი ტაძარი მოილოცო, მაგრამ არ იცოდე რა შეიტანე და რა გამოიტანე. ასე რომ, ერთ ტაძარს მოილოცავთ თუ შვიდს, მთავარია თავმდაბლობით, რწმენითა და ლოცვით შევიდეთ.

თაკო ესებუა, AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს