ტელეკომპანია "იმედის" ოფისთან მოქალაქეებმა გადაცემების - "იმედის კვირის" და "რეაქციის" ეთერში დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ გადაცემების დახურვის მიზეზი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
"ასეთი მწვავე პოლიტიკური გადაცემები, სადაც ბევრი ადამიანის სახეა. ინგა ახერხებდა იმას, რომ გაეშიშვლებინა ყველა, მსმენელისთვის იყო საინტერესო. როგორი მწვავეა დღეს საზოგადოება, ისეთივე იყო გადაცემაც. ინგა არ დაიკარგება, უნიჭიერესი ქალია. იმედს კი ბევრი დააკლდება. იმიტომ რომ მოწონდათ თუ არ მოწონდათ, ყველა უყურებდა ამ გადაცემას”, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა."ინგა არ დაიკარგება, უნიჭიერესი ქალია" - ლალი ბადურაშვილი ინგა გრიგოლიას მხარდასაჭერ აქციაზე
აქციაზე 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მსახიობები ასმათ ტყაბლაძე და ლალი ბადურაშვილი, ასევე - ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები, რომლებითაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებდნენ.
იხილეთ ვიდეო