საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პირობებში იხდიან სასჯელს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა - მინისტრი პატიმრების ყოფაზე
რა პირობებში იხდიან სასჯელს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა - მინისტრი პატიმრების ყოფაზე

მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია და უგუ­ლა­ვა სა­პა­ტიმ­რო­ში რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ით არ სარ­გებ­ლო­ბენ და ვერც ისარ­გებ­ლე­ბენ, – ამის შე­სა­ხებ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი კახა კა­ხიშ­ვი­ლი გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ცი­ხე­ებ­ში VIP-პა­ტიმ­რე­ბი არ ჰყავთ და არც ეყო­ლე­ბათ.

"თქვენს მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვი­ა­ნი უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამა­ვე დროს და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­რე­ჟი­მო პი­რო­ბე­ბიც და ისი­ნი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა ვე­რა­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან!

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ჩვენ ცი­ხე­ებ­ში არ გვყავს და არც გვე­ყო­ლე­ბა VIP-პა­ტიმ­რე­ბი, არც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­დან და არც – პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი­დან.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია და უგუ­ლა­ვა სა­პა­ტიმ­რო­ში რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ით არ სარ­გებ­ლო­ბენ და ვერც ისარ­გებ­ლე­ბენ. მათ აქვთ და ექ­ნე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც კა­ნო­ნით ეკუთ­ვნით, მაგ­რამ არა აქვთ და არ ექ­ნე­ბათ არა­ფე­რი, რაც კა­ნო­ნით არ ეკუთ­ვნით", - აცხა­დებს კახა კა­ხიშ­ვი­ლი.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, არ და­უშ­ვებს, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩად­გნენ და ისე­თი უფ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"სა­პა­ტიმ­რო­ში ტე­ლე­ვი­ზო­რის ქონა ნე­ბა­დარ­თუ­ლია და ის წარ­მო­ად­გენს წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მას იმ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც კარ­გად იქ­ცე­ვი­ან.

კომ­პი­უ­ტე­რის ქონა პა­ტიმ­რის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი იგი სა­კუ­თარ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებს ეც­ნო­ბა, მაგ­რამ არც ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არც ერთ მსჯავ­რდე­ბულს ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

ისი­ნი (მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია, უგუ­ლა­ვა), რო­გორც ყვე­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პი­რა­დად არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ცი­ხე­ე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პა­ტი­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ", - გან­მარ­ტავს მი­ნის­ტრი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა პირობებში იხდიან სასჯელს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა - მინისტრი პატიმრების ყოფაზე

რა პირობებში იხდიან სასჯელს მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა - მინისტრი პატიმრების ყოფაზე

მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა საპატიმროში რაიმე პრივილეგიით არ სარგებლობენ და ვერც ისარგებლებენ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე მტკიცებით, ციხეებში VIP-პატიმრები არ ჰყავთ და არც ეყოლებათ.

"თქვენს მიერ დასახელებულ პატიმრებს, ბუნებრივია, თავიანი უფლებები აქვთ, რომლებიც აუცილებლად დაცული იქნება, მაგრამ ამავე დროს დაცული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულების სარეჟიმო პირობებიც და ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობა ვერანაირად აღმოჩნდებიან!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ციხეებში არ გვყავს და არც გვეყოლება VIP-პატიმრები, არც ქურდული სამყაროდან და არც – პოლიტიკური წრეებიდან.

მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა საპატიმროში რაიმე პრივილეგიით არ სარგებლობენ და ვერც ისარგებლებენ. მათ აქვთ და ექნებათ ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნით, მაგრამ არა აქვთ და არ ექნებათ არაფერი, რაც კანონით არ ეკუთვნით", - აცხადებს კახა კახიშვილი.

მინისტრის განმარტებით, არ დაუშვებს, რომ პატიმრობაში მყოფი კრიმინალური თუ პოლიტიკური ავტორიტეტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩადგნენ და ისეთი უფლებებით ისარგებლონ, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.

"საპატიმროში ტელევიზორის ქონა ნებადართულია და ის წარმოადგენს წახალისების ფორმას იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც კარგად იქცევიან.

კომპიუტერის ქონა პატიმრისთვის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი საკუთარ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ეცნობა, მაგრამ არც ერთ დაწესებულებაში არც ერთ მსჯავრდებულს ინტერნეტით სარგებლობის უფლება და საშუალება არ აქვს.

ისინი (მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა), როგორც ყველა მსჯავრდებული, ჩვეულებრივ პირობებში იმყოფებიან. ჯერჯერობით არც ერთ დაწესებულებაში პირადად არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ციხეების დირექტორებთან და აბსოლუტურად ყველა პატიმართან დაკავშირებით ინფორმაციას ვიღებ", - განმარტავს მინისტრი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."