პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალთა სახეები გიორგი კეკელიძის წიგნების პოპულარიზაციაში
ქალთა სახეები გიორგი კეკელიძის წიგნების პოპულარიზაციაში

"რად­გან ასე­თი ტენ­დენ­ცია გაჩ­ნდა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნებ­თან რომ გო­გო­ნე­ბი "სელ­ფებს" იღე­ბენ, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ყო­ველ­თვის ჯო­ბია წიგნ­თან ერ­თად გა­და­ი­ღო სუ­რა­თი. ამით ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ახ­დე­ნენ და ვინ იცის გი­ორ­გის წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ იქ­ნებ სხვა წიგ­ნე­ბიც წა­ი­კი­თხონ"... - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ლაშა ბუ­ღა­ძე.

გე­მოვ­ნე­ბი­ან­მა მკი­თხველ­მა უკვე იხი­ლა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის სა­ბას ლა­უ­რე­ატ "ოდებ­თან" ერ­თად "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი", "სიკ­ვდი­ლი პი­ცე­რი­ა­ში", "მურ­მა­ნის სევ­და". 31 აგ­ვის­ტოს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად კი­დევ ერთი რო­მა­ნი - "ანას­ტა­სი­ას ზარი" გა­მო­ვა... ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რია, საქ­მე­ში მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობ­დნენ, წარ­სულ­ში მის პი­რად ცხოვ­რე­ბას მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ ეთ­ქმო­და. მის სა­ხელს ათო­ბით ცნო­ბილ, თუ უც­ნობ გო­გოს­თან აკავ­ში­რებ­დნენ. ბოლო გამ­ხმა­უ­ე­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სტუ­დენტ ლილე ლო­ლიშ­ვილ­თან იყო. გი­ორ­გი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე წლე­ბია არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის პი­ა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტო­ებს – ზოგი აკა­დე­მი­უ­რია და აღ­წე­რა ერ­თვის, ზოგი ზო­მი­ე­რი, ზოგი კი ცოტა თა­მა­მიც კი. ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კე­კე­ლი­ძის წიგ­ნებ­თან სელფ-ის­ტე­რი­ა­ზე კი ლაშა ბუ­ღა­ძეს­თან ერ­თად თა­ვად გა­ვე­სა­უბ­რეთ მათ, ვისი ფო­ტო­ე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­მახ­სოვ­რო გახ­და...

ლაშა ბუ­ღა­ძე: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ყო­ველ ახალ წიგნს დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი. მისი პა­ტა­რა რო­მა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ის ეტა­პობ­რი­ვად აქ­ვეყ­ნებს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბია. ყო­ველ­თვის იგო­ნებს სი­ახ­ლეს თა­ვის ტექ­სტებ­ში. მის ნა­წე­რებს ახა­სი­ა­თებს რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შექ­მნა, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. მე ეს ძა­ლი­ან მომ­წონს და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო გი­ორ­გი რომ ასე­თი კარ­გი პრო­ზა­ი­კო­სიც აღ­მოჩ­ნდა. გი­ორ­გის, რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პო­ეტს, დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. სა­უ­კე­თე­სო ოდე­ბიც აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც აიღო პრე­მია "საბა"... ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ალ­ბათ უფრო "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბით" გა­იც­ნო, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა. კარ­გად მოგ­ვი­თხრობს ავ­ტო­რი ყო­ვე­ლი­ვეს. გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან კო­ლო­რი­ტუ­ლია გუ­რია - ადა­მი­ა­ნე­ბის ყოფა და რე­ა­ლო­ბა, სევ­და­ნა­რე­ვი იუ­მო­რი, ეს არ არის უბ­რა­ლოდ გი­ორ­გის ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გაგ­ვა­ღი­მე­ბენ ან გაგ­ვა­ცი­ნე­ბენ ვთქვათ რო­მე­ლი­მე გუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ. გი­ორ­გი აქ რჩე­ბა დამ­კვირ­ვებ­ლად, ფსი­ქო­ლო­გად და მე ვი­ტყო­დი პო­ე­ტა­დაც კი. გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი არის სა­ოც­რად პო­ე­ტუ­რი და დრა­მა­ტუ­ლიც.

- რამ­დე­ნად მოგ­წონთ ტენ­დენ­ცია, გო­გო­ნე­ბი რომ მის წიგ­ნებ­თან სელ­ფებს იღე­ბენ და ამით ერ­თგვარ რეკ­ლა­მას უწე­ვენ წიგნს. ზო­გი­ერ­თებს ეს სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებთ და უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებ­საც არ იშუ­რე­ბენ...

- თა­ვად ახ­სე­ნეთ სი­ტყვა – ტენ­დენ­ცია. რად­გან ასე­თი ტენ­დენ­ცია გაჩ­ნდა, ძა­ლი­ან კარ­გია. ყო­ველ­თვის ჯო­ბია წიგნ­თან ერ­თად გა­და­ი­ღო სუ­რა­თი. ამით ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ გი­ორ­გის წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ახ­დე­ნენ და ვინ იცის, გი­ორ­გის წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ იქ­ნებ სხვა წიგ­ნე­ბიც წა­ი­კი­თხონ.

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი: "გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ნამ­დვი­ლად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი მე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ეს ალ­ბათ ჩემი ბრა­ლია, რად­გან არ ვარ "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ჩემი სა­ხე­ლით სხვე­ბი აკე­თე­ბენ ამას."

ანა ოლ­კი­ნა: - გი­ორ­გის დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, პე­რი­ო­დუ­ლად ვწერთ ერ­თმა­ნეთს და ვუ­ზი­ა­რებთ სი­ახ­ლე­ებს. სექ­სი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­და, შე­იძ­ლე­ბა არ გვქონ­დეს, ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუ­სი მე­გობ­რო­ბაა... მალე ჩემი წიგ­ნი გა­მო­ვა, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია და მას­ში ბევრ კი­თხვა­ზე იპო­ვის მკი­თხვე­ლი პა­სუხს.

- სელ­ფებ­ზე რას იტყო­დით?

- მე პი­რა­დად სელფს მა­შინ ვი­ღებ როცა ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი ვარ და არ ვიცი რა ვა­კე­თო. რო­დე­საც სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­ტა­რებ დროს, მთლი­ა­ნად სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. სელ­ფი-მა­ნი­ის ფე­ნო­მენ­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია, თით­ქოს ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, სა­ნამ ყვე­ლას არ გა­ა­გე­ბი­ნე­ბენ მის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ მე ვერ მარ­თობს. და­ნარ­ჩე­ნე­ბის რა მო­გახ­სე­ნო, ვი­საც რო­გორ უნდა ისე ერ­თო­ბა.

- გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნებ­ზე რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ხართ?

- მსუ­ბუ­ქი სა­კი­თხა­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა რო­მა­ნის ფორ­მა, მთხრო­ბე­ლი, რო­მე­ლიც თვი­თონ აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ბო­ლო­ოდ მთა­ვა­რი გმი­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის პრო­ვინ­ცი­უ­ლი სული, იუ­მო­რი, მოკ­ლედ მშვე­ნი­ე­რია.

ნინო მუმ­ლა­ძე:

- რად­გან გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნებ­თან ფო­ტოს ვი­ღებთ, თუ ვინ­მეს ჰგო­ნია რომ ავ­ტორ­თან აუ­ცი­ლებ­ლად რო­მა­ნი გვაქვს, ეს მათი ავად­მყო­ფუ­რი წარ­მო­სახ­ვის შე­დე­გია.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან?

- თქვენ მე და გი­ორ­გის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერთ თუ გი­ორ­გის წიგ­ნებ­ზე?.. მირ­ჩევ­ნია მის წიგ­ნებ­ზე გე­სა­უბ­როთ: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უჭი­რავს. ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა მისი პო­ე­ზია და პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ჟან­რობ­რი­ვად, ში­ნა­არ­სით... ლექ­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით ღრმაა. პრო­ზა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­სა­კი­თხი და უფრო გა­სარ­თო­ბი სა­ხის არის. მე მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან გა­ვერ­თე, რო­დე­საც წა­ვი­კი­თხე "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი" და "სიკ­ვდი­ლი პი­ცე­რი­ა­ში". "გუ­რულ დღი­უ­რებს" თით­ქოს თა­ვის თავ­ზე წერს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა მის თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გვე­ხე­ბა. ოთხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ძა­ლი­ან გავ­და ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა ერ­თმა­ნე­თი­სას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თბი­ლის­ში ვარ გაზ­რდი­ლი, გი­ორ­გი გუ­რი­ა­ში, ვი­ღა­ცა აჭა­რა­ში და ასე შემ­დეგ... "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის" სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­მა ყვე­ლას ბავ­შვო­ბა გაგ­ვახ­სე­ნა და ამით გახ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი, რად­გან ყვე­ლას გაგ­ვახ­სე­ნა ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დით. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­უ­ვი­და, თუმ­ცა პი­რა­დად მე მისი პო­ე­ზია უფრო მომ­წონს.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქალთა სახეები გიორგი კეკელიძის წიგნების პოპულარიზაციაში

ქალთა სახეები გიორგი კეკელიძის წიგნების პოპულარიზაციაში

"რადგან ასეთი ტენდენცია გაჩნდა გიორგი კეკელიძის წიგნებთან რომ გოგონები "სელფებს" იღებენ, ეს ძალიან კარგია. ყოველთვის ჯობია წიგნთან ერთად გადაიღო სურათი. ამით ნებსით თუ უნებლიედ წიგნების პოპულარიზაციას ახდენენ და ვინ იცის გიორგის წიგნების წაკითხვის შემდეგ იქნებ სხვა წიგნებიც წაიკითხონ"... - ამბობს ჩვენთან საუბარში ლაშა ბუღაძე.

გემოვნებიანმა მკითხველმა უკვე იხილა გიორგი კეკელიძის საბას ლაურეატ "ოდებთან" ერთად "გურული დღიურები", "სიკვდილი პიცერიაში", "მურმანის სევდა". 31 აგვისტოს "კვირის პალიტრასთან" ერთად კიდევ ერთი რომანი - "ანასტასიას ზარი" გამოვა... ის წარმატებული ბიბლიოთეკის დირექტორია, საქმეში მოწესრიგებული, თუმცა როგორც ამბობდნენ, წარსულში მის პირად ცხოვრებას მოწესრიგებული არ ეთქმოდა. მის სახელს ათობით ცნობილ, თუ უცნობ გოგოსთან აკავშირებდნენ. ბოლო გამხმაუერებული ურთიერთობა სტუდენტ ლილე ლოლიშვილთან იყო. გიორგი პირად ცხოვრებაზე წლებია არ საუბრობს, თუმცა როგორც ამბობენ, მას ახლა სერიოზული ურთიერთობა აქვს ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის პიარის წარმომადგენელთან. რაც შეეხება ფოტოებს – ზოგი აკადემიურია და აღწერა ერთვის, ზოგი ზომიერი, ზოგი კი ცოტა თამამიც კი. ახალი ტენდენციაზე, როგორც ამბობენ, კეკელიძის წიგნებთან სელფ-ისტერიაზე კი ლაშა ბუღაძესთან ერთად თავად გავესაუბრეთ მათ, ვისი ფოტოებიც განსაკუთრებულად სამახსოვრო გახდა...

ლაშა ბუღაძე: გიორგი კეკელიძის ყოველ ახალ წიგნს დიდი ინტერესით ველოდები. მისი პატარა რომანებიც, რომლებსაც ის ეტაპობრივად აქვეყნებს, ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებია. ყოველთვის იგონებს სიახლეს თავის ტექსტებში. მის ნაწერებს ახასიათებს რაღაც სიტუაციების შექმნა, ძალიან უცნაური, მოულოდნელი და დამაჯერებელი. მე ეს ძალიან მომწონს და ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო გიორგი რომ ასეთი კარგი პროზაიკოსიც აღმოჩნდა. გიორგის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პოეტს, დიდი ხანია ვიცნობ. საუკეთესო ოდებიც აქვს. განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც აიღო პრემია "საბა"... ფართო საზოგადოებამ ალბათ უფრო "გურული დღიურებით" გაიცნო, რომელზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. კარგად მოგვითხრობს ავტორი ყოველივეს. გარდა იმისა, რომ თავისთავად ძალიან კოლორიტულია გურია - ადამიანების ყოფა და რეალობა, სევდანარევი იუმორი, ეს არ არის უბრალოდ გიორგის ჩანახატები, რომლებიც გაგვაღიმებენ ან გაგვაცინებენ ვთქვათ რომელიმე გურული პერსონაჟის შესახებ. გიორგი აქ რჩება დამკვირვებლად, ფსიქოლოგად და მე ვიტყოდი პოეტადაც კი. გარკვეული სიტუაციები არის საოცრად პოეტური და დრამატულიც.

- რამდენად მოგწონთ ტენდენცია, გოგონები რომ მის წიგნებთან სელფებს იღებენ და ამით ერთგვარ რეკლამას უწევენ წიგნს. ზოგიერთებს ეს საშინლად აღიზიანებთ და უარყოფით კომენტარებსაც არ იშურებენ...

- თავად ახსენეთ სიტყვა – ტენდენცია. რადგან ასეთი ტენდენცია გაჩნდა, ძალიან კარგია. ყოველთვის ჯობია წიგნთან ერთად გადაიღო სურათი. ამით ნებსით თუ უნებლიედ გიორგის წიგნების პოპულარიზაციას ახდენენ და ვინ იცის, გიორგის წიგნების წაკითხვის შემდეგ იქნებ სხვა წიგნებიც წაიკითხონ.

დათო ტურაშვილი: "გიორგი კეკელიძე ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია. მისი თაყვანისმცემლების ფოტოები მე არ მინახავს, მაგრამ ეს ალბათ ჩემი ბრალია, რადგან არ ვარ "ფეისბუქის" მომხმარებელი და ჩემი სახელით სხვები აკეთებენ ამას."

ანა ოლკინა: - გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, პერიოდულად ვწერთ ერთმანეთს და ვუზიარებთ სიახლეებს. სექსი შეიძლება გვქონდა, შეიძლება არ გვქონდეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ურთიერთობის სტატუსი მეგობრობაა... მალე ჩემი წიგნი გამოვა, რომელიც ნაწილობრივ ბიოგრაფიულია და მასში ბევრ კითხვაზე იპოვის მკითხველი პასუხს.

- სელფებზე რას იტყოდით?

- მე პირადად სელფს მაშინ ვიღებ როცა ძალიან მოწყენილი ვარ და არ ვიცი რა ვაკეთო. როდესაც სასიამოვნოდ ვატარებ დროს, მთლიანად სიამოვნების მიღებით ვარ დაკავებული. სელფი-მანიის ფენომენზე ხშირად მიფიქრია, თითქოს ბედნიერება არ არის სრულყოფილი, სანამ ყველას არ გააგებინებენ მის შესახებ. მოკლედ მე ვერ მართობს. დანარჩენების რა მოგახსენო, ვისაც როგორ უნდა ისე ერთობა.

- გიორგი კეკელიძის წიგნებზე რა შთაბეჭდილების ხართ?

- მსუბუქი საკითხავია, განსაკუთრებით მომეწონა რომანის ფორმა, მთხრობელი, რომელიც თვითონ აღმოჩნდება საბოლოოდ მთავარი გმირი, თანამედროვე თბილისის პროვინციული სული, იუმორი, მოკლედ მშვენიერია.

ნინო მუმლაძე:

- რადგან გიორგი კეკელიძის წიგნებთან ფოტოს ვიღებთ, თუ ვინმეს ჰგონია რომ ავტორთან აუცილებლად რომანი გვაქვს, ეს მათი ავადმყოფური წარმოსახვის შედეგია.

- სინამდვილეში როგორი ურთიერთობა გაქვთ გიორგი კეკელიძესთან?

- თქვენ მე და გიორგის ურთიერთობაზე წერთ თუ გიორგის წიგნებზე?.. მირჩევნია მის წიგნებზე გესაუბროთ: გიორგი კეკელიძეს თანამედროვე მწერლებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ძალიან განსხვავდება მისი პოეზია და პროზაული ნაწარმოებები ჟანრობრივად, შინაარსით... ლექსები გაცილებით ღრმაა. პროზა ძალიან მსუბუქად წასაკითხი და უფრო გასართობი სახის არის. მე მაგალითად, ძალიან გავერთე, როდესაც წავიკითხე "გურული დღიურები" და "სიკვდილი პიცერიაში". "გურულ დღიურებს" თითქოს თავის თავზე წერს, მაგრამ რეალურად ყველა მის თაობის წარმომადგენლებს გვეხება. ოთხმოცდაათიან წლებში ძალიან გავდა ჩვენი ბავშვობა ერთმანეთისას, მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში ვარ გაზრდილი, გიორგი გურიაში, ვიღაცა აჭარაში და ასე შემდეგ... "გურული დღიურების" საინტერესო დეტალებმა ყველას ბავშვობა გაგვახსენა და ამით გახდა ძალიან პოპულარული, რადგან ყველას გაგვახსენა ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ გამოუვიდა, თუმცა პირადად მე მისი პოეზია უფრო მომწონს.

მანანა გაბრიჭიძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს