მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა
"ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა

ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წუმ­პე აბ­სურდში გა­და­ვარ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ორი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის ფაქ­ტზე, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ხა­ინ­დრა­ვას თქმით, "თუ სხვა არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ გაქვს, ინგა გრი­გო­ლი­ას­თვის ასე­თი წი­ო­კის ატეხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­მარ­ცხვი­ნოა".

"ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. ისიც კი გა­ვი­გე, რომ პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თურ­მე 2007 წელს უფრო მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე დღეს. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წუმ­პე აბ­სურდში გა­და­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ წუმ­პე­ში ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ამოყ­ვეს თავი, რომ­ლებ­საც დიდ პა­ტივს ვცემ­დი და ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად მი­მაჩ­ნდა და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე, მის­გან იმის მოს­მე­ნა, რომ თურ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, 2007 წელს პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფრო მეტი იყო, ვიდ­რე დღეს, ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია. ეს არის მა­რაზ­მი, რო­მელ­შიც სა­ერ­თოდ ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ის­ტებ­ლიშ­მენ­ტმა ამო­ყო თავი. თუ სხვა არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ გაქვს, ინგა გრი­გო­ლი­ას­თვის ასე­თი წი­ო­კის ატეხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­მარ­ცხვი­ნოა, რად­გან ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა იყო სა­მარ­ცხვი­ნო. ასე­თი ტი­პის პრე­სა, რო­გორ­საც გრი­გო­ლია წარ­მო­ად­გენ­და, იყო დიდი მუხ­რუ­ჭი და ძა­ლი­ან დიდი ქვა, რო­მე­ლიც ფსკერ­ზე ექა­ჩე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს. ექა­ჩე­ბო­და გუ­შინ­წინ­დელ დღე­ში, ფურ­თხე­ბა­ში, გი­ნე­ბა­ში, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში, პო­ლი­ტი­კურ ან­გა­ჟი­რე­ბა­ში, ფი­ნან­სურ ან­გა­ჟი­რე­ბა­ში და ასე შემ­დეგ. თუ ამის ანა­ბა­რა არის დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მე ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ასე­თი ქვე­ყა­ნა. თუ 2007 წელს ვა­და­რებთ დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, ვფი­რობ, აქ კი­თხვის ნიშ­ნე­ბი აღარ არ­სე­ბობს. ეს კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა უკვე და ამას მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ინ­დრა­ვამ.

მისი თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა "იმე­დის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, "იმე­დი" არის კერ­ძო კომ­პა­ნია. "სხვა კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბიც ვი­ცით ჩვენ და მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც სიც­რუ­ე­ზე, ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მოქ­მე­დე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი, მე დიდი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი არ გა­მი­გია იმ სიძ­ვის სახ­ლს ვგუ­ლის­ხმობ, რა­საც "რუს­თა­ვი 2" ჰქვია. სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. რას წარ­მო­ად­გენს ინგა გრი­გო­ლია, რომ მის გამო ამ­ხე­ლა ვნე­ბა­თა­ღელ­ვა იყოს ქვე­ყა­ნა­ში. უა­რე­სი უბე­დუ­რე­ბე­ბი მომ­ხდა­რა და ასე­თი ის­ტე­რი­კა არ მოჰ­ყო­ლია. ვი­საც უნდა, ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს. ეს მათი ნე­ბაა და მათი არ­ჩე­ვა­ნი. დრო მოვა და თა­ვის ამომ­რჩევ­ლებს და შვი­ლებს უნდა გას­ცენ პა­სუ­ხი ამა­ზე, რო­დე­საც ეს კი­თხვე­ბი და­ის­მე­ბა და ეს დრო დად­გე­ბა (სულ ამ წუმ­პე­ში და ჭა­ობ­ში ხომ არ ვიქ­ნე­ბით), დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი უკ­ვა­ლოდ არ გაქ­რე­ბა. ეს პო­ზი­ცი­ე­ბი დარ­ჩე­ბა. მოვა დრო და მო­ე­კი­თხე­ბათ ამომ­რჩევ­ლის­გან და ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მოვ­ლენ. სულ გუ­შინ­წინ­დე­ლე­ბი ხომ არ იქ­ნე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ინ­დრა­ვამ.

ინგა გრი­გო­ლია გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დებს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, 29 აგ­ვის­ტოს გა­და­ცე­მე­ბი ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­ხუ­რეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა

"ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა

ქართული პოლიტიკური წუმპე აბსურდში გადავარდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა, რომელიც ტელეკომპანია "იმედში" ორი გადაცემის დახურვის ფაქტზე, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, შალვა შავგულიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაინდრავას თქმით, "თუ სხვა არანაირი არგუმენტი არ გაქვს, ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა".

"ჩემთვის გაუგებარი ამბები ხდება. ისიც კი გავიგე, რომ პრესის თავისუფლება თურმე 2007 წელს უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს. ქართული პოლიტიკური წუმპე აბსურდში გადავარდა.  სამწუხაროდ, ამ წუმპეში ისეთმა ადამიანებმა ამოყვეს თავი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემდი და ჩემი ცხოვრების ნაწილად მიმაჩნდა და ყოველთვის ასე იქნება. მაგალითად შალვა შავგულიძე, მისგან იმის მოსმენა, რომ თურმე სააკაშვილის დროს, 2007 წელს პრესის თავისუფლება უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს, ეს სრული აბსურდია. ეს არის მარაზმი, რომელშიც საერთოდ ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ამოყო თავი. თუ სხვა არანაირი არგუმენტი არ გაქვს, ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა, რადგან ინგა გრიგოლიას გადაცემა იყო სამარცხვინო. ასეთი ტიპის პრესა, როგორსაც გრიგოლია წარმოადგენდა, იყო დიდი მუხრუჭი და ძალიან დიდი ქვა, რომელიც ფსკერზე ექაჩებოდა საქართველოს. ექაჩებოდა გუშინწინდელ დღეში, ფურთხებაში, გინებაში, არაკომპეტენტურობაში, პოლიტიკურ ანგაჟირებაში, ფინანსურ ანგაჟირებაში და ასე შემდეგ. თუ ამის ანაბარა არის დარჩენილი საქართველო, მე ძალიან მეცოდება ასეთი ქვეყანა. თუ 2007 წელს ვადარებთ დღევანდელ მდგომარეობას, ვფირობ, აქ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ეს კლინიკური მდგომარეობაა უკვე და ამას მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, რაც შეეხება "იმედის" გადაწყვეტილებას, "იმედი" არის კერძო კომპანია. "სხვა კერძო კომპანიებიც ვიცით ჩვენ და მათ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომელიც სიცრუეზე, ცილისწამებაზე და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაზეა აგებული, მე დიდი საპროტესტო გამოსვლები და მოსაზრებები არ გამიგია იმ სიძვის სახლს ვგულისხმობ, რასაც "რუსთავი 2" ჰქვია. სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. რას წარმოადგენს ინგა გრიგოლია, რომ მის გამო ამხელა ვნებათაღელვა იყოს ქვეყანაში. უარესი უბედურებები მომხდარა და ასეთი ისტერიკა არ მოჰყოლია. ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს. ეს მათი ნებაა და მათი არჩევანი. დრო მოვა და თავის ამომრჩევლებს და შვილებს უნდა გასცენ პასუხი ამაზე, როდესაც ეს კითხვები დაისმება და ეს დრო დადგება (სულ ამ წუმპეში და ჭაობში ხომ არ ვიქნებით), დღევანდელი განცხადებები უკვალოდ არ გაქრება. ეს პოზიციები დარჩება. მოვა დრო და მოეკითხებათ ამომრჩევლისგან და ჯანმრთელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მოვლენ. სულ გუშინწინდელები ხომ არ იქნებიან", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინგა გრიგოლია გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, 29 აგვისტოს გადაცემები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახურეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."