საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლის ქართველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ლუკა კირიკაშვილმა Microsoft-ისგან აღიარება მოიპოვა
20 წლის ქართველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ლუკა კირიკაშვილმა Microsoft-ისგან აღიარება მოიპოვა

20 წლის ქარ­თვე­ლი ლუკა კვი­რი­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა. მის მიერ შექ­მნილ­მა თა­მაშ­მა Microsoft-ის ყო­ველ­წლი­ურ კონ­კურ­სზე "Imagine cup" მე­ო­რე ად­გი­ლი აიღო. კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე ათას­მა გუნ­დმა გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის მიერ შექ­მნი­ლი თა­მა­ში სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რეს და მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. მისი და მისი მე­გობ­რე­ბის მიერ და­წე­რი­ლი თა­მა­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში "ვინ­დო­უ­სის", "იქს ოქ­სის" და მო­ბი­ლუ­რე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

ლუკა კვი­რი­კაშ­ვი­ლი:

- 4 წე­ლია ჰო­ლან­დი­ა­ში, ბრე­და­ში ვსწავ­ლობ, ამა­ვე დროს ვა­კე­თებ კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს. ჰო­ლან­დი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, ამი­ტო­მაც წა­ვე­დი სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლად ეკო­ნო­მი­ურ­ზე და მარ­კე­ტინგზე ვსწავ­ლობ­დი, ბო­ლოს კი თა­მა­შებ­ზე გა­და­ვე­დი.

- რო­გორ გახ­დით Microsoft -ის რჩე­უ­ლი?

- Microsoft დიდი ხა­ნია ატა­რებს კონ­კურსს "Imagine cup", სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი სამ სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში წა­რად­გე­ნენ პრო­ექ­ტებს, გუნ­დებს შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­ი­ტა­ნონ პრო­ექ­ტე­ბი. გა­სარ­თო­ბი ტი­პის თა­მა­ში დავ­წე­რეთ და რჩე­უ­ლებ­ში მოვ­ხვდით. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, რომ რჩე­უ­ლე­ში მოვ­ხვდე­ბო­დით, გუნ­დებს და პრო­ექ­ტებს რომ გა­დავ­ხე­დეთ, მათ­თან შე­და­რე­ბით სო­ლი­დუ­რი თა­მა­ში გვქონ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. მო­თა­მა­შე­ე­ბის ბაზა გვყავს, მათ მოს­წონთ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი, ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით მო­თა­მა­შე­ებ­თან და დე­ვე­ლო­პე­რებ­თან, გა­მო­ფე­ნებ­ზე და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე მიგ­ვაქვს ნა­მუ­შევ­რე­ბი, ყვე­ლას მოს­წონ­და და ვი­ცო­დით გა­ვი­მარ­ჯვებ­დით. თე­ბერ­ვალ­ში და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე ათას გუნდში ამოგ­ვარ­ჩი­ეს, შემ­დეგ მე­ო­რე რა­უნდში მოვ­ხვდით და სა­ბო­ლო­ოდ სი­ეტ­ლში გა­ვემ­გზავ­რეთ. პირ­ველ ად­გილ­ზე რუ­სე­თი მოხ­ვდა.

- რა­ტომ მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰო­ლან­დი­ის სა­ხე­ლით?

- მე რად­გან ჰო­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ, ტა­ი­ლან­დელ და ებ­რა­ელ­თან მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­ვი­ტა­ნე პრო­ექ­ტი. ქარ­თვე­ლი პირ­ვე­ლად მოხ­ვდა ამ შე­ჯიბ­რზე, მარ­ტო ვი­ყა­ვი, სამ­წუ­ხა­როდ. სურ­ვი­ლი მაქვს ქარ­თუ­ლი გუნ­დი შევ­ქმნა და 2016 წელს გა­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით. და­ვუ­კავ­შირ­დი Microsoft-ის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. თან "Microsoft" და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­თი, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით არა­ვინ გა­სუ­ლა ჯერ. პრი­ზის სა­ხით გად­მოგ­ვე­ცა 10 000 დო­ლა­რი, პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ელს 50 000 დო­ლა­რი გა­და­ე­ცა და ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნას სთა­ვა­ზო­ბენ სა­მუ­შა­ოდ. ჩვე­ნი თა­მა­ში ჩა­ეშ­ვა უკვე გა­ყიდ­ვა­ში, ვინ­დო­უს­ზე, იქს ბოქსზე და მო­ბი­ლუ­რებ­ზე გავა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

20 წლის ქართველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ლუკა კირიკაშვილმა Microsoft-ისგან აღიარება მოიპოვა

20 წლის ქართველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - ლუკა კირიკაშვილმა Microsoft-ისგან აღიარება მოიპოვა

20 წლის ქართველი ლუკა კვირიკაშვილი რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. მის მიერ შექმნილმა თამაშმა Microsoft-ის ყოველწლიურ კონკურსზე "Imagine cup" მეორე ადგილი აიღო. კონკურსზე მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ათასმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ქართველი ახალგაზრდის მიერ შექმნილი თამაში საუკეთესოდ აღიარეს და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მისი და მისი მეგობრების მიერ დაწერილი თამაში რამდენიმე კვირაში "ვინდოუსის", "იქს ოქსის" და მობილურების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ლუკა კვირიკაშვილი:

- 4 წელია ჰოლანდიაში, ბრედაში ვსწავლობ, ამავე დროს ვაკეთებ კომპიუტერულ თამაშებს. ჰოლანდიაში გამგზავრებამდეც მაინტერესებდა კომპიუტერული თამაშები, ამიტომაც წავედი საზღვარგარეთ, სადაც თავდაპირველად ეკონომიურზე და მარკეტინგზე ვსწავლობდი, ბოლოს კი თამაშებზე გადავედი.

- როგორ გახდით Microsoft -ის რჩეული?

- Microsoft დიდი ხანია ატარებს კონკურსს "Imagine cup", სადაც სტუდენტები სამ სხვადასხვა კატეგორიაში წარადგენენ პროექტებს, გუნდებს შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის სახელით მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ პროექტები. გასართობი ტიპის თამაში დავწერეთ და რჩეულებში მოვხვდით. თავიდანვე ვიცოდით, რომ რჩეულეში მოვხვდებოდით, გუნდებს და პროექტებს რომ გადავხედეთ, მათთან შედარებით სოლიდური თამაში გვქონდა, პროფესიონალურად ვაკეთებთ ყველაფერს. მოთამაშეების ბაზა გვყავს, მათ მოსწონთ ჩვენი პროექტები, ხშირად ვიკრიბებით მოთამაშეებთან და დეველოპერებთან, გამოფენებზე და კონფერენციებზე მიგვაქვს ნამუშევრები, ყველას მოსწონდა და ვიცოდით გავიმარჯვებდით. თებერვალში დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე ათას გუნდში ამოგვარჩიეს, შემდეგ მეორე რაუნდში მოვხვდით და საბოლოოდ სიეტლში გავემგზავრეთ. პირველ ადგილზე რუსეთი მოხვდა.

- რატომ მიიღეთ მონაწილეობა ჰოლანდიის სახელით?

- მე რადგან ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ტაილანდელ და ებრაელთან მეგობრებთან ერთად შევიტანე პროექტი. ქართველი პირველად მოხვდა ამ შეჯიბრზე, მარტო ვიყავი, სამწუხაროდ. სურვილი მაქვს ქართული გუნდი შევქმნა და 2016 წელს გავიდე საქართველოს სახელით. დავუკავშირდი Microsoft-ის წარმომადგენელს საქართველოში, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. თან "Microsoft" დაინტერესებულია საქართველოთი, რადგან ჩვენი ქვეყნის სახელით არავინ გასულა ჯერ. პრიზის სახით გადმოგვეცა 10 000 დოლარი, პირველი ადგილის მფლოელს 50 000 დოლარი გადაეცა და ამერიკაში დარჩენას სთავაზობენ სამუშაოდ. ჩვენი თამაში ჩაეშვა უკვე გაყიდვაში, ვინდოუსზე, იქს ბოქსზე და მობილურებზე გავა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია