სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდემდე გადაუხდის ხელფასს "იმედი" გრიგოლიას და გადადის თუ არა ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ზე
როდემდე გადაუხდის ხელფასს "იმედი" გრიგოლიას და გადადის თუ არა ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ზე

ტე­ლე­წამ­ყვნი ინგა გრი­გო­ლია "იმედ­ზე" გა­და­ცე­მე­ბის "რე-აქ­ცია" და "იმე­დის კვი­რა" და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცე­მა "ქრო­ნი­კას­თან" სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იან­ვრამ­დე ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც გრი­გო­ლი­ას­თან ჟურ­ნა­ლის­ტმა გია ზე­დე­ლაშ­ვილ­მა ჩა­წე­რა.

- გა­მი­წყვი­ტეს ჰა­ი­ჰა­რად. წლი­დან წლამ­დე, ყო­ველ­წლი­უ­რად გრძელ­დე­ბა, მეტს კონ­ტრაქ­ტზე ვე­რა­ფერს გე­ტყვი, შიდა კორ­პო­რა­ცი­უ­ლია.

- გა­სა­გე­ბია, ანუ იან­ვრამ­დე მა­ინც იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. წე­სით, მა­ნამ­დე ხელ­ფა­სი უნდა შე­გი­ნარ­ჩუ­ნონ, არა?

- კი, იან­ვრამ­დე იყო... ჯერ ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია, ჯერ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ!

- შენ ლექ­ვი­ნა­ძე­ზეც კი გაბ­რაზ­დი ივ­ლის­ში, მაგ­რამ ახლა ვფიქ­რობ, მა­გან იცო­და. სხვა­თა შო­რის, კუ­ლუ­ა­რებ­ში მარ­თლა იყო ლა­პა­რა­კი, რამე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გაქვს? "რუს­თა­ვი 2"-მა ხომ არ შე­მოგ­თა­ვა­ზა რამე?

- არა, გელა... არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "რუს­თა­ვი 2"-სგან არ მქო­ნია.

- რამე რომ იყოს დას­თან­ხმდე­ბი? დღეს ყვე­ლას ეგ აინ­ტე­რე­სებს და კი­დევ ერთი, ლე­ვან ვა­სა­ძემ იყი­და "იმე­დიო", ამის შე­სა­ხებ იცი რამე?

- უი, არ ვიცი ვა­სა­ძე­ზე.

თუკი "რუს­თა­ვი 2"-დან იქ­ნე­ბა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, რას იზამს ინგა გრი­გო­ლია? ამა­ზე ის არ გვპა­სუ­ხობს, დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. დუ­მი­ლი კი­დევ, ვი­ცით, რომ ხში­რად თან­ხმო­ბის ნი­შა­ნია და ეს თან­ხმო­ბაც არ იქ­ნე­ბა გა­სა­ო­ცა­რი, - დას­ძენს გა­მო­ცე­მა "ქრო­ნი­კა".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრი­გო­ლია "იმე­დის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წმინ­და პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯად აფა­სებს.

"მე მაქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, ვი­ფიქ­რო, რომ ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - არც ერთი კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია არ ხუ­რავს გა­და­ცე­მას, რო­მელ­საც დიდი სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ყუ­რე­ბა­დო­ბა აქვს. მით უფრო, არ ხუ­რავს ორ გა­და­ცე­მას ერ­თდრო­უ­ლად, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. ეს ტე­ლე­ვი­ზი­ის წე­სია. ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მე არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ეკ­რან­ზე არ­ჩევ­ნე­ბის წინ. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­ნე­ჯმენტს მო­უ­ვი­და, რომ­ლე­ბიც ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის მერე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ყუ­რე­ბა­დო­ბით. მე ვფიქ­რობ, რომ "იმედ­მა" შე­ას­რუ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა და თან შე­ას­რუ­ლა ძა­ლი­ან ცუდი ფორ­მით. მე პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორს, თუ სხვა გა­და­ცე­მებს გა­ა­კე­თე­ბენ ძვე­ლის ნაც­ვლად, ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ტო­ვონ თა­ვის პრო­დი­უ­სე­რე­ბი­ან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­ან, ოპე­რა­ტო­რე­ბი­ა­ნად, რად­გან ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. გა­სა­ო­ცა­რი ისაა, რომ წი­ნას­წარ არც ერთი ფრა­ზით, არც ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბით არა­ვის უთ­ქვამს, რომ გა­და­ცე­მებს მი­ხუ­რავ­დნენ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჩემი გა­ოგ­ნე­ბა. ჩა­მოვფრინ­დი ამე­რი­კი­დან 28-ში, დიდი შე­მარ­თე­ბით ვსა­უბ­რობ­დი ჩემი გა­და­ცე­მე­ბის უკი­დე­გა­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და 29-ში ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­მი­ხუ­რეს. რა თქმა უნდა, ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... რა თქმა უნდა, კარ­გად მახ­სოვს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მმარ­თვე­ლი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან და რა თქმა უნდა, მე მჯე­რა, რომ და­ა­ვა­ლეს ჩემი და­ხურ­ვა და "იმედ­მაც" მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი მე­დი­ას­თან სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როდემდე გადაუხდის ხელფასს "იმედი" გრიგოლიას და გადადის თუ არა ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ზე

როდემდე გადაუხდის ხელფასს "იმედი" გრიგოლიას და გადადის თუ არა ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ზე

ტელეწამყვნი ინგა გრიგოლია "იმედზე" გადაცემების "რე-აქცია" და "იმედის კვირა" დახურვასთან დაკავშირებით გამოცემა "ქრონიკასთან" საუბრობს და ამბობს, რომ მას ხელშეკრულება იანვრამდე ჰქონდა გაფორმებული. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც გრიგოლიასთან ჟურნალისტმა გია ზედელაშვილმა ჩაწერა.

- გამიწყვიტეს ჰაიჰარად. წლიდან წლამდე, ყოველწლიურად გრძელდება, მეტს კონტრაქტზე ვერაფერს გეტყვი, შიდა კორპორაციულია.

- გასაგებია, ანუ იანვრამდე მაინც იყო გაფორმებული. წესით, მანამდე ხელფასი უნდა შეგინარჩუნონ, არა?

- კი, იანვრამდე იყო... ჯერ ამ თემაზე საერთოდ არ მიფიქრია, ჯერ გაბრაზებული ვარ!

- შენ ლექვინაძეზეც კი გაბრაზდი ივლისში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მაგან იცოდა. სხვათა შორის, კულუარებში მართლა იყო ლაპარაკი, რამე შემოთავაზება გაქვს? "რუსთავი 2"-მა ხომ არ შემოგთავაზა რამე?

- არა, გელა... არანაირი შემოთავაზება "რუსთავი 2"-სგან არ მქონია.

- რამე რომ იყოს დასთანხმდები? დღეს ყველას ეგ აინტერესებს და კიდევ ერთი, ლევან ვასაძემ იყიდა "იმედიო", ამის შესახებ იცი რამე?

- უი, არ ვიცი ვასაძეზე.

თუკი "რუსთავი 2"-დან იქნება რაიმე კონკრეტული შეთავაზება, რას იზამს ინგა გრიგოლია? ამაზე ის არ გვპასუხობს, დუმილს ამჯობინებს. დუმილი კიდევ, ვიცით, რომ ხშირად თანხმობის ნიშანია და ეს თანხმობაც არ იქნება გასაოცარი, - დასძენს გამოცემა "ქრონიკა".

შეგახსენებთ, რომ გრიგოლია "იმედის" გადაწყვეტილებას წმინდა პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

"მე მაქვს სრული უფლება, ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება - არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება თავში ტელევიზიის მენეჯმენტს მოუვიდა, რომლებიც ყოველი გადაცემის მერე აღფრთოვანებულები იყვნენ ყურებადობით. მე ვფიქრობ, რომ "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით. მე პირადად ვესაუბრე ტელევიზიის დირექტორს, თუ სხვა გადაცემებს გააკეთებენ ძველის ნაცვლად, ჩემი არაჩვეულებრივი თანამშრომლები დატოვონ თავის პროდიუსერებიან, ჟურნალისტებიან, ოპერატორებიანად, რადგან ყველაზე მაგარი პროფესიონალები არიან. გასაოცარი ისაა, რომ წინასწარ არც ერთი ფრაზით, არც ერთი შეტყობინებით არავის უთქვამს, რომ გადაცემებს მიხურავდნენ, რამაც გამოიწვია ჩემი გაოგნება. ჩამოვფრინდი ამერიკიდან 28-ში, დიდი შემართებით ვსაუბრობდი ჩემი გადაცემების უკიდეგანო თავისუფლებაზე და 29-ში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამიხურეს. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება... რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და "იმედმაც" მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება", - აცხადებს ჟურნალისტი მედიასთან საკითხის კომენტირებისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია