სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე
"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე

"ქრო­ნი­კის" ჟურ­ნა­ლის­ტი გუ­რამ რო­გა­ვა სა­კუ­თარ არხზე მი­მი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ვრცე­ლი და ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი სტა­ტუ­სით უკე­თებს ანა­ლიზს. რო­გა­ვა არ მა­ლავს, რომ "რე-აქ­ცია" და "იმე­დის კვი­რა" შე­საძ­ლოა, ეთი­კი­თა და ეს­თე­ტი­კით ბევ­რის­თვის არ ყო­ფი­ლი­ყო მო­სა­წო­ნი, თუმ­ცა დას­ძენს, რომ აღ­ნიშ­ნულს გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას­თან კავ­ში­რი არ აქვს.

"ქრო­ნი­კის" რე­პორ­ტი­ო­რი არ­ხი­დან სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად წას­ვლას შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში ასეთ ქმე­დე­ბებს სა­სი­კე­თო შე­დე­გი არას­დროს მო­უ­ტა­ნია, და ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტებს იმის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ "იმედ­ში" რჩე­ბი­ან, უხე­ში ფრა­ზით პა­სუ­ხობს.

"რე-აქ­ცი­ის" და "იმე­დის კვი­რის" ეს­თე­ტი­კა/ეთი­კა არ მომ­წონს, გე­მოვ­ნე­ბა­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­და­ოთ, მაგ­რამ ეს, ამ მო­მენ­ტის­თვის, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზუს­ტად ვიცი, გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას­თან ამას კავ­ში­რი არ აქვს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ თოქ-შო­უ­ე­ბის "სა­კუ­თა­რი ნე­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი" არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მიჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა, რად­გან ბევ­რი რამ ბუნ­დო­ვა­ნია, "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვი გა­უ­გე­ბა­რია.

ფაქ­ტია, რომ ამ გა­და­ცე­მებ­ში მწვა­ვედ შუქ­დე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბი და მეტ-ნაკ­ლე­ბად იყო შე­დე­გიც, შე­სა­ბა­მი­სად, ორი­ვე გა­და­ცე­მა იყო მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი.

სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტიც, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით იგე­ბენ და ასე "იმედ­ში" პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ღა­ცე­ბის მო­წო­დე­ბას, რომ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად "ქრო­ნი­კე­ლებ­მაც" უნდა დავ­ტო­ვოთ ტე­ლე­ვი­ზია. არ ვი­ზი­ა­რებ ასეთ მიდ­გო­მას, გაქ­ცე­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის.

ვინც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­იქ­ცა სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, ამან რა შეც­ვა­ლა?!

გაქ­ცე­ვის შე­დე­გი ხში­რად იყო ის, რომ გაქ­ცე­უ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ზე მო­ვიდ­ნენ მორ­ჩი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, და­ვა­ლე­ბე­ბის 5-იან­ზე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი.

დღეს, რო­გორც არას­დროს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დარ­ჩე­ნა, არ­და­ნე­ბე­ბა, ბო­ლომ­დე ბრძო­ლაა ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი.

უნდა დარ­ჩე და ბო­ლომ­დე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აკე­თო შენი საქ­მე.

შე­საძ­ლოა, ხში­რად არ გი­წევ­დეს მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა, შე­საძ­ლოა ზოგ­ჯერ იქ არ იყო, სა­დაც მოვ­ლე­ნის ეპი­ცენ­ტრია, მაგ­რამ რაც და სა­დაც შე­გიძ­ლია, ყველ­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ეცა­დო, რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ნათ­ლად ჩან­დეს, არა­ფე­რი და­მა­ლო, ხელი არა­ვის და­ა­ფა­რო...

სულ რომ პეპ­ლებ­ზე და გვი­რი­ლებ­ზე მო­მი­წი­ოს რე­პორ­ტა­ჟე­ბის კე­თე­ბა, იქაც ვი­პო­ვი პრობ­ლე­მებს!

ასე რომ, ძვირ­ფა­სე­ბო, გაქ­ცე­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის და არც ისაა გმი­რო­ბა, რომ დარ­ჩე და იბ­რძო­ლო. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ვერ­ცერთ ჩემ რე­პორ­ტაჟს ან ჩარ­თვას ვერ იპო­ვით, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის/ოპო­ზი­ცი­ის ხარ­ვე­ზე­ბი დავ­ფა­რე ან მწვა­ვე შე­კი­თხვებს თავი ავა­რი­დე.

ვინც გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და მე­ტყვის, რომ ამ სტა­ტუ­სით ვცდი­ლობ, თავი გმი­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნო (ადრე მი­საყ­ვე­დუ­რეს, ასეთ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს იმი­ტომ აკე­თებ, რომ თავი გმი­რი გგო­ნი­აო), ცდე­ბით. არ მჭირ­დე­ბა თქვე­ნი კომ­პლი­მენ­ტე­ბი და სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი. უბ­რა­ლოდ, ზო­გი­ერ­თი ფე­ის­ბუქ-ექ­სპერ­ტის ბაქი-ბუქი ყელ­ში ამო­ვი­და.

ემიგ­რა­ცი­ი­დან სა­უ­ბა­რი კი­დევ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. თუ რა­მის ტრ...ი გქონ­დათ, დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით და გებ­რძო­ლათ. თუ გა­იქ­ცე­ვი, იმ მო­ტი­ვით, რომ "ამ ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა", მა­შინ მარ­თლა არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. თუ თა­ვად არ იბ­რძო­ლე ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ამას შენს ნაც­ვლად სხვა ვერ/არ გა­ა­კე­თებს.

იმ ემიგ­რან­ტებს ვგუ­ლის­ხმობ, ვინც გვაკ­რი­ტი­კებს იმის გამო, რომ "იმედ­ში" ვრჩე­ბით და მა­გა­ლი­თად ევ­რო­პა­ში არ გავ­რბი­ვართ.

და ბო­ლოს, წარ­მა­ტე­ბე­ბი ინგა გრი­გო­ლი­ას და მის გუნდს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მალე სხვა არხზე ვი­ხი­ლავთ ყვე­ლას", - წერს გუ­რამ რო­გა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე

"თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე

"ქრონიკის" ჟურნალისტი გურამ როგავა საკუთარ არხზე მიმინარე მოვლენებს ვრცელი და ძალიან გულწრფელი სტატუსით უკეთებს ანალიზს. როგავა არ მალავს, რომ "რე-აქცია" და "იმედის კვირა" შესაძლოა, ეთიკითა და ესთეტიკით ბევრისთვის არ ყოფილიყო მოსაწონი, თუმცა დასძენს, რომ აღნიშნულს გადაცემის დახურვასთან კავშირი არ აქვს.

"ქრონიკის" რეპორტიორი არხიდან სოლიდარობის ნიშნად წასვლას შეცდომად მიიჩნევს და ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში ასეთ ქმედებებს სასიკეთო შედეგი არასდროს მოუტანია, და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, რომლებიც არხის ჟურნალისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ "იმედში" რჩებიან, უხეში ფრაზით პასუხობს.

"რე-აქციის" და "იმედის კვირის" ესთეტიკა/ეთიკა არ მომწონს, გემოვნებაზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ეს, ამ მომენტისთვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზუსტად ვიცი, გადაცემების დახურვასთან ამას კავშირი არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თოქ-შოუების "საკუთარი ნებით მაყურებელი" არასდროს ვყოფილვარ, მიჩნდება პროტესტის გრძნობა, რადგან ბევრი რამ ბუნდოვანია, "იმედის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მოტივი გაუგებარია.

ფაქტია, რომ ამ გადაცემებში მწვავედ შუქდებოდა პრობლემები და მეტ-ნაკლებად იყო შედეგიც, შესაბამისად, ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და შემოსავლიანი.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ტელევიზიის ოფიციალური განცხადებით იგებენ და ასე "იმედში" პირველად არ ხდება.

რაც შეეხება ვიღაცების მოწოდებას, რომ სოლიდარობის ნიშნად "ქრონიკელებმაც" უნდა დავტოვოთ ტელევიზია. არ ვიზიარებ ასეთ მიდგომას, გაქცევა გამოსავალი არ არის.

ვინც ასეთ სიტუაციაში გაიქცა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელევიზიიდან, ამან რა შეცვალა?!

გაქცევის შედეგი ხშირად იყო ის, რომ გაქცეულების ადგილებზე მოვიდნენ მორჩილი ჟურნალისტები, დავალებების 5-იანზე შემსრულებლები.

დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, დარჩენა, არდანებება, ბოლომდე ბრძოლაა ღირსეული საქციელი.

უნდა დარჩე და ბოლომდე კეთილსინდისიერად აკეთო შენი საქმე.

შესაძლოა, ხშირად არ გიწევდეს მასშტაბური პრობლემების გაშუქება, შესაძლოა ზოგჯერ იქ არ იყო, სადაც მოვლენის ეპიცენტრია, მაგრამ რაც და სადაც შეგიძლია, ყველგან მაქსიმალურად უნდა ეცადო, რეალური სურათი ნათლად ჩანდეს, არაფერი დამალო, ხელი არავის დააფარო...

სულ რომ პეპლებზე და გვირილებზე მომიწიოს რეპორტაჟების კეთება, იქაც ვიპოვი პრობლემებს!

ასე რომ, ძვირფასებო, გაქცევა გამოსავალი არ არის და არც ისაა გმირობა, რომ დარჩე და იბრძოლო. ეს ვალდებულება და პროფესიული პასუხისმგებლობაა.

ვერცერთ ჩემ რეპორტაჟს ან ჩართვას ვერ იპოვით, სადაც ხელისუფლების/ოპოზიციის ხარვეზები დავფარე ან მწვავე შეკითხვებს თავი ავარიდე.

ვინც გაღიზიანდება და მეტყვის, რომ ამ სტატუსით ვცდილობ, თავი გმირად წარმოვაჩინო (ადრე მისაყვედურეს, ასეთ საჯარო განცხადებებს იმიტომ აკეთებ, რომ თავი გმირი გგონიაო), ცდებით. არ მჭირდება თქვენი კომპლიმენტები და საქებარი სიტყვები. უბრალოდ, ზოგიერთი ფეისბუქ-ექსპერტის ბაქი-ბუქი ყელში ამოვიდა.

ემიგრაციიდან საუბარი კიდევ ძალიან მარტივია. თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ. თუ გაიქცევი, იმ მოტივით, რომ "ამ ქვეყანას არაფერი ეშველება", მაშინ მართლა არაფერი გვეშველება. თუ თავად არ იბრძოლე ცვლილებებისთვის, ამას შენს ნაცვლად სხვა ვერ/არ გააკეთებს.

იმ ემიგრანტებს ვგულისხმობ, ვინც გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ "იმედში" ვრჩებით და მაგალითად ევროპაში არ გავრბივართ.

და ბოლოს, წარმატებები ინგა გრიგოლიას და მის გუნდს. დარწმუნებული ვარ, მალე სხვა არხზე ვიხილავთ ყველას", - წერს გურამ როგავა "ფეისბუქზე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია