მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა
"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა

შა­ბათს რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ზრო­ბას მი­ვა­შუ­რე. ეროვ­ნუ­ლი ვალ­უტის კურ­სის ცვლი­ლე­ბამ­ თუ აზერ­ბა­ი­ჯან­ში "ევრო 4" სტან­დარ­ტის­ შე­მო­ღე­ბამ, რის შე­დე­გა­დაც ქვე­ყა­ნა­ში 2005 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი­ მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნა აიკ­რძა­ლა, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში უდი­დე­სი რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბამ­დე რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყნ­იდან ჩა­მოყ­ვა­ნილ მან­ქა­ნებს სწო­რედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი ყი­დუ­ლობ­დნენ... ახლა აზერბ­აი­ჯან­მა "ევრო 4" სტან­დარ­ტი­ შემო­იღო, სომ­ხეთ­ში კი ევ­რა­ზი­უ­ლი­ სა­ბა­ჟო კავ­ში­რის გამო გან­ბა­ჟე­ბა გაძ­ვირ­და. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ეს ბიზ­ნე­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად, მკვდა­რია.

რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე მი­სულს იქა­უ­რო­ბის­თვის უც­ნა­უ­რი სი­ჩუ­მე დამხ­ვდა. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, სხვა­გან ხომ არ გა­და­ი­ტა­ნეს-მეთ­ქი (კარ­გა ხა­ნია, ავ­ტობ­აზ­რო­ბის მცხე­თა­ში გა­და­ტა­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი),­ თუმ­ცა, და­მამ­შვი­დეს, სწო­რად მო­სულ­ხა­რო...­ სხვა დროს ავ­ტო­სად­გომ­ზე ნემ­სის ჩა­საგ­დებ ად­გილს ვერ იპო­ვი­დით, ახლა იქა­ურ­ობა თით­ქმის ცა­რი­ე­ლია. ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე ფა­სის თით­ქმის გა­ნახ­ევ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მყიდ­ვე­ლი მა­ინც არ ჩანს. არა­და, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ავ­ტო­სად­გო­მის დღი­უ­რი ქირა 20 ლარს შე­ად­გენს, კვი­რის და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში კი 2 ლარს. ხალ­ხს­ იმ­დე­ნად გა­უ­ჭირ­და,­ რომ ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით ბევ­რს მან­ქა­ნა სწო­რედ კვი­რა­ო­ბით გა­მოჰ­ყავს. თუმ­ცა არც ამ დღეს არის კლი­ენ­ტე­ბის ცვე­ნა.

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ვერ­ცხლის­ფერ "სუბა­რ­უს­თან" შევ­ჩერ­დი. ეტყო­ბა, კლი­ენ­ტის მოლ­ო­დინ­ში გამ­ყიდ­ველს დრო გაჰ­ყავს­ და ისე­დაც­ გაკ­რი­ა­ლე­ბულ მან­ქა­ნას სა­გულ­და­გუ­ლოდ აპ­რი­ა­ლებს. ფასს ვე­კი­თხე­ბი,­ - 2.600 დო­ლა­რიო. ძვი­რია-მეთ­ქი, და­ვი­წუ­წუ­ნე.­ აღ­შფო­თე­ბულ­მა, რას ამ­ბობ, ფასს ისე­დაც და­ვუ­კე­ლიო.

მა­მუ­კა უზ­ნა­ძე, ავ­ტო­დი­ლე­რი:

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ მან­ქა­ნას 2.800 დო­ლა­რად ვყიდ­დი. თუმ­ცა ისე­თი კრი­ზი­სია, ფა­სე­ბი გა­ნა­ხევ­რდა, მაგ­რამ კლი­ენ­ტი მა­ინც არ ჩანს. ქარ­თველს ფული არა აქვს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ყაზა­ხები და სომ­ხე­ბი კი აქ აღარ შე­მო­დი­ან. აზერ­ბა­იჯა­ნის შე­ზღუდ­ვებ­მა ძლი­ე­რი დარ­ტყმა მოგ­ვა­ყე­ნა, სომ­ხებს კი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი პირ­და­პირ ბა­თუ­მის პორ­ტი­დან მიჰ­ყავთ.­ აქა­უ­რო­ბა­ მკვდა­რია. შა­ბათს რუს­თა­ვის ბაზ­რო­ბა­ზე ასე­თი სი­წყნა­რე გი­ნა­ხავთ? ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­ყიდ­ვა 70%-ით­ შემ­ცირ­და.

- თბი­ლი­სის მე­რის ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბის­ შემ­დეგ მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან მან­ქა­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და?

- გა­მო­ვი­დეს ნარ­მა­ნია, გა­მო­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი გამ­გებ­ლე­ბი და მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე დას­ხდნენ, მე კი მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან­ზე და ვნა­ხოთ, ვინ შექ­მნის სა­ცობს - მე თუ ისი­ნი. რაც უნდა თქვან, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ანს მყიდ­ვე­ლი მა­ინც ჰყავს.­ თუმ­ცა­ მო­თხოვ­ნა ოდ­ნავ შემ­ცირ­და. არ ვიცი, ეს ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას უკავ­ში­რდე­ბა თუ იმას, რომ ხალ­ხს ჯიბე შე­უ­თხელ­და."

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ რე­პორ­ტა­ჟი ავ­ტო­ბაზ­რო­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა

"მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა

შაბათს რუსთავის ავტობა­ზრობას მივაშურე. ეროვნული ვალ­უტის კურსის ცვლილებამ­ თუ აზერბაიჯანში "ევრო 4" სტანდარტის­ შემოღებამ, რის შედეგადაც ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული­ მანქანების შეძენა აიკრძალა, ამი­ერკავკასიაში უდიდესი რუსთავის ავტობაზრობა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. რეგულაციების გამკაცრებამდე რუსთავის ავტობაზრობაზე სხვადასხვა ქვეყნ­იდან ჩამოყვანილ მანქანებს სწორედ აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობდნენ... ახლა აზერბ­აიჯანმა "ევრო 4" სტანდარტი­ შემო­იღო, სომხეთში კი ევრაზიული­ საბაჟო კავშირის გამო განბაჟება გაძვირდა. შესაბამისად, დღეს ეს ბიზნესი, პრაქტიკულად, მკვდარია.

რუსთავის ავტობაზრობაზე მისულს იქაურობისთვის უცნაური სიჩუმე დამხ­ვდა. თავიდან ვიფიქრე, სხვაგან ხომ არ გადაიტანეს-მეთქი (კარგა ხანია, ავტობ­აზრობის მცხეთაში გადატანაზეა ლაპარაკი),­ თუმცა, დამამშვიდეს, სწორად მოსულხარო...­ სხვა დროს ავტოსადგომზე ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდით, ახლა იქაურ­ობა თითქმის ცარიელია. ავტომანქანებზე ფასის თითქმის განახ­ევრების მიუხედავად, მყიდველი მაინც არ ჩანს. არადა, დასვენების დღეებში ავტოსად­გომის დღიური ქირა 20 ლარს შეადგენს, კვირის დანარჩენ დღეებში კი 2 ლარს. ხალხს­ იმდენად გაუჭირდა,­ რომ ეკონომიის მიზნით ბევრს მანქანა სწორედ კვირაობით გამოჰყავს. თუმცა არც ამ დღეს არის კლიენტების ცვენა.

მარჯვენასაჭიან ვერცხლისფერ "სუბა­რ­უს­თან" შევჩერდი. ეტყობა, კლიენტის მოლ­ო­დინში გამყიდველს დრო გაჰყავს­ და ისედაც­ გაკრიალებულ მანქანას საგულდაგულოდ აპრიალებს. ფასს ვეკითხები,­ - 2.600 დოლარიო. ძვირია-მეთქი, დავიწუწუნე.­ აღშფოთებულმა, რას ამბობ, ფასს ისედაც დავუკელიო.

მამუკა უზნაძე, ავტოდილერი:

- რამ­დენიმე თვის წინ ამ მანქანას 2.800 დოლარად ვყიდდი. თუმცა ისეთი კრიზისია, ფასები განახევრდა, მაგრამ კლიენტი მაინც არ ჩანს. ქართველს ფული არა აქვს, აზერბაიჯანელები, ყაზა­ხები და სომხები კი აქ აღარ შემოდიან. აზერბა­იჯანის შეზღუდვებმა ძლიერი დარტყმა მოგვაყენა, სომხებს კი ავტომანქანები პირდაპირ ბათუმის პორტიდან მიჰყავთ.­ აქაურობა­ მკვდარია. შაბათს რუსთავის ბაზრობაზე ასეთი სიწყნარე გინახავთ? ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით­ შემცირდა.

- თბილისის მერის ცნობილი განცხადების­ შემდეგ მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა?

- გამოვიდეს ნარმანია, გამოიყვანოს თავისი გამგებლები და მარცხენასაჭიან ავტომანქანაზე დასხდნენ, მე კი მარჯვენასაჭიანზე და ვნახოთ, ვინ შექმნის საცობს - მე თუ ისინი. რაც უნდა თქვან, მარჯვენასაჭიანს მყიდველი მაინც ჰყავს.­ თუმცა­ მოთხოვნა ოდნავ შემცირდა. არ ვიცი, ეს ნარმანიას განცხადებას უკავში­რდება თუ იმას, რომ ხალხს ჯიბე შეუთხელდა."

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ რეპორტაჟი ავტობაზრობიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია