საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ" - ინგა გრიგოლიას ვრცელი განცხადება "იმედთან" დაკავშირებით
"ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ" - ინგა გრიგოლიას ვრცელი განცხადება "იმედთან" დაკავშირებით

ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ეკ­რან­ზე არ­ჩევ­ნე­ბის წინ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით"-ით კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებს, 29 აგ­ვის­ტოს გა­და­ცე­მე­ბი ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­ხუ­რეს.

"ძა­ლი­ან მოკ­ლედ მინ­და მო­გახ­სე­ნოთ ჩემი პო­ზი­ცია გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით - და­ვი­წყებ იმით, რომ "იმე­დი" არის კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია და არხს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლი გა­და­ცე­მა სჭირ­დე­ბა და რო­მე­ლი -- არა. ამი­ტომ, რო­გორც ჩვენ­ში იტყვი­ან "გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი" მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ვი­თომ მათ მი­ი­ღეს და ვი­თომ სუ­ლაც არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი. მე მაქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა ვი­ფიქ­რო, რომ ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აი რა­ტომ - არც ერთი კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია არ ხუ­რავს გა­და­ცე­მას, რო­მელ­საც დიდი სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ყუ­რე­ბა­დო­ბა აქვს. მით უფრო, არ ხუ­რავს ორ გა­და­ცე­მას ერ­თდრო­უ­ლად, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს.

ეს ტე­ლე­ვი­ზი­ის წე­სია. ამი­ტომ მე ვფიქ­რობ, რომ ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მე არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ეკ­რან­ზე არ­ჩევ­ნე­ბის წინ. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­ნე­ჯმენტს მო­უ­ვი­და, რომ­ლე­ბიც ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის მერე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბა­დო­ბით. მე ვფიქ­რობ, რომ "იმედ­მა" შე­ას­რუ­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა და თან შე­ას­რუ­ლა ძა­ლი­ან ცუდი ფორ­მით - ერთ დღეს და­ხუ­რა ორი თოქ-შოუ, რო­მე­ლიც მე მიმ­ყავ­და... რომ გი­თხრათ დი­დად მე­წყი­ნა-თქო, მო­გა­ტყუ­ებთ, რად­გან გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას შეჩ­ვე­უ­ლი ვარ...

ვნერ­ვი­უ­ლობ იმ გუნ­დზე და ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც იმის გამო, რომ ინგა გრი­გო­ლია მო­ა­შო­რონ ეკ­რანს, შე­საძ­ლოა უმუ­შევ­რე­ბი დარ­ჩნენ და ამი­ტომ მე პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორს ამ თე­მა­ზე, რომ თუ სხვა გა­და­ცე­მებს გა­ა­კე­თე­ბენ ძვე­ლის ნაც­ვლად, ეს ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იქ და­ტო­ვონ თა­ვის პრო­დუ­სე­რე­ბი­ან-ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­ან, ოპე­რა­ტო­რე­ბი­ა­ნად, რად­გან ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და ამ ჩემს მე­გო­ბარ­თა გუნდსაც გუ­ლით ვთხო­ვე, დარ­ჩნენ და აკე­თონ თა­ვი­სი საქ­მე. კი­დევ ერთი - გა­სა­ო­ცა­რი ისაა, რომ წი­ნას­წარ არც ერთი ფრა­ზით, არც ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბით არა­ვის უთ­ქვამს, რომ გა­და­ცე­მებს მი­ხუ­რავ­დნენ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჩემი გა­ოგ­ნე­ბა. ჩა­მოვფრინ­დი ამე­რი­კი­დან 28-ში, სა­დაც დიდი შე­მარ­თე­ბით ვსა­უბ­რობ­დი ჩემი გა­და­ცე­მე­ბის უკი­დე­გა­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და 29-ში ყო­ველ­გვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­მი­ხუ­რეს გა­და­ცე­მე­ბი. რა თქმა უნდა, ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა...

რა თქმა უნდა, კარ­გად მახ­სოვს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მმარ­თვე­ლი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან და რა თქმა უნდა, მე მჯე­რა, რომ და­ა­ვა­ლეს ჩემი და­ხურ­ვა და "იმედ­მაც" მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჩემს თავს და ასე მოხ­და დღე­საც ... ესეც გა­ივ­ლის, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ყვე­ლას... რამ­დე­ნი მი­ნა­ხავს მო­სუ­ლი და წა­სუ­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, რო­მე­ლიც მე­დია პრო­ექ­ტებს ხუ­რავ­და... კი­დევ რამ­დენს ვნა­ხავ. პ.ს - ბო­ლოს ერთი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ჩა­ნარ­თი... ამ ამ­ბავ­მა და­მა­ნა­ხა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი, ნამ­დვი­ლი მტრე­ბი და შე­ფა­რუ­ლი მტრე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე მე­გობ­რე­ბი მე­გო­ნენ. მად­ლო­ბა ყვე­ლას თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის... გამ­ხნე­ვე­ბის­თვის... თქვენ­მა თა­ნად­გო­მამ ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა", - წერს ინგა გრი­გო­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ" - ინგა გრიგოლიას ვრცელი განცხადება "იმედთან" დაკავშირებით

"ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ" - ინგა გრიგოლიას ვრცელი განცხადება "იმედთან" დაკავშირებით

ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ, - აღნიშნული განცხადებით ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას "ფეისბუქით"-ით კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, 29 აგვისტოს გადაცემები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახურეს.

"ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით - დავიწყებ იმით, რომ "იმედი" არის კერძო ტელევიზია და არხს აქვს სრული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი გადაცემა სჭირდება და რომელი -- არა. ამიტომ, როგორც ჩვენში იტყვიან "გაგებით ვეკიდები" მათ გადაწყვეტილებას, რომელიც ვითომ მათ მიიღეს და ვითომ სულაც არ იყო პოლიტიკური. მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი რატომ - არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს. მით უფრო, არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.

ეს ტელევიზიის წესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება თავში ტელევიზიის მენეჯმენტს მოუვიდა, რომლებიც ყოველი გადაცემის მერე აღფრთოვანებულები იყვნენ გადაცემის ყურებადობით. მე ვფიქრობ, რომ "იმედმა" შეასრულა პოლიტიკური დავალება და თან შეასრულა ძალიან ცუდი ფორმით - ერთ დღეს დახურა ორი თოქ-შოუ, რომელიც მე მიმყავდა... რომ გითხრათ დიდად მეწყინა-თქო, მოგატყუებთ, რადგან გადაცემების დახურვას შეჩვეული ვარ...

ვნერვიულობ იმ გუნდზე და ადამიანებზე, ვინც იმის გამო, რომ ინგა გრიგოლია მოაშორონ ეკრანს, შესაძლოა უმუშევრები დარჩნენ და ამიტომ მე პირადად ვესაუბრე ტელევიზიის დირექტორს ამ თემაზე, რომ თუ სხვა გადაცემებს გააკეთებენ ძველის ნაცვლად, ეს ჩემი არაჩვეულებრივი თანამშრომლები იქ დატოვონ თავის პროდუსერებიან-ჟურნალისტებიან, ოპერატორებიანად, რადგან ყველაზე მაგარი პროფესიონალები არიან და ამ ჩემს მეგობართა გუნდსაც გულით ვთხოვე, დარჩნენ და აკეთონ თავისი საქმე. კიდევ ერთი - გასაოცარი ისაა, რომ წინასწარ არც ერთი ფრაზით, არც ერთი შეტყობინებით არავის უთქვამს, რომ გადაცემებს მიხურავდნენ, რამაც გამოიწვია ჩემი გაოგნება. ჩამოვფრინდი ამერიკიდან 28-ში, სადაც დიდი შემართებით ვსაუბრობდი ჩემი გადაცემების უკიდეგანო თავისუფლებაზე და 29-ში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამიხურეს გადაცემები. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება...

რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და "იმედმაც" მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება... ასეთი ამბები ხდებოდა ყველა ხელისუფლების დროს ჩემს თავს და ასე მოხდა დღესაც ... ესეც გაივლის, წარმატებებს გისურვებთ ყველას... რამდენი მინახავს მოსული და წასული ხელისუფალი, რომელიც მედია პროექტებს ხურავდა... კიდევ რამდენს ვნახავ. პ.ს - ბოლოს ერთი სენტიმენტალური ჩანართი... ამ ამბავმა დამანახა ნამდვილი მეგობრები, ნამდვილი მტრები და შეფარული მტრები, რომლებიც აქამდე მეგობრები მეგონენ. მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის... გამხნევებისთვის... თქვენმა თანადგომამ ძალიან გამაძლიერა", - წერს ინგა გრიგოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს