მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ
5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბამ IV სა­უ­კუ­ნე­ში ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რას მიზ­ნად ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და­უ­სა­ხა, - ახა­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. თა­ვი­დან ბა­ზი­ლი­კე­ბი იგე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­თან იყო შერ­წყმუ­ლი და IV-დან VI სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, ამ ტი­პის რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია კი­დეც აშენ­და.

ძვე­ლი შუ­ამ­თა

ეს ტა­ძა­რი კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვი­დან 7 კმ-ში, ტყე­ში V სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. ალაზ­ნის ხე­ო­ბის ზედა პლა­ტო­ზე გაშ­ლი­ლია სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის სამი ეკ­ლე­სია, მათ შო­რის უძ­ვე­ლე­სი - V სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა და ჯვრის ფორ­მის 2 ეკ­ლე­სი­აა. ორი­ვე რი­ყის ქვი­თაა ნა­გე­ბი.

XVI სა­უ­კუ­ნე­ში ძვე­ლი შუ­ამ­თის მო­ნას­ტე­რი და­ცა­რი­ელ­და. მის მახ­ლობ­ლად კა­ხე­თის მე­ფის ლე­ვან II-ის (1520-1570) მე­უღ­ლემ თი­ნა­თინ გუ­რი­ე­ლის ასულ­მა შუ­ამ­თის ახა­ლი მო­ნას­ტე­რი და­არ­სა. აგუ­რით ნა­გე­ბი ეკ­ლე­სია ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნია, შიგ­ნით - მო­ხა­ტუ­ლია, რო­მე­ლიც ერეკ­ლე II-მ გა­ნა­ახ­ლა. კომ­პლექსში სამ­რეკ­ლო და სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბი შე­დის.

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი

სამ­თა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ნა­გე­ბო­ბა­თა შო­რის ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი ერთ-ერთი უდი­დე­სი და უძ­ვე­ლე­სი ძეგლია. მდე­ბა­რე­ობს ქვე­მო ქარ­თლში, სო­ფელ ბოლ­ნის­ში. ჩრდი­ლო­ე­თით, ერთ-ერთი შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე არის წარ­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც (478-493 წლებ­ში) შე­მო­ნა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი წარ­წე­რა. ბოლ­ნი­სის ცნო­ბი­ლი ტა­ძა­რი IV სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში ელია მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს აუ­გია. ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ტა­ძარ­ში სა­ე­პის­კო­პო­სო საყ­და­რი და­ა­არ­სა. პირ­ველ ბოლ­ნელ ეპის­კო­პო­სად და­ვი­თია მიჩ­ნე­უ­ლი, რო­მე­ლიც ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი ფა­სა­დის წარ­წე­რა­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, XVII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლოა შე­მო­ნა­ხუ­ლი. ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი XVII სა­უ­კუ­ნე­ში რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი და შე­კე­თე­ბუ­ლია. 1936-1939 ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ძეგლი გა­თხა­რეს, შე­ა­კე­თეს, გა­და­ხუ­რეს და გა­ა­მაგ­რეს. რე­ტავ­რა­ცია 1967-1969 წლებ­შიც ჩა­ტარ­და. ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში თა­ვი­დან­ვე მწიგ­ნობ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. დღეს კი ის ბოლ­ნი­სი ეპარ­ქი­ის ნა­წი­ლია.

ურ­ბნი­სი

მდე­ბა­რე­ობს ქარ­თლში, სო­ფელ ურ­ბნის­თან. წარ­წე­რე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ტა­ძა­რი V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა, სა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლე­ბი - კონ­სტან­ტი­ნე და მამა მი­ქა­ე­ლი. ტა­ძა­რი სამ­თა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა. ეკ­ლე­სია თავ­და­პირ­ვე­ლად აგე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თმორ­გე­ბუ­ლი ქვი­შაქ­ვით, ქვე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­მი­საა, მაგ­რამ ჰო­რი­ზონ­ტა­ლო­ბა და­ცუ­ლია. IX სა­უ­კუ­ნე­ში ეკ­ლე­სი­ას რეს­ტავ­რი­ცია გა­უ­კეთ­და. ურ­ბნი­სის კომ­პლექ­სი გო­რის ეპარ­ქი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მოქ­მე­დია.

თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტი

მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. XX სა­უ­კუ­ნე­ში, რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ორი ფილა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც "ჯვრის ამაღ­ლე­ბის" რე­ლი­ეფ­თან ერ­თად, შე­მო­ნა­ხუ­ლა წარ­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტა­ძა­რი X სა­უ­კუ­ნის და­სა­წის­ში, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის შვი­ლის და­ჩის მიერ, დე­და­ქა­ლა­ქის თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნი­სას აიგო. ტა­ძა­რი ერთ სა­უ­კუ­ნე­ში, შე­მო­სე­ვე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა, მისი აღ­დგე­ნი­სას მახ­ლობ­ლად კა­თო­ლი­კო­სის­თვის რე­ზი­დენ­ცია აუ­გი­ათ. 1664 წელს ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა დო­მენ­ტი III-მ თბი­ლი­სე­ლი ვაჭ­რი­სა­გან შე­ი­ძი­ნა სამ­ცხი­დან, ან­ჩის მო­ნას­ტრი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ბექა ოპიზ­რის მიერ მო­ჭე­დი­ლი მა­ცხოვ­რის ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი. ხა­ტის ახალ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლად სა­კა­თო­ლი­კო­სო ტა­ძა­რი - ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის შო­ბის ეკ­ლე­სია - შე­ირ­ჩა. სწო­რედ ამ დრო­ი­დან დამ­კვიდ­რდა მისი ახა­ლი სა­ხე­ლი - ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სია.

ნეკ­რე­სი

მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ შილ­დის მახ­ლობ­ლად, მთის ფერ­დობ­ზე. და­ა­არ­სა 13 ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თმა, აბი­ბოს­მა VI სა­უ­კუ­ნე­ში. ნეკ­რე­სის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ ძეგლს აერ­თი­ა­ნებს. მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია შემ­დე­გი ფაქ­ტო­რე­ბით: ერთი მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწო­რედ აქ აიგო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო (IV სა­უ­კუ­ნის III მე­ო­თხედ­ში); მე­ო­რე მხრივ კი, უკვე VI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აქ დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი კერა გაჩ­ნდა. ეს მოვ­ლე­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლის თა­ნა­მოღ­ვა­წის, აბი­ბოს სა­ხელ­თან, რო­მე­ლიც ნეკ­რე­სის მღვდელმთავ­რად აკურ­თხეს.

ამ მო­ნას­ტერს უკავ­შირ­დე­ბა ლე­გენ­და: ცნო­ბი­ლია, რომ მუს­ლი­მე­ბი ღო­რის ხორცს არ ჭა­მენ. ამი­ტომ, შაჰ-აბა­სის შე­მო­სე­ვის დროს, მო­ნას­ტერ­ში ღო­რე­ბი სამი დღით გა­მო­კე­ტეს. რო­დე­საც თათ­რე­ბი ახა­ლი გაღ­ვი­ძე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მი­უ­სი­ეს. დამ­შე­ულ ღო­რებს ეგო­ნათ, საჭ­მე­ლად მივ­ყა­ვარ­თო და გა­ე­კიდ­ნენ. ეს ამ­ბა­ვი შაჰ-აბასს მო­ახ­სე­ნეს, რო­მელ­მაც ბრძა­ნა, რომ მო­ნას­ტრის­თვის ალყა მო­ეხ­სნათ და იმ ად­გილს აღარ გა­კა­რე­ბოდ­ნენ.

ნეკ­რეს­ში სხვა­დას­ხვა დროს მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რე­ბი წერ­დნენ და წიგ­ნებს თარ­გმნიდ­ნენ... ნეკ­რე­სის ეპარ­ქია 1811 წელს გა­უქ­მდა.

AMBEBI.GE

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ანჩისხატი მტკვრის მარცხენა კი არა, მარჯვენა სანაპიროზეა და მეათე კი არა, მეხუთე საუკუნეში აიგო. დამწერს ის მაინც არ უნდა ეფიქრა, გორგასლის შვილი რომ მეათე საუკუნეში ვერ იქნებოდა?

ბარბარე
1

უძველესი ბაზილიკა არის წილკანში,წმ.მარინეს საყდარი,რომელიც საკათედრო ტაძარის სამხრეთ კედელთან მდებარეობს IV საუკუნით თარიღდება და მეფე მირიანის აგებული წმ.ნინოს ტაძარი თხოთის მთაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამ IV საუკუნეში ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას მიზნად ახალი მოთხოვნები დაუსახა, - ახალი ეკლესიები უნდა აშენებულიყო. თავიდან ბაზილიკები იგებოდა, რომლებიც ქართულ ტრადიციებთან იყო შერწყმული და IV-დან VI საუკუნის ჩათვლით, ამ ტიპის რამდენიმე ეკლესია კიდეც აშენდა.

ძველი შუამთა

ეს ტაძარი კახეთში, თელავიდან 7 კმ-ში, ტყეში V საუკუნეშია აგებული. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, მათ შორის უძველესი - V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკა და ჯვრის ფორმის 2 ეკლესიაა. ორივე რიყის ქვითაა ნაგები.

XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახეთის მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა შუამთის ახალი მონასტერი დაარსა. აგურით ნაგები ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატულია, რომელიც ერეკლე II-მ განაახლა. კომპლექსში სამრეკლო და სხვა ნაგებობები შედის.

ბოლნისის სიონი

სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობათა შორის ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ძეგლია. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში. ჩრდილოეთით, ერთ-ერთი შესასვლელის თავზე არის წარწერა, რომლის მიხედვითაც (478-493 წლებში) შემონახულია საქართველოში არსებული უძველესი წარწერა. ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში ელია მთავარეპისკოპოსს აუგია. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად დავითია მიჩნეული, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, XVII საუკუნის სამრეკლოა შემონახული. ბოლნისის სიონი XVII საუკუნეში რესტავრირებული და შეკეთებულია. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოების შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. რეტავრაცია 1967-1969 წლებშიც ჩატარდა. ბოლნისის სიონში თავიდანვე მწიგნობრული საქმიანობა იყო გაჩაღებული. დღეს კი ის ბოლნისი ეპარქიის ნაწილია.

ურბნისი

მდებარეობს ქართლში, სოფელ ურბნისთან. წარწერების შესწავლის საფუძველზე, ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება, სადაც მოხსენიებულები არიან ეკლესიის მშენებლები - კონსტანტინე და მამა მიქაელი. ტაძარი სამთავიანი ბაზილიკაა. ეკლესია თავდაპირველად აგებულია ურთიერთმორგებული ქვიშაქვით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ ჰორიზონტალობა დაცულია. IX საუკუნეში ეკლესიას რესტავრიცია გაუკეთდა. ურბნისის კომპლექსი გორის ეპარქიას ექვემდებარება და მოქმედია.

თბილისის ანჩისხატი

მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. XX საუკუნეში, რესტავრაციის დროს ორი ფილა აღმოაჩინეს, სადაც "ჯვრის ამაღლების" რელიეფთან ერთად, შემონახულა წარწერა, რომლის მიხედვითაც, ტაძარი X საუკუნის დასაწისში, ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის მიერ, დედაქალაქის თბილისში გადმოტანისას აიგო. ტაძარი ერთ საუკუნეში, შემოსევების შედეგად ძალიან დაზარალებულა, მისი აღდგენისას მახლობლად კათოლიკოსისთვის რეზიდენცია აუგიათ. 1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შეირჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

ნეკრესი

მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში,  სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, აბიბოსმა VI საუკუნეში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ისტორიულ ძეგლს აერთიანებს. მისი მნიშვნელობა განსაზღვრულია შემდეგი ფაქტორებით: ერთი მხრივ საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ აქ აიგო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოს სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.

ამ მონასტერს უკავშირდება ლეგენდა: ცნობილია, რომ მუსლიმები ღორის ხორცს არ ჭამენ. ამიტომ, შაჰ-აბასის შემოსევის დროს, მონასტერში ღორები სამი დღით გამოკეტეს. როდესაც თათრები ახალი გაღვიძებულები იყვნენ, მიუსიეს. დამშეულ ღორებს ეგონათ, საჭმელად მივყავართო და გაეკიდნენ. ეს ამბავი შაჰ-აბასს მოახსენეს, რომელმაც ბრძანა, რომ მონასტრისთვის ალყა მოეხსნათ და იმ ადგილს აღარ გაკარებოდნენ.

ნეკრესში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველი მღვდელმთავრები წერდნენ და წიგნებს თარგმნიდნენ... ნეკრესის ეპარქია 1811 წელს გაუქმდა.

AMBEBI.GE

მოამზადა ლალი ფაციამ