პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის საყვარელი ქალის აქამდე უცნობი, ექსკლუზიური ფოტოები - ალინა კაბაევას ცხოვრება
პუტინის საყვარელი ქალის აქამდე უცნობი, ექსკლუზიური ფოტოები - ალინა კაბაევას ცხოვრება

ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და დე­პუ­ტა­ტი ალი­ნა კა­ბა­ე­ვა 32 წლი­საა. მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ჭორი ბლო­მად და­დის.

ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­და, გარ­და ამი­სა, გა­მუდ­მე­ბით ჰყვე­ბი­ან პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. არც ისე დიდი ხნის წინ ხმაც კი გავ­რცელ­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა.

"ეს ხმე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, იმის­თვის ვრცელ­დე­ბა, რომ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­მა რე­ი­ტინ­გი აი­წი­ონ. ეტყო­ბა, მა­ს­მე­დია მეტს ვე­რა­ფერს იგო­ნებს, რომ მკი­თხვე­ლი მი­ი­ზი­დოს. მე პი­რა­დად ეს

არ მსი­ა­მოვ­ნებს, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ქალს. თუმ­ცა მეს­მის, რომ ეს ჩემი ახ­ლან­დე­ლი სა­ჯა­რო

სტა­ტუ­სის თან­მდე­ვია. კი­დევ კარ­გი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არის სიყ­ვა­რუ­ლი და ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა".- - ამ­ბობს ალი­ნა.

შარ­შან სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე პრე­სამ მის თით­ზე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს. მა­შინ ეს ბე­ჭე­დიც პუ­ტინს და­უ­კავ­ში­რეს, მით უმე­ტეს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ცოლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და.

"ეს არ იყო ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი, არც მახ­სოვს, ბო­ლოს რო­დის მე­კე­თა. ასეთ რა­მე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი მარ­თლა სა­სა­ცი­ლოა. თუმ­ცა ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რა­საც მე ვამ­ბობ, იმან არ და­ა­ზა­რა­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი და მეც მაქვს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემ გარ­შე­მო სიყ­ვა­რუ­ლია. თუმ­ცა არც მე­ტის­მე­ტი სი­ხა­რუ­ლი ღირს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა არ შე­ა­ში­ნო", - ამ­ბობს ალი­ნა და აღი­ა­რებს, რომ დე­დო­ბა­ზეც ისე ოც­ნე­ბობს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქალი. იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პუტინის საყვარელი ქალის აქამდე უცნობი, ექსკლუზიური ფოტოები - ალინა კაბაევას ცხოვრება

პუტინის საყვარელი ქალის აქამდე უცნობი, ექსკლუზიური ფოტოები - ალინა კაბაევას ცხოვრება

ცნობილი ტანმოვარჯიშე და დეპუტატი ალინა კაბაევა 32 წლისაა. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ჭორი ბლომად დადის.

ყოფილი ტანმოვარჯიშე რუსეთის დუმის დეპუტატი და საზოგადო მოღვაწე გახდა, გარდა ამისა, გამუდმებით ჰყვებიან პრეზიდენტ პუტინთან მის ურთიერთობებზე. არც ისე დიდი ხნის წინ ხმაც კი გავრცელდა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან შვილი გააჩინა.

''ეს ხმები, პირველ რიგში, იმისთვის ვრცელდება, რომ ჟურნალ-გაზეთებმა რეიტინგი აიწიონ. ეტყობა, მასმედია მეტს ვერაფერს იგონებს, რომ მკითხველი მიიზიდოს. მე პირადად ეს

არ მსიამოვნებს, როგორც ნებისმიერ ქალს. თუმცა მესმის, რომ ეს ჩემი ახლანდელი საჯარო

სტატუსის თანმდევია. კიდევ კარგი, რომ ჩემს ცხოვრებაში არის სიყვარული და ეს დიდი ბედნიერებაა''.- - ამბობს ალინა.

შარშან სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე პრესამ მის თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. მაშინ ეს ბეჭედიც პუტინს დაუკავშირეს, მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცოლს ოფიციალურად დაშორდა.

''ეს არ იყო ნიშნობის ბეჭედი, არც მახსოვს, ბოლოს როდის მეკეთა. ასეთ რამეებზე საუბარი მართლა სასაცილოა. თუმცა ჩემთვის მთავარია, რასაც მე ვამბობ, იმან არ დააზარალოს ადამიანები. ყველას უნდა ჰქონდეს პატარა საიდუმლოებები და მეც მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გარშემო სიყვარულია. თუმცა არც მეტისმეტი სიხარული ღირს, რომ ბედნიერება არ შეაშინო'', - ამბობს ალინა და აღიარებს, რომ დედობაზეც ისე ოცნებობს, როგორც ნებისმიერი სხვა ქალი.  იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა