მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაადგინა პროკურატურამ გვაზავას საქმეზე - უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
რა დაადგინა პროკურატურამ გვაზავას საქმეზე - უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე ლე­ვან გვა­ზა­ვა­სა და მის დე­ი­დაშ­ვილ რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­ზე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც გან­მარ­ტავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში დად­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვილ­მა რეზო კა­ლომ­ლე­წავ­მა სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვად გვა­ზა­ვას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გას­რო­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვად­ვე მი­ი­ყე­ნა.

AMBEBI.GE მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "2015 წლის 28 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ქ.თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით და შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ე­ცა ქ.თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ 2015 წლის 28 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე ილია ქერ­ტყო­ე­ვი, ლე­ვან გვა­ზა­ვა, რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი და გუ­რამ თა­თე­ლა­ძე, ილია ქერ­ტყო­ე­ვის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი "მერ­ცე­დეს მლ"-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით სო­ფელ პან­ტი­ა­ნი­დან, სა­დაც ლე­ვან გვა­ზა­ვას ნა­თე­სავ­თან აღ­ნიშ­ნეს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ქ.თბი­ლის­ში. ავ­ტო­მან­ქა­ნის წინა სა­ვარ­ძლებ­ზე ის­ხდნენ ილია ქერ­ტყო­ე­ვი და რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი, ხოლო უკან - ლე­ვან გვა­ზა­ვა და გუ­რამ თა­თე­ლა­ძე. გზა­ში ლე­ვან გვა­ზა­ვამ უმი­ზე­ზოდ ამო­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "გლო­კი"-ს სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, თუმ­ცა გუ­რამ თა­თე­ლა­ძის მო­თხოვ­ნით შე­ი­ნა­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლი­სი -კო­ჯო­რ­ის გზატ­კე­ცი­ლის 2/156-ე კი­ლო­მეტრზე, ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ლე­ვან გვა­ზა­ვას კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან მოხ­და გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ლე­ვან გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვილ­მა რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­მა და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ლე­ვან გვა­ზა­ვამ სა­ვა­რა­უ­დოდ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში, რის შემ­დგო­მაც იგი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა შპს "მა­ღა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი - სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა"-ში.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მათ შო­რის მან­ქა­ნა­ში მომ­ხდა­რი ორი გას­რო­ლის ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რო­გორც შემ­თხვე­ვის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლი, ასე­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოკ­ლე დრო­ში­ვე მი­სუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით, ასე­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მით, რის შე­დე­გა­დაც ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლია სა­ვა­რა­უ­დოდ "გლო­კი"-ს სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მხო­ლოდ ორი მას­რა, ტყვი­ის ერთი გულა და ლე­ვან გვა­ზა­ვას კუთ­ვნი­ლი "გლო­კის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

ამ­დე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბის მო­ცე­მულ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით გა­მო­ი­რი­ცხა ლე­ვან გვა­ზა­ვა­ზე და რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წავ­ზე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვერ­სია.

ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ზუს­ტდე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცია და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის თა­ო­ბა­ზეც ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა დაადგინა პროკურატურამ გვაზავას საქმეზე - უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რა დაადგინა პროკურატურამ გვაზავას საქმეზე - უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილ რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია გამოირიცხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ გამოძიების პროცესში დადგენილი ინფორმაციით, ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რეზო კალომლეწავმა სასიკვდილო დაზიანება თავად გვაზავას ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის შედეგად მიიღო, რის შემდეგაც შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თავის არეში დაზიანება თავადვე მიიყენა.

AMBEBI.GE მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი ,,მერცედეს მლ"-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან - ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა"-ში.

ზემოაღნიშნული გარემოებები და მათ შორის მანქანაში მომხდარი ორი გასროლის ფაქტი დადასტურებულია როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ასევე შემთხვევის ადგილზე მოკლე დროშივე მისული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რის შედეგადაც ნანახი და ამოღებულია სავარაუდოდ ,,გლოკი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მხოლოდ ორი მასრა, ტყვიის ერთი გულა და ლევან გვაზავას კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

ამდენად, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ