პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

ოქ­რო­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტე­ბის საქ­მე შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნუსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქ. თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის გა­და­იგ­ზავ­ნა ქ. თბი­ლი­სის პრო­კუ­რატ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში. შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სი-ტა­ბახ­მე­ლის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე ნა­ნა­ხი იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის გვა­მი, რო­მე­ლიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა რეზო კა­ლომ­ლე­წა­ვი. ასე­ვე დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნილ იქნა ლე­ვან გვა­ზა­ვა. საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი - მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, იკი­თხე­ბი­ან მოწ­მე­ე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა და­მა­ტე­ბით", - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა. როგორც "ინტერპრესნუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, შესული შეტყობინების საფუძველზე ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

"მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში. შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელის ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლნასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილ იქნა ლევან გვაზავა. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები - მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით", - განაცხადეს პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ