კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და უკავშირდება თუ არა ოქროყანის შემთხვევა ერთი კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას
 ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და უკავშირდება თუ არა ოქროყანის შემთხვევა ერთი კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას

ოქ­რო­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს მძი­მედ არის დაჭ­რი­ლი შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ლე­ვან გვა­ზა­ვა, ხოლო მისი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ასე­ვე ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი რეზო კა­ლომ­ლე­წა­ვი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არის გარ­დაც­ვლი­ლი.

გარ­დაც­ვლილს და დაჭ­რილს ტყვია თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. ლე­ვან გვა­ზა­ვას ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მეა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სია. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვერ­სია არ­სე­ბობს.

ერთი ვერ­სი­ით, გვა­ზა­ვას ია­რა­ღი­დან გა­უ­ვარ­და, რა­მაც მისი ახლო ნა­თე­სა­ვი იმ­სხვერ­პლა და ამის შემ­დეგ გვა­ზა­ვამ თა­ვის მოკ­ვლა სცა­და. მე­ო­რე, ასე­ვე და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვერ­სი­ით კი, ად­გი­ლი ჰქონ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას, რის შე­დე­გა­დაც გვა­ზა­ვა და­იჭ­რა, მისი ნა­თე­სა­ვი კი და­ი­ღუ­პა.

შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აი­ტა­ცეს ლე­ვან გვა­ზა­ვას ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე, ერთი კვი­რის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც მისი კო­ლე­გა მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

გვა­ზა­ვამ 21 აგ­ვის­ტოს გა­ი­ზი­ა­რა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლი­გის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ერ­თერთ მოწ­მეს ირაკ­ლი ქა­და­გი­ძეს ემუქ­რე­ბი­ან.

ლე­ვან გვა­ზა­ვას არ აკონ­კრე­ტებს, რომ მა­საც ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მა­სა­ლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ მუ­ქა­რე­ბის ავ­ტორ­თა ვი­ნა­ო­ბის გარ­კვე­ვას სულ ორი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #მკვლე­ლო­ბა ოქ­რო­ყა­ნა­ში

ამ­ბე­ბი.გე - თე­მის ირ­გვლივ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და უკავშირდება თუ არა ოქროყანის შემთხვევა ერთი კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას

 ემუქრებოდნენ თუ არა ლევან გვაზავას და უკავშირდება თუ არა ოქროყანის შემთხვევა ერთი კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას

ოქროყანაში მომხდარი ინციდენტის დროს მძიმედ არის დაჭრილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი ცეცხლსასროლი იარაღით არის გარდაცვლილი.

გარდაცვლილს და დაჭრილს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ლევან გვაზავას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. "კურიერის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს.

ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თავის მოკვლა სცადა. მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოციალურ ქსელში აიტაცეს ლევან გვაზავას ფეისბუქის პირად გვერდზე, ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც მისი კოლეგა მუქარის შემცველ შეტყობინებაზე საუბრობს.

გვაზავამ 21 აგვისტოს გაიზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელსა და კორტების სპეცოპერაციის ერთერთ მოწმეს ირაკლი ქადაგიძეს ემუქრებიან.

ლევან გვაზავას არ აკონკრეტებს, რომ მასაც ემუქრებოდნენ, თუმცა, გაზიარებული მასალის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ამ მუქარების ავტორთა ვინაობის გარკვევას სულ ორი საათი სჭირდება.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

ამბები.გე - თემის ირგვლივ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ