მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაშიშვლება ერთგვარი მანიპულაციაა..." - ნატალი მაჩიტაძე
"გაშიშვლება ერთგვარი მანიპულაციაა..." - ნატალი მაჩიტაძე

მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლი მა­ჩი­ტი­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლის - "სამ­ზა­რე­უ­ლო" - ქარ­თულ ვერ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. სე­რი­ალს ქარ­თვე­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე იხი­ლავს. ამ­ჟა­მად, ნა­ტა­ლი ერთ-ერთი კა­რა­ო­კე-ბა­რის წამ­ყვა­ნი გახ­ლავთ და ცდი­ლობს, სამ­სა­ხურს სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბიც შე­უ­თავ­სოს...

გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა

- ჩემს მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი დღემ­დე არ ვარ. ამა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემ­მა ბე­ბომ: ის ბავ­შვო­ბი­დან "მა­ხინჯ თო­ჯი­ნას" მე­ძახ­და, რაც გო­ნე­ბა­ში ისე ჩამ­რჩა და და­ი­ლე­ქა, რომ ქუ­ჩა­ში გა­სულს თუ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა ლა­მა­ზი გოგო ხარო! - უკან ვი­ყუ­რე­ბო­დი: მე­გო­ნა, ვი­ღაც სხვა­ზე ამ­ბობ­დნენ... "მა­ხინ­ჯი თო­ჯი­ნა" ქვეც­ნო­ბი­ე­რად მომ­ყვე­ბა... ძა­ლი­ან მომ­წონს, როცა ქალი სა­კუ­თარ თავს უვ­ლის. რა თქმა უნდა, გა­რეგ­ნო­ბა­ზე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მეც ვზრუ­ნავ. ვერ ვი­ტყვი, ამის­თვის პლას­ტი­კურ ქი­რურ­გებს მივ­მარ­თავ-მეთ­ქი. რო­გორც გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ეს გე­ნე­ტი­კის წყა­ლო­ბა გახ­ლავთ. ამის­თვის - მად­ლო­ბა ჩემს მშობ­ლებს (იცი­ნის)!

"მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ქა­ლე­ბი სუქ­დე­ბი­ან, ჩვენ - არა"

- სულ ერთი და იგი­ვე წონა მაქვს. ესეც გე­ნე­ტი­კის წყა­ლო­ბაა. სა­ერ­თოდ, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ქა­ლე­ბი სუქ­დე­ბი­ან, ჩვენ - არა: დე­დას დღემ­დე ლა­მა­ზი ტანი აქვს. რად­გან სიმ­სუქ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს, კვე­ბი­სას არ ვი­ზღუ­დე­ბი. ვარ­ჯიშს რაც შე­ე­ხე­ბა - უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა და ცურ­ვა მიყ­ვარს. როცა არ ვმუ­შა­ობ და არც გა­და­ღე­ბა მაქვს, ჩემს ქა­ლაქ­ში ვე­ლო­სი­პე­დით ვსე­ირ­ნობ, აუზ­ზე სა­ცუ­რა­ოდ დავ­დი­ვარ...

ვარ­ცხნი­ლო­ბა, თმის ფერი

- წი­ნათ თმა არა­სო­დეს შე­მი­ღე­ბავს, მაგ­რამ წელს წით­ლად (რო­გორც რი­ა­ნას აქვს) შე­ვი­ღე­ბე. ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მერე ვი­ნა­ნე... მა­ნამ­დე ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, - არ შე­ი­ღე­ბო, გა­და­სა­რე­ვი თმის ფერი გაქ­ვსო. შე­ღე­ბი­ლი­ვით მუქი შავი თმა მქონ­და... მერე წით­ლად ღებ­ვამ დამ­ტან­ჯა: ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის თმა მალე ამომ­დი­ო­და და შე­ნა­ღებ­თან კონ­ტრას­ტი ჩან­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, ისევ შა­ვად გა­და­ვი­ღე­ბე და მოკ­ლე "კარე" შე­ვი­ჭე­რი. თმა­ზე ბევ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვი­ტა­რე. ახლა გა­დავ­წყვი­ტე, და­ვას­ვე­ნო და გა­ვა­ჯან­სა­ღო.

ნა­ტა­ლი, ან­ჯე­ლი­ნა და შო­რე­ნა.

- ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პირ­ვე­ლად, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მა­და­რეს: მა­შინ არც ვი­ცო­დი, ან­ჯე­ლი­ნა ვინ იყო. უბ­რა­ლოდ, მე­ზო­ბელს შავ-თეთ­რი გა­ზე­თი­დან ამოჭ­რი­ლი მისი ფოტო ჰქონ­და და გა­მო­მა­ტა­ნა, - ამ გო­გოს ძა­ლი­ან ჰგავ­ხა­რო. ოჯა­ხის წევ­რებს რომ ვუჩ­ვე­ნე, ყვე­ლამ აღ­ნიშ­ნა, - რა მაგ­რად ჰგავ­ხა­რო!.. მერე ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მე­ბიც ვნა­ხე. ეს მსა­ხი­ო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი გახ­და და "ან­ჯე­ლი­ნას" ბევ­რი მე­ძახ­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"გაშიშვლება ერთგვარი მანიპულაციაა..." - ნატალი მაჩიტაძე

"გაშიშვლება ერთგვარი მანიპულაციაა..." - ნატალი მაჩიტაძე

მსახიობი ნატალი მაჩიტიძე პოპულარული რუსული სერიალის - "სამზარეულო" - ქართულ ვერსიაში მონაწილეობს. სერიალს ქართველი ტელემაყურებელი შემოდგომაზე იხილავს. ამჟამად, ნატალი ერთ-ერთი კარაოკე-ბარის წამყვანი გახლავთ და ცდილობს, სამსახურს საზაფხულო არდადეგებიც შეუთავსოს...

გარეგნობაზე ზრუნვა

- ჩემს მომხიბვლელობაში დარწმუნებული დღემდე არ ვარ. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ბებომ: ის ბავშვობიდან "მახინჯ თოჯინას" მეძახდა, რაც გონებაში ისე ჩამრჩა და დაილექა, რომ ქუჩაში გასულს თუ მეუბნებოდნენ, - რა ლამაზი გოგო ხარო! - უკან ვიყურებოდი: მეგონა, ვიღაც სხვაზე ამბობდნენ... "მახინჯი თოჯინა" ქვეცნობიერად მომყვება... ძალიან მომწონს, როცა ქალი საკუთარ თავს უვლის. რა თქმა უნდა, გარეგნობაზე შეძლებისდაგვარად, მეც ვზრუნავ. ვერ ვიტყვი, ამისთვის პლასტიკურ ქირურგებს მივმართავ-მეთქი. როგორც გამოვიყურები, ეს გენეტიკის წყალობა გახლავთ. ამისთვის - მადლობა ჩემს მშობლებს (იცინის)!

"მშობიარობის შემდეგ, ქალები სუქდებიან, ჩვენ - არა"

- სულ ერთი და იგივე წონა მაქვს. ესეც გენეტიკის წყალობაა. საერთოდ, მშობიარობის შემდეგ, ქალები სუქდებიან, ჩვენ - არა: დედას დღემდე ლამაზი ტანი აქვს. რადგან სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს, კვებისას არ ვიზღუდები. ვარჯიშს რაც შეეხება - უბრალოდ, ველოსიპედით სეირნობა და ცურვა მიყვარს. როცა არ ვმუშაობ და არც გადაღება მაქვს, ჩემს ქალაქში ველოსიპედით ვსეირნობ, აუზზე საცურაოდ დავდივარ...

ვარცხნილობა, თმის ფერი

- წინათ თმა არასოდეს შემიღებავს, მაგრამ წელს წითლად (როგორც რიანას აქვს) შევიღებე. ძალიან მომწონდა. მერე ვინანე... მანამდე ყველა მეუბნებოდა, - არ შეიღებო, გადასარევი თმის ფერი გაქვსო. შეღებილივით მუქი შავი თმა მქონდა... მერე წითლად ღებვამ დამტანჯა: ბუნებრივი ფერის თმა მალე ამომდიოდა და შენაღებთან კონტრასტი ჩანდა. ბოლოს და ბოლოს, ისევ შავად გადავიღებე და მოკლე "კარე" შევიჭერი. თმაზე ბევრი ექსპერიმენტი ჩავიტარე. ახლა გადავწყვიტე, დავასვენო და გავაჯანსაღო.

ნატალი, ანჯელინა და შორენა.

- ანჯელინა ჯოლის პირველად, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში შემადარეს: მაშინ არც ვიცოდი, ანჯელინა ვინ იყო. უბრალოდ, მეზობელს შავ-თეთრი გაზეთიდან ამოჭრილი მისი ფოტო ჰქონდა და გამომატანა, - ამ გოგოს ძალიან ჰგავხარო. ოჯახის წევრებს რომ ვუჩვენე, ყველამ აღნიშნა, - რა მაგრად ჰგავხარო!.. მერე ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით ფილმებიც ვნახე. ეს მსახიობი საქართველოშიც ძალიან ცნობილი გახდა და "ანჯელინას" ბევრი მეძახდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება