უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ბათუმში იმყოფება. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპოდენტი ბათუმიდან იტყობინება, ვიქტორ იუშენკო ბათუმში მეუღლესთან, კატერინა იუშენკოსთან ერთად იმყოფება. უკრაინის ექსპრეზიდენტი საქართველოს ზღვისპირა ქალაქს ათვალიერებს. ის საბაგირო გზით ბათუმ-გორაზე ავიდა. მას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ოვაციებით შეეგებნენ. ექსპრეზიდენტმა მოქალაქეების თხოვნა, მასთან ერთად სელფის გადაღების შესაძლებლობა მისცემოდათ, უყურადღებოდ არ დატოვა (იხილეთ ვიდეო)
AMBEBI.GE-მ უკრაინის ექსპრეზიდენტთან მცირე ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.
- ბატონო ვიქტორ, შეგიძლიათ გვითხრათ რამდენად მოგეწონათ ბათუმი, რა ნახეთ ამ ქალაქში?
- ძალიან მომეწონა, ლამაზი ხალხი, ლამაზი ადგილები, ლამაზი ქალაქი, ლამაზი პარკები... ასეთი ლამაზი ბათუმი არასდროს მინახავს.
- პირველად ხართ?
- არა.
- რა გეგმები გაქვთ ბათუმთან და საქართველოსთან დაკავშირებით? მხოლოდ მოგზაურობა?
- ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან წვეულებაზე ვიყავით ჩვენი მეგობრის სახლში. და ახლა ინტერვიუს დასასრულს აეროპორტში უნდა გავემგზავროთ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იუშენკო უკრაინის პრეზიდენტის რანგში საქართველოს, მათ შორის, ბათუმს არაერთხელ სტუმრობდა.