პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია
პატრიარქი - საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია

სა­ქარ­თვე­ლო ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მხო­ლოდ ეს ფაქ­ტი იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი სა­ქარ­თვე­ლოს გაბრ­წყი­ნე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა , უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილთ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ისურ­ვა, რომ ღვთის­მშო­ბელ­მა შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი ლოც­ვე­ბი.

"ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი დედა ცისა და დე­და­მი­წის მფარ­ვე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რია. იგი სა­ქარ­თვე­ლოს განსკუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლია. მხო­ლოდ ეს ფაქ­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გაბრ­წყი­ნე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო ბედ­ნი­ე­რია, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მისი მფარ­ვე­ლია. ბედ­ნი­ე­რია, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა გა­და­ა­ფა­რა კალ­თა და იცავს ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი მტრე­ბი­სა­გან", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, მო­ცი­ქუ­ლებს წე­სად ჰქონ­დათ, რომ რო­დე­საც სუფ­რას­თან დას­ხდე­ბოდ­ნენ, ორ ად­გილს ტო­ვებ­დნენ, ერთი მა­ცხოვ­რის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მე­ო­რე - ღვთის­მშო­ბე­ლის­თვის. მო­ცი­ქუ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი და მა­ცხო­ვა­რი მათ­თან ერ­თად უხი­ლა­ვად იყ­ვნენ.

პატ­რი­არ­ქმა შეს­თხო­ვა უფალს, მო­ი­ღოს მად­ლი და წყა­ლო­ბა ჩვენ­ზე და უფ­ლის კურ­თხე­ვა და მფარ­ვე­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყოს სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ქა­და­გე­ბი­სას პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა" და აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა­ში ყო­ფი­ლა აღ­წე­რი­ლი "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში", რო­დე­საც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა დე­დამ გა­და­არ­ჩი­ნა მტრე­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლო. უწ­მინ­დე­სის თქმით, ჩვენ ხში­რად მივ­მარ­თავთ ლოც­ვით მფარ­ვე­ლო­ბის­თვის ღვთის­მშო­ბელს "მო­წყა­ლე­ბი­სა კარ­გი გან­გვი­ღე".

უწ­მინ­დეს­მა მი­მარ­თა მრევლს, მას­თან ერ­თად ეთ­ქვათ ეს ლოც­ვა კი­დევ ერთხელ. პატ­რი­არ­ქთან ერ­თად მრევ­ლმა სამ­ჯერ ამ ლოც­ვით მი­მარ­თა ღვთის­მშო­ბელს. პატ­რი­არ­ქმა სა­უბ­რი­სას დას­ძი­ნა, რომ დღეს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 19.30 სა­ათ­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი შეს­რულ­დე­ბა ავად­მყოფ­თა და უძ­ლურ­თათ­ვის, რო­მელ­საც თა­ვად პატ­რი არქი შე­ას­რუ­ლებს.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს, უწ­მინ­დეს­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა. კერ­ძოდ, დე­კა­ნო­ზი იო­ა­ნე ბარ­კა­ლა­ია, გამ­შვე­ნე­ბუ­ლი ოქ­როს ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და ასე­ვე მღვდე­ლი საბა ჭი­კა­ი­ძე ოქ­როს ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა და დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა. დღე­ვან­დელ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი , მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პატრიარქი - საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია

პატრიარქი - საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი რომ ყოფილიყო, მხოლოდ ეს ფაქტი იქნებოდა საკმარისი საქართველოს გაბრწყინებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა და ისურვა, რომ ღვთისმშობელმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა ცისა და დედამიწის მფარველია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. იგი საქართველოს განსკუთრებული მფარველია. მხოლოდ ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის. საქართველო ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი მფარველია. ბედნიერია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა კალთა და იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, მოციქულებს წესად ჰქონდათ, რომ როდესაც სუფრასთან დასხდებოდნენ, ორ ადგილს ტოვებდნენ, ერთი მაცხოვრისთვის იყო განკუთვნილი, მეორე - ღვთისმშობელისთვის. მოციქულები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი მათთან ერთად უხილავად იყვნენ.

პატრიარქმა შესთხოვა უფალს, მოიღოს მადლი და წყალობა ჩვენზე და უფლის კურთხევა და მფარველობა ყოფილიყოს საქართველოზე. ქადაგებისას პატრიარქმა ასევე გაიხსენა "ქართლის ცხოვრება" და აღნიშნა, რომ არაერთი შემთხვევაში ყოფილა აღწერილი "ქართლის ცხოვრებაში", როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაარჩინა მტრებისგან საქართველო. უწმინდესის თქმით, ჩვენ ხშირად მივმართავთ ლოცვით მფარველობისთვის ღვთისმშობელს "მოწყალებისა კარგი განგვიღე".

უწმინდესმა მიმართა მრევლს, მასთან ერთად ეთქვათ ეს ლოცვა კიდევ ერთხელ. პატრიარქთან ერთად მრევლმა სამჯერ ამ ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს. პატრიარქმა საუბრისას დასძინა, რომ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში 19.30 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შესრულდება ავადმყოფთა და უძლურთათვის, რომელსაც თავად პატრი არქი შეასრულებს.

ქადაგების ბოლოს, უწმინდესმა სასულიერო პირები დააჯილდოვა. კერძოდ, დეკანოზი იოანე ბარკალაია, გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ასევე მღვდელი საბა ჭიკაიძე ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა. დღევანდელ სადღესასწაულო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი , მთავრობის წევრები და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია