საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან..." - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ღვთისმშობლის მიძინების შესახებ
"მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან..." - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ღვთისმშობლის მიძინების შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 28 აგ­ვის­ტოს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

...ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მი სი­ო­ნის მთა­ზე, იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სახ­ლში ცხოვ­რობ­და და ხში­რად და­დი­ო­და იმ ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მხსნე­ლის ნა­ტერ­ფა­ლე­ბით იყო სა­კურ­თხი. მაგ­რამ სა­ლო­ცა­ვად ყვე­ლა­ზე ხში­რად ირ­ჩევ­და გოლ­გო­თა­სა და ზე­თის­ხი­ლის მთას, რომ­ლის ძირ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღი იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყველს მა­მა­მი­სის - ზე­ბე­დეს­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო. ერთხელ ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე ლოც­ვი­სას მას მთა­ვა­რან­გე­ლო­სი გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და და ახა­რა, რომ მისი ზე­ცა­ში აღსვლის დრო ახ­ლოვ­დე­ბო­და და რომ ეს მოვ­ლე­ნა სამი დღის შემ­დეგ აღ­სრულ­დე­ბო­და. ამ ხა­რე­ბის და­სა­მოწ­მებ­ლად მან სა­მო­თხე­ში და­ნერ­გი­ლი ფი­ნი­კის ხის ტოტი გა­დას­ცა და უთხრა, რომ ეს რტო, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლით ბრწყი­ნავ­და, მის საფ­ლავ­თან უნდა მი­ე­ტა­ნათ.

ღვთის­მო­სა­უ­რი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო ღვთის­მშო­ბელ­მა სა­მო­თხის რტო. შე­უვრდა უფალს, მად­ლობ­და და ევედ­რე­ბო­და, რომ სხე­უ­ლი­დან გან­სვლის ჟამს მის თვა­ლებს წყვდი­ა­დის მთა­ვა­რი და ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლე­ბა­ნი არ ეხი­ლა, რომ მისი სული ღვთა­ებ­რი­ვი ხე­ლით თვით უფალს მი­ე­ღო. ასე­ვე, ითხოვ­და, რომ აღ­სრუ­ლე­ბამ­დე მის­ცე­მო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ენა­ხა წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქა­და­გებ­ლად ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე იყ­ვნენ განბ­ნე­ულ­ნი...

ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მი მი­ძი­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და ამის შე­სა­ხებ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყველს ამ­ცნო. უბ­რძა­ნა, რომ სა­მო­თხის რტო მის საფ­ლავ­თან მი­ე­ტა­ნათ. ის მშვი­დად იძ­ლე­ო­და გან­კარ­გუ­ლე­ბებს. ბრძა­ნა, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ სან­თლე­ბი, საკ­მე­ვე­ლი და ყო­ვე­ლი­ვე ის, რაც დაკ­რძალ­ვი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. იო­ა­ნემ ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა ია­კობ მო­ცი­ქულს - იო­სებ დამ­წინ­დვე­ლის ძეს, იე­რუ­სა­ლი­მის პირ­ველ ეპის­კო­პოსს, რო­მელ­მაც ეს ამ­ბა­ვი არა მარ­ტო იე­რუ­სა­ლიმ­ში, არა­მედ მთელ მის შე­მო­გა­რენ­ში - ოთხი­ვე მხა­რეს გა­ავ­რცე­ლა.

ხალ­ხი ყო­ვე­ლი მხრი­დან მო­დი­ო­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სახ­ლის­კენ. რო­დე­საც თვით ღვთის­მშობ­ლი­სა­გან შე­ი­ტყობ­დნენ, რომ იგი ზე­ცა­ში უნდა გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო, მწა­რედ ტი­როდ­ნენ და სახ­ლს ხმა­მა­ღა­ლი მოთ­ქმით ავ­სებ­დნენ, ევედ­რე­ბოდ­ნენ ყო­ველ­თა ნუ­გე­ში­ნის­მცე­მელს, რომ ობ­ლად და უპატ­რო­ნოდ არ და­ე­ყა­რა ისი­ნი. ღვთის­მშო­ბე­ლი აი­მე­დებ­და და ჰპირ­დე­ბო­და, რომ არ მი­ა­ტო­ვებ­და და ვინც მწუ­ხა­რე­ბი­სა და უი­მე­დო­ბი­სას მი­მარ­თავ­და, ყვე­ლას­თვის მსწრაფლშემ­წე და შუ­ამ­დგო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და. მის ამ და­პი­რე­ბა­ში მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის ნუ­გე­შია და­მარ­ხუ­ლი.

ყვე­ლა ღვთის­მო­სა­ო­ბით უმ­ზერ­და მის სა­ხეს და ის­მენ­და სი­ტყვებს, ამას­თან, ღვთის­მშო­ბელს არ და­ვი­წყე­ბია თა­ვი­სი მწი­რი ქო­ნე­ბის და დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ან­დერ­ძი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მისი ორი შე­სა­მო­სე­ლი რჩე­ბო­და ორ ღა­რიბ ქვრივს, რომ­ლე­ბიც საზ­რდოს მის­გან იღებ­დნენ და მხურ­ვა­ლე სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. მას ყვე­ლა უყ­ვარ­და, გან­სა­კუ­თე­ბით კი ისი­ნი, ვინც მის დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. თა­ვი­სი სხე­უ­ლის დაკ­რძალ­ვა მან გეთ­სი­მა­ნი­ის ქვა­ბულ­ში ისურ­ვა, იო­სა­ფა­ტის ველ­თან, ზე­თის­ხი­ლის მთა­სა და იე­რუ­სა­ლიმს შო­რის, სა­დაც მისი მარ­თა­ლი მშობ­ლე­ბი და იო­სებ დამ­წინ­დვე­ლი გა­ნის­ვე­ნებ­დნენ.

რო­დე­საც იგი თა­ვის სურ­ვი­ლებს იო­ა­ნე­სა დ ია­კობს გა­დას­ცემ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქა­რიშ­ხლის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ძლი­ე­რი ხმა­უ­რი გა­ის­მა და ყვე­ლამ სახლზედ შე­მორ­ტყმუ­ლი ნა­თე­ლი ღრუ­ბე­ლი და­ი­ნა­ხა. უფალ­მა ყოვ­ლად­წ­მინ­და დე­დის სურ­ვი­ლი აღას­რუ­ლა: ღვთი­უ­რი ძა­ლის მიერ ზე­ა­ღ­ტა­ცე­ბულ­მა წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­მა ქვეყ­ნი­ე­რე­ბის სხვადსხვა მხა­რე­ე­ბი­დან ამ ღრუბ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აღ­წი­ეს სახ­ლთან, სა­დაც იგი იმ­ყო­ფე­ბო­და. უფ­ლის მხილ­ვე­ლებ­სა და მო­წა­ფე­ებს ებო­ძათ მად­ლი, რომ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბა­სა და დაკ­რძალ­ვას დას­წრე­ბოდ­ნენ. სახ­ლის კარ­თან შეკ­რე­ბი­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი ხა­რობ­დნენ და ვე­რაფ­რით გა­ე­გოთ, რა­ტომ მოხ­და ეს სას­წა­უ­ლი. იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი მათ მი­ე­გე­ბა და აუ­წყა, რომ დად­გა ღვთის­მშობ­ლის უფალ­თან წას­ვლის დღე.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხილ­ვი­სას, რო­მე­ლიც ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბით იყო სავ­სე, მათ ცრემ­ლე­ბის და­მალ­ვა ვე­ღარ შეს­ძლეს, სა­ში­ნე­ლი და სა­წყე­ნი იყო გა­მო­თხო­ვე­ბა დე­დას­თან, რო­მე­ლიც გან­სწავ­ლი­და და ანუ­გე­შებ­და, რო­მელ­მაც მათი მე­უ­ფე და მას­წავ­ლე­ბე­ლი შეც­ვა­ლა. რო­გორც გა­ეძ­ლოთ ასე­თი მარ­ტო­ო­ბი­სა და ობ­ლო­ბი­სათ­ვის, ამ­ქვეყ­ნად რო­გორ­ღა დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ დე­დი­სა და წი­ნამ­ძღო­ლის გა­რე­შე?! მი­მად­ლე­ბულ­მა მა­რი­ამ­მა სთხო­ვა, რომ სი­ხა­რუ­ლი ცრემ­ლით არ და­ემ­ძი­მე­ბი­ნათ, არა­მედ მას­თან ერ­თად გა­ე­ხა­რათ:

"მივ­დი­ვარ ჩემს ძეს­თან და უფალ­თან, ჩემს სხე­ულს გეთ­სი­მა­ნი­ა­ში გა­და­ი­ტანთ, იქ დაკ­რძა­ლავთ და თქვენ­ზედ და­კის­რე­ბულ ქა­და­გე­ბას გა­ნაგ­რძობთ, ხოლო, თუკი უფა­ლი ინე­ბებს, მი­ძი­ნე­ბის შემ­დეგ ისევ მი­ხი­ლავთ". ამ დროს აქ იყ­ვნენ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი და მისი მო­წა­ფე­ე­ბი: დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი, იე­რო­თე­ო­სი, ტი­მო­თე და სხვა­ნი - სა­მოც­და­ათ­თა­გა­ნი. უფალ­მა შეკ­რი­ბა ისი­ნი და აღირ­სა ენა­ხათ ღვთის­მშო­ბე­ლი, მის­გან კურ­თხე­ვა მი­ე­ღოთ და დაკ­რძალ­ვას დას­წრე­ბოდ­ნენ.

ან­გე­ლო­სის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან მე­სა­მე დღე დად­გა. ახ­ლოვ­დე­ბო­და დღის სამი სა­ა­თი, დრო, რო­დე­საც მი­ძი­ნე­ბა იყო ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი. სახ­ლში სან­თლე­ბი ენთო, ღვთის­მშობ­ლის სა­რე­ცელს გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი უფალს ადი­დებ­დნენ, იგი მხურ­ვა­ლედ ლო­ცუ­ლობ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სახ­ლის ჭერი გა­ნი­ღო, ღვთაბ­რი­ვი დი­დე­ბის ნა­თელ­მა იქ მყოფ­ნი გა­ნა­ბწრყი­ნა, ყვე­ლა შეძრწუნ­და, ზე­ცი­უ­რი ნათ­ლის სხი­ვებ­და ყო­ვე­ლი მი­წი­ე­რი და­აბ­ნე­ლა. ციურ ძალ­თა და­სე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მე­უ­ფე დი­დე­ბი­სა - თვით ქრის­ტე მო­ევ­ლი­ნა ყოვ­ლად­წ­მინ­და დე­დას. თა­ვი­სი ძისა და ღმერ­თის სხივ­ცის­კროვ­ნე­ბით გა­ხა­რე­ბულ­მა მან წარ­მოს­თქვა სი­ტყვე­ბი ღვთივ­სუ­ლი­ე­რი სა­გა­ლო­ბე­ლი­სა:

"ადი­დებს სული ჩემი უფალ­სა და გა­ნი­ხა­რა სულ­მან ჩემ­მან ღვთი­სა მი­მართ მა­ცხოვ­რი­სა ჩე­მი­სა". - სა­რე­ცე­ლი­დან წა­მო­ი­წია, თაყ­ვა­ნი სცა უფალს და ესმა ღვთა­ებ­რი­ვი მო­წო­დე­ბა: "მო­ვედ, მო­კე­თეო ჩემო, მო­ვედ ჩემ­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლო და და­იმ­კვიდ­რე სა­ვა­ნე მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა".

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთიმ­შო­ბელ­მა გა­ი­მე­ო­რა თა­ვი­სი ლოც­ვა: "მი­ი­ღე სული ჩემი მშვი­დო­ბით და მი­ვევ მე არე­სა­გან ბნე­ლი­სა". უფალ­მა და­ამ­შვი­და იგი: ბნე­ლი ძალა გვე­ლი­სა დათ­რგუ­ნუ­ლია და თვით მო­უ­წო­დებს მას, რათა მი­წი­ე­რი­დან ზე­ცი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­მად გა­და­ვი­დეს. მა­რა­დის ქალ­წულ­მა სი­ხა­რუ­ლით შეს­ძა­ხა: "მზა არს გული ჩემი, ღმერ­თო, მე­ყავნ მე სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა". ის კვლავ სა­რე­ცელ­ზე მიწ­ვა და სული თვი­სი ძის ხელს გა­დას­ცა. ტკი­ვი­ლე­ბის გა­რე­შე შვა იგი და მა­ნაც სხე­უ­ლი­დან მისი სული ყო­ველ­გვა­რი ტკი­ვი­ლის გა­რე­შე გა­ნუ­ტე­ვა - წმინ­და სხე­უ­ლი გან­ხრწნი­სა­გან და­იც­ვა. მა­შინ გა­ის­მა ან­გე­ლოს­თა გა­ლო­ბა: "გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნა, კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის!" და ღვთის­მშობ­ლის სული უფ­ლის ხე­ლით, ზე­ი­მი­თა და ზე­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის თან­ხლე­ბით ავი­და ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.

მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ღირს იქ­მნენ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ზე­ცად აღსვლა ეხი­ლათ, თრთოლ­ვით იდ­გნენ და ცას შეს­ცქე­როდ­ნენ, რო­გორც ოდეს­ღაც უმ­ზერ­დნენ ამაღ­ლე­ბულ უფალს. ყო­ვე­ლი­ვე მი­წი­ე­რი და­ვი­წყე­ბო­დათ - სა­კუ­თა­რი თა­ვიც კი. რო­დე­საც გონს მო­ეგ­ნენ, შე­ხე­დეს ყოვ­ლად­წ­მინ­და სხე­ულს და და­ი­ნა­ხეს, რომ მისი სახე ზე­ცი­უ­რი ნათ­ლით ბრწყი­ნავ­და, მის­გან სა­ო­ცა­რი კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა გა­მო­დი­ო­და.

მო­ცი­ქულ­თა დას­მა სიყ­ვა­რუ­ლით უგა­ლო­ბა მას: "ზე­ცი­ურ­სა სა­ვა­ნე­სა შინა ძისა შე­ნი­სა­სა შე­წყნა­რე­ბუ­ლი ყო­ველ ჟამ ხარ ღვთის­მშო­ბე­ლო, შე­წევ­ნად ერი­სა შე­ნი­სა".

და ცის სი­მაღ­ლი­დან მო­ის­მა ღვთის­მშობ­ლის ხმა, რო­მე­ლიც კად­ნი­ე­რად მი­მარ­თავ­და თა­ვის ძესა და უფალს: "შენ­ნი ჩემ­და მო­ცე­მულ­ნი სა­უ­კუ­ნოდ და­ი­ცევ".

ყვე­ლა იქ მყო­ფი ძრწო­ლი­თა და ღვთის­მო­ში­შე­ბით თაყ­ვანს სცემ­და ყოვ­ლად­წ­მინ­და სხე­ულს. მის სა­რე­ცელ­ზე შე­ხე­ბით ყვე­ლა ჭირ­ვე­უ­ლი კურ­ნე­ბას იღებ­და და მთა­ვა­რან­გე­ლო­სის გა­ლო­ბით გა­ნა­დი­დებ­დნენ მას: "გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნა". წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი მისი დაკ­რძალ­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ამ­ქვეყ­ნი­ურ გან­შო­რე­ბას გლო­ვობ­დნენ, მაგ­რამ ნუ­გეშს სცემ­დათ ის აზრი, რომ ზე­ცა­ში ღვთის წი­ნა­შე მე­ო­ხი და მლოც­ვე­ლი მო­ი­პო­ვეს. პეტ­რეს, პავ­ლეს, ია­კობ­სა და სხვა მო­ცი­ქუ­ლებს სა­კუ­თა­რი მხრე­ბით მიჰ­ქონ­დათ მისი სხე­უ­ლი. იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი სა­მო­თხის სხივმფე­ნი რტო­თი - წინ უძღო­და მათ. და­ნარ­ჩე­ნი მორ­წმუ­ნე­ნი და ხალ­ხის სიმ­რავ­ლე მის სა­რე­ცელს სა­ცე­ცხლუ­რე­ბით და ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით მი­ა­ცი­ლებ­დნენ - სი­ო­ნი­დან გეთ­სი­მა­ნი­ამ­დე გა­ლო­ბით მი­დი­ოდ­ნენ; მსვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში - თვით დაკ­რძალ­ვამ­დე სხივ­ცის­კრო­ვა­ნი გვირ­გვი­ნის მსგავ­სი ღრუ­ბე­ლი ზე­მო­დან დას­ცქე­რო­და ღვთის­მშობ­ლის სხე­ულს და პრო­ცე­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. ცი­დან ან­გე­ლოს­თა გა­ლო­ბა ის­მო­და.

ბევ­რმა ურ­წმუ­ნო იუ­დე­ველ­მა მო­ის­მი­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმე­ბი, ნახა სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბა და ეს ამ­ბა­ვი მღვდელმთავ­რებ­სა და მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს აც­ნო­ბა. ისი­ნი ბრა­ზი­თა და შუ­რით აღივ­სნენ, რო­დე­საც ნა­ხეს, რო­გო­რი პა­ტი­ვით მი­ა­ცი­ლებ­დნენ მათ მიერ ჯვარ­ცმუ­ლი იე­სოს დე­დას. იუ­დე­ველ­თა წი­ნამ­ძღო­ლებ­მა ხალ­ხის გა­სა­ფან­ტად მე­ო­მარ­თა რაზ­მი გაგ­ზავ­ნეს. უბ­რძა­ნეს, მო­ცი­ქუ­ლე­ბი და­ე­ხო­ცათ, ღვთის­მშობ­ლის სხე­უ­ლი კი და­ეწ­ვათ. მაგ­რამ ღვთა­ებ­რივ­მა ძა­ლამ არ და­უშ­ვა ეს ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა. სხივ­ცის­კრო­ვა­ნი ღრუბ­ლის გვირ­გვი­ნი ძირს და­ეშ­ვა და პრო­ცე­სი­ას გა­ლა­ვა­ნი­ვით გარს შე­მო­ერ­ტყა.

მდე­ვარს გა­ლო­ბი­სა და ნა­ბი­ჯის ხმა ეს­მო­და, მაგ­რამ სიბრმა­ვით მო­ცუ­ლი ვე­რა­ფერს ხე­დავ­და. სიმ­ჭიდ­რო­ვი­სა­გან ბევ­რმა მათ­გან­მა ქა­ლა­ქის გა­ლა­ვან­თან თავი გა­ი­ტე­ხა, სხვებ­მა გზა და­კარ­გეს და გამ­ყო­ლებს ეძებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კად­ნი­ე­რე­ბით ერთი იუ­დე­ვე­ლი მღვდე­ლი, ათო­ნია იქ­ცე­ო­და. მან სა­ში­ნე­ლი ღვთის­მგმო­ბი სი­ტყვე­ბი იკად­რა ღვთის­მშობ­ლის სა­რე­ცელ­თან და მისი ძე, უფა­ლი იესო ქრის­ტე აუ­გად მო­იხ­სე­ნია. ძვე­ლი შუ­რი­თა და მტრო­ბით გუ­ლა­დუ­ღე­ბუ­ლი სა­რე­ცელს მი­ვარ­და, რათა ყოვ­ლად­წ­მინ­და ცხე­და­რი ძირს გად­მო­ეგ­დო, მაგ­რამ რო­გორც კი ოდ­ნავ შე­ე­ხო, ღვთის რის­ხვის მახ­ვი­ლით უფ­ლის ან­გე­ლოს­მა ორი­ვე ხელი წარ­ჰკვე­თა. მოკ­ვე­თი­ლი ხე­ლე­ბი სა­რე­ცელ­ზე დაც­ვივ­და, თვი­თონ კი სა­ში­ნე­ლი გო­დე­ბით ძირს და­ვარ­და. სა­ზა­რელ­მა სას­ჯელ­მა გონს მო­იყ­ვა­ნა იგი. და­ნა­შა­უ­ლი იგ­რძნო და მო­ცი­ქუ­ლებს მი­მარ­თა: "შე­მი­წყა­ლეთ მე, მო­ნა­ნო ქრის­ტეს­ნო!" პეტ­რე მო­ცი­ქულ­მა მსვლე­ლო­ბა შე­ა­ჩე­რა და ათო­ნი­ას უთხრა:

"შენი გან­კურ­ნე­ბა ჩვენ არ ძალ­გვიძს, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმას შე­უძ­ლია, ვინც თქვენ ჯვარს აც­ვით: უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე, მაგ­რამ არც ის განგკურ­ნავს, სა­ნამ მთე­ლი გუ­ლით არ ირ­წმუ­ნებ და ბა­გი­თაც არ აღი­ა­რებ, რომ იესო ჭეშ­მა­რი­ტი მე­სია და ძე ღვთი­საა". მა­შინ ათო­ნი­ამ ხმა­მაღ­ლა წა­მოს­თქვა: "მრწამს, რომ ქრის­ტეა აღ­თქმუ­ლი მე­სია და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მხსნე­ლი". მო­ცი­ქუ­ლე­ბი და მორ­წმუ­ნე­ე­ბი და­ღუ­პუ­ლი სუ­ლის ხსნამ მე­ტად გა­ა­ხა­რა, ხოლო პეტ­რე მო­ცი­ქულ­მა ათო­ნი­ას უბ­რძა­ნა, რწმე­ნით მი­ე­მარ­თა ღვთის­მშობ­ლი­სათ­ვის და მკლა­ვე­ბი სა­რე­ცელ­ზე დაყ­რი­ლი მოჭ­რი­ლი ხე­ლე­ბის­თვის მი­ე­დო. ხე­ლე­ბი მა­შინ­ვე გამ­თელ­და და ათო­ნია გა­მო­ჯან­საღ­და. იდაყ­ვე­ბის გას­წვრივ მხო­ლოდ ძა­ფი­ვით წვრი­ლი წი­თე­ლი ზო­ლე­ბი შერ­ჩა. ათო­ნია სა­რე­ცე­ლის წი­ნა­შე და­ემ­ხო და თაყ­ვა­ნი სცა უფალ იე­სოს და მის ყოვ­ლად­წ­მინ­და დე­დას, აქო და ადი­და იგი და მო­ცი­ქუ­ლებს თან გაჰ­ყვა.

ბევ­რმა იუ­დე­ველ­მა, რო­დე­საც ამ სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, შე­ი­ნა­ნა და ღვთის­მშობ­ლის სა­რე­ცელს მი­ემ­თხვია, ისი­ნი გა­ნი­კურ­ნენ და მხედ­ვე­ლო­ბაც და­უბ­რუნ­დათ. ადა­მი­ან­თა მოდ­გმის გულ­მო­წყა­ლე დე­დამ, რო­გორც შო­ბით მი­ა­ნი­ჭა სი­ხა­რუ­ლი მთელ ქვე­ყა­ნას, არ ისურ­ვა, რომ თა­ვი­სი მი­ძი­ნე­ბით ვინ­მე და­ემ­წუხ­რე­ბი­ნა, იგი ყვე­ლას შე­წყნა­რებ­და და მტერ­საც კი სა­სო­ე­ბას აძ­ლევ­და.

როცა პრო­ცე­სი­ამ გეთ­სი­მა­ნი­ას მი­აღ­წია, ცრემ­ლი­თა და მოთ­ქმით ყვე­ლა უკა­ნას­კნე­ლად მი­ემ­თხვია ყოვ­ლად­წ­მინ­და ცხე­დარს და მხო­ლოდ სა­ღა­მოს შეძ­ლეს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­მა მისი საფ­ლავ­ში და­დე­ბა. გა­მოქ­ვა­ბუ­ლის შე­სას­ვლე­ლი ქვით და­ფა­რეს. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ამ ად­გილს კარ­გა ხანს არ გან­შო­რე­ბი­ან. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ლოც­ვა­სა და სა­გა­ლო­ბელს აღუვ­ლენ­დნენ ღვთის­მშო­ბელს. ამ დროს ან­გე­ლო­სე­ბი ზე­ცი­უ­რი გა­ლო­ბით გა­ნა­დი­დებ­დნენ უფალს და ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულს...

მო­ცი­ქულ თო­მას წი­ლად ხვდა, რომ ღვთის­მშობ­ლის აღ­დგო­მის გა­ცხა­დე­ბის მო­ნა­წი­ლე ყო­ფი­ლი­ყო. ისე­ვე, რო­გორც ოდეს­ღაც თა­ვი­სი ეჭ­ვით ქრის­ტეს აღ­დგო­მის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ა­მოწ­მა. ღვთის ნე­ბით, იგი ღვთის­მშობ­ლის დაკ­რძალ­ვი­დან მე­სა­მე დღეს მო­ვი­და გეთ­სი­მა­ნი­ა­ში. ღრმა მწუ­ხა­რე­ბით აღვსი­ლი გო­დე­ბით მი­ე­ახ­ლა აკ­ლდა­მას და მოთ­ქმით გა­მო­ხა­ტა გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რომ ღირ­სი არ გახ­და, უკა­ნას­კნე­ლად ეხი­ლა დედა ღვთი­სა და მის­გან კურ­თხე­ვა მი­ე­ღო. ვერც ის სას­წა­უ­ლე­ბი ნახა, მისი მი­ძი­ნე­ბი­სა და დაკ­რძალ­ვის ჟამს რომ აღ­სრულ­და. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­მა, გულ­წრფე­ლი სიბ­რა­ლუ­ლის გამო, გა­და­წყვი­ტეს საფ­ლა­ვის ქვა გა­და­ე­გო­რე­ბი­ნათ და თო­მას­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ეხი­ლა ღვთის­მშობ­ლის წმინ­და გვა­მი და თაყ­ვა­ნი ეცა მის­თვის. მაგ­რამ ქვის გა­და­გო­რე­ბის­თა­ნა­ვე ნა­ხეს, რომ აკ­ლდა­მა­ში მხო­ლოდ სუ­და­რე­ბი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მათ­გან გა­მო­უთ­ქმე­ლი სურ­ნე­ლე­ბა გა­მო­დი­ო­და. პა­ტი­ო­სა­ნი გვა­მი მისი აღარ­სად იყო. ისი­ნი გან­ცვიფ­რდნენ და გა­ოგნ­დნენ. ღვთის­მო­სა­ო­ბით ეამ­ბო­რე­ბოდ­ნენ საფ­ლავ­ში დარ­ჩე­ნილ მან­ტი­ას და ევედ­რე­ბოდ­ნენ უფალს ამ დი­დე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლის სა­ი­დუმ­ლო გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა მათ­თვის. იმა­ვე სა­ღა­მოს თვით ზე­ცი­ურ­მა დე­დო­ფალ­მა და­ამ­შვი­და ისი­ნი....

ღვთიმ­შობ­ლის აღ­სას­რულს ეკ­ლე­სია მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს, რად­გან მას სულ ცოტა ხნით მი­ი­ძი­ნა და რო­გორც ძი­ლი­სა­გან - აღ­სდგა. ღვთის­მშო­ბელ­მა ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნებს სძლია. მი­წი­სა­გან შექ­მნი­ლი სხე­უ­ლის კვლავ მი­წად მიქ­ცე­ვა - ამ­გვა­რი სიკ­ვდი­ლი მის გვამს არ შე­ხე­ბია. შო­ბი­სას მან ქალ­წუ­ლე­ბა და­ი­მარ­ხა, აღ­სას­რულ­თან სი­ცო­ცხლე შე­ა­ერ­თა; შო­ბის შემ­დეგ უხრწნე­ლი დარ­ჩა და სიკ­ვდილ­ში სი­ცო­ცხლე ში­ნარ­ჩუ­ნა. მან მი­ი­ძი­ნა, რათა ნე­ტა­რი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის გა­მო­ეღ­ვი­ძა. ის წარ­დგო­მი­ლია ცხო­ველ­მყო­ფე­ლი წყა­როს წი­ნა­შე, რათა ჩვე­ნი სუ­ლე­ბი ლოც­ვით იხ­ნას მა­რა­დი­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­სა­გან. და­უ­ძი­ნებ­ლად მლოც­ვე­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი გვშუ­ამ­დგომ­ლობს და მწუ­ხა­რე­ბი­სას რწმე­ნა გვაძ­ლევს ნუ­გე­შად.

ღვთის­მშობ­ლის ქვა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი საფ­ლა­ვი, ისე­ვე რო­გორც საფ­ლა­ვი მისი ძისა, ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის თაყ­ვა­ნის­ცე­მის საგ­ნად დარ­ჩა. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ეკ­ლე­სი­ის მიერ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მო­სახ­სე­ნებ­ლად 15(28) აგ­ვის­ტოა დად­გე­ნი­ლი. ის ათორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულ­თა შო­რი­საა, რად­გან ამ დღეს მა­ცხო­ვა­რი ყო­ველ­თა მი­ე­გე­ბა დე­დას თვი­სას და თა­ვის სა­ვა­ნე­ში და­ა­სახ­ლა იგი.

ყო­ვე­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს არც მი­ძი­ნე­ბის შემ­დეგ მი­უ­ტო­ვე­ბია ქვეყ­ნი­ე­რე­ბა და და­პი­რე­ბი­სა­მებრ მე­ო­ხია ყვე­ლა­სი, ვინც მას მი­მარ­თავს, ბევრ მწუ­ხა­რე­სა და ჭირ­ვე­ულს მან გულ­მო­წყა­ლე­ბის მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი უჩ­ვე­ნა. რო­მე­ლი ჩვენ­გა­ნი, ვინც ცხოვ­რე­ბის აღ­ძრულ ზღვა­ში ვი­ტან­ჯე­ბით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთის­მშო­ბელს ეს­მის ჩვე­ნი გო­დე­ბა, რა ჩქა­რა ის­მენს იგი ჩვენ­სას, რა სწრა­ფად შეგ­ვე­წე­ვა და გვა­ნუ­გე­შებს! ღვთიმ­შობ­ლის შუ­ამ­დგო­მე­ლად მოხმო­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა. პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნი­დან­ვე ეკ­ლე­სია შე­წევ­ნას სთხოვს და ადი­დებს მას, სა­ღა­მოს მსა­ხუ­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მის­და­მი ლოც­ვის თავ­დე­ბა: "უფ­რო­სად დი­დე­ბუ­ლო კურ­თხე­უ­ლო ღვთის­მშო­ბე­ლო, მა­რა­დის ქალ­წუ­ლო, შეს­წი­რე ლოც­ვაჲ ჩვე­ნი ძესა შენ­სა და ღმერ­თსა ჩვენ­სა, რათა შენ მიერ შე­ი­წყალ­ნეს სულ­ნი ჩვენ­ნი".

დედა ღვთი­სა ანუ­გე­შებს ყვე­ლას, ვინც მას მი­მარ­თავს: "ჰოი, ყოვ­ლად­წ­მინ­დაო ღვთის­მშო­ბე­ლო, შეგ­ვე­წიე და გვიხ­სენ ჩვენ - მმო­სავ­ნი შენ­ნი; დე­დო­ფა­ლო, გვა­ცხოვ­ნენ ჩვენ".

წყა­რო: orthodoxy.ge

ავტორი:

"მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან..." - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ღვთისმშობლის მიძინების შესახებ

"მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან..." - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ღვთისმშობლის მიძინების შესახებ

მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

...ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი...

ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ის მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისათვის აუცილებელი იყო. იოანემ ყველაფერი დაუყოვნებლივ აცნობა იაკობ მოციქულს - იოსებ დამწინდველის ძეს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, რომელმაც ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში - ოთხივე მხარეს გაავრცელა.

ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ. როდესაც თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყობდნენ, რომ იგი ზეცაში უნდა გადასახლებულიყო, მწარედ ტიროდნენ და სახლს ხმამაღალი მოთქმით ავსებდნენ, ევედრებოდნენ ყოველთა ნუგეშინისმცემელს, რომ ობლად და უპატრონოდ არ დაეყარა ისინი. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

ყველა ღვთისმოსაობით უმზერდა მის სახეს და ისმენდა სიტყვებს, ამასთან, ღვთისმშობელს არ დავიწყებია თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. მას ყველა უყვარდა, განსაკუთებით კი ისინი, ვინც მის დახმარებას საჭიროებდა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.

როდესაც იგი თავის სურვილებს იოანესა დ იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმინდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღვთისმეტყველი მათ მიეგება და აუწყა, რომ დადგა ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხილვისას, რომელიც ნათელი მხიარულებით იყო სავსე, მათ ცრემლების დამალვა ვეღარ შესძლეს, საშინელი და საწყენი იყო გამოთხოვება დედასთან, რომელიც განსწავლიდა და ანუგეშებდა, რომელმაც მათი მეუფე და მასწავლებელი შეცვალა. როგორც გაეძლოთ ასეთი მარტოობისა და ობლობისათვის, ამქვეყნად როგორღა დარჩენილიყვნენ დედისა და წინამძღოლის გარეშე?! მიმადლებულმა მარიამმა სთხოვა, რომ სიხარული ცრემლით არ დაემძიმებინათ, არამედ მასთან ერთად გაეხარათ:

"მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან, ჩემს სხეულს გეთსიმანიაში გადაიტანთ, იქ დაკრძალავთ და თქვენზედ დაკისრებულ ქადაგებას განაგრძობთ, ხოლო, თუკი უფალი ინებებს, მიძინების შემდეგ ისევ მიხილავთ". ამ დროს აქ იყვნენ პავლე მოციქული და მისი მოწაფეები: დიონისე არეოპაგელი, იეროთეოსი, ტიმოთე და სხვანი - სამოცდაათთაგანი. უფალმა შეკრიბა ისინი და აღირსა ენახათ ღვთისმშობელი, მისგან კურთხევა მიეღოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.

ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებდა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით გახარებულმა მან წარმოსთქვა სიტყვები ღვთივსულიერი საგალობელისა:

"ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა". - სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა".

ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა: "მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა". უფალმა დაამშვიდა იგი: ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს. მარადის ქალწულმა სიხარულით შესძახა: "მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თვისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმინდა სხეული განხრწნისაგან დაიცვა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!" და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში.

მოციქულები, რომლებიც ღირს იქმნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აღსვლა ეხილათ, თრთოლვით იდგნენ და ცას შესცქეროდნენ, როგორც ოდესღაც უმზერდნენ ამაღლებულ უფალს. ყოველივე მიწიერი დავიწყებოდათ - საკუთარი თავიც კი. როდესაც გონს მოეგნენ, შეხედეს ყოვლადწმინდა სხეულს და დაინახეს, რომ მისი სახე ზეციური ნათლით ბრწყინავდა, მისგან საოცარი კეთილსურნელება გამოდიოდა.

მოციქულთა დასმა სიყვარულით უგალობა მას: "ზეციურსა სავანესა შინა ძისა შენისასა შეწყნარებული ყოველ ჟამ ხარ ღვთისმშობელო, შეწევნად ერისა შენისა".

და ცის სიმაღლიდან მოისმა ღვთისმშობლის ხმა, რომელიც კადნიერად მიმართავდა თავის ძესა და უფალს: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ".

ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა და მთავარანგელოსის გალობით განადიდებდნენ მას: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა". წმინდა მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამქვეყნიურ განშორებას გლოვობდნენ, მაგრამ ნუგეშს სცემდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი - წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ - სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ; მსვლელობის პროცესში - თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოსთა გალობა ისმოდა.

ბევრმა ურწმუნო იუდეველმა მოისმინა არაჩვეულებრივი ხმები, ნახა საზეიმო მსვლელობა და ეს ამბავი მღვდელმთავრებსა და მოხუცებულებს აცნობა. ისინი ბრაზითა და შურით აღივსნენ, როდესაც ნახეს, როგორი პატივით მიაცილებდნენ მათ მიერ ჯვარცმული იესოს დედას. იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს. უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ღვთისმშობლის სხეული კი დაეწვათ. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება. სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით გარს შემოერტყა.

მდევარს გალობისა და ნაბიჯის ხმა ესმოდა, მაგრამ სიბრმავით მოცული ვერაფერს ხედავდა. სიმჭიდროვისაგან ბევრმა მათგანმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებმა გზა დაკარგეს და გამყოლებს ეძებდნენ. განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია იქცეოდა. მან საშინელი ღვთისმგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან და მისი ძე, უფალი იესო ქრისტე აუგად მოიხსენია. ძველი შურითა და მტრობით გულადუღებული სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმინდა ცხედარი ძირს გადმოეგდო, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის რისხვის მახვილით უფლის ანგელოსმა ორივე ხელი წარჰკვეთა. მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაცვივდა, თვითონ კი საშინელი გოდებით ძირს დავარდა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა იგი. დანაშაული იგრძნო და მოციქულებს მიმართა: "შემიწყალეთ მე, მონანო ქრისტესნო!" პეტრე მოციქულმა მსვლელობა შეაჩერა და ათონიას უთხრა:

"შენი განკურნება ჩვენ არ ძალგვიძს, ყველაფერი მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც თქვენ ჯვარს აცვით: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ არც ის განგკურნავს, სანამ მთელი გულით არ ირწმუნებ და ბაგითაც არ აღიარებ, რომ იესო ჭეშმარიტი მესია და ძე ღვთისაა". მაშინ ათონიამ ხმამაღლა წამოსთქვა: "მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი". მოციქულები და მორწმუნეები დაღუპული სულის ხსნამ მეტად გაახარა, ხოლო პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისათვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გამთელდა და ათონია გამოჯანსაღდა. იდაყვების გასწვრივ მხოლოდ ძაფივით წვრილი წითელი ზოლები შერჩა. ათონია სარეცელის წინაშე დაემხო და თაყვანი სცა უფალ იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, აქო და ადიდა იგი და მოციქულებს თან გაჰყვა.

ბევრმა იუდეველმა, როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, შეინანა და ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვია, ისინი განიკურნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ. ადამიანთა მოდგმის გულმოწყალე დედამ, როგორც შობით მიანიჭა სიხარული მთელ ქვეყანას, არ ისურვა, რომ თავისი მიძინებით ვინმე დაემწუხრებინა, იგი ყველას შეწყნარებდა და მტერსაც კი სასოებას აძლევდა.

როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს...

მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი....

ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შინარჩუნა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენა გვაძლევს ნუგეშად.

ღვთისმშობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა. რომელი ჩვენგანი, ვინც ცხოვრების აღძრულ ზღვაში ვიტანჯებით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთისმშობელს ესმის ჩვენი გოდება, რა ჩქარა ისმენს იგი ჩვენსას, რა სწრაფად შეგვეწევა და გვანუგეშებს! ღვთიმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვის თავდება: "უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაჲ ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი".

დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს: "ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ - მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ".

წყარო: orthodoxy.ge

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა