პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარევაჭრობა თბილისსა და ევროპაში: რით განსხვავდება თბილისელ გაჭირვებულთა ბრძოლა გადარჩენისთვის ევროპული სტანდარტებისგან
გარევაჭრობა თბილისსა და ევროპაში: რით განსხვავდება თბილისელ გაჭირვებულთა ბრძოლა გადარჩენისთვის ევროპული სტანდარტებისგან

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს არა მხო­ლოდ ბაზ­რე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეხ­ვდე­ბით, არა­მედ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­შიც. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღეა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს საქ­მი­ა­ნო­ბა აუკ­რძა­ლა. ამ აკ­რძალ­ვის რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო.

დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა, რომ ბაზ­რო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით, 6 თვის ვა­დით, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით ად­გი­ლებს და­უთ­მობს და ბაზ­რო­ბე­ბის დი­რექ­ცია მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პი­რო­ბებ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბას შე­უქ­მნის.

გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მეტ­რო-სად­გურ დი­დუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ად­გი­ლას აშე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ის­ნი­სა და სამ­გო­რის ბაზ­რო­ბებ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარე ვაჭ­რო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე - იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი ან/და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 20 ლა­რით. გარე ვაჭ­რო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს და­ჯა­რი­მე­ბას 20 ლა­რის ოდე­ნო­ბით და სა­ქონ­ლის კონ­ფის­კა­ცი­ას. ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის 100 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და სა­ქონ­ლის კონ­ფის­კა­ცი­ას.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, მა­დო­ნა კო­ი­ძის თქმით, თბი­ლის­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში ნა­წი­ლობ­რივ დაშ­ვე­ბუ­ლია, თუ მო­ვაჭ­რე­ე­ბი შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლე­ბენ.

"ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში გა­რე­ვაჭ­რო­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაშ­ვე­ბუ­ლია, რო­დე­საც ე.წ. ბაზ­რო­ბის დღე­ე­ბი იმარ­თე­ბა. თუმ­ცა, შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტუ­ლი ნორ­მე­ბი, რაც პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა, და­ცუ­ლი უნდა იყოს. მა­გა­ლი­თად, თუ პრო­დუქ­ტი მალ­ფუ­ჭე­ბა­დია, უნდა იდოს სა­მა­ცივ­რო და­ნად­გა­რებ­ში და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხის წი­ნა­შე არ უნდა დად­გეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში იყი­დე­ბა რძის ნა­წარ­მი, ხორ­ცის ნა­წარ­მი და თვი­თონ ნედ­ლი ხორ­ცი, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს პრო­დუქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მალ­ფუ­ჭე­ბა­დად ით­ვლე­ბა. ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბი იყი­დე­ბო­დეს ქუ­ჩა­ში, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­რე­ვაჭ­რო­ბა არის აკ­რძა­ლუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე ჯა­რი­მე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი", - ამ­ბობს მა­დო­ნა კო­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ეხე­ბა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია პრინ­ცი­პი, რომ მომ­ხმა­რე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა იცხოვ­როს ჯან­საღ გა­რე­მო­ში.

"რო­მელ ჯან­საღ გა­რე­მო­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც გა­რე­ვაჭ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ცხოვ­რე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას ელე­მენ­ტა­რუ­ლი არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბე­ბი აქვს წარ­თმე­უ­ლი. მათ არ შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ნი­ა­ვონ თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, არ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სუფ­ლად მოხ­ვდნენ ოჯა­ხებ­ში, ვი­ნა­ი­დან სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი გა­დაქ­ცე­უ­ლია სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბად. დროა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ პრობ­ლე­მას გლო­ბა­ლუ­რად მი­ხე­დოს. თუმ­ცა აქ მე­ო­რე სა­კი­თხია პრობ­ლე­მა­ტუ­რი, გა­რე­მო­ვაჭ­რის ბედი, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ში დიდი გა­და­სა­ხა­დის გამო არ შე­დის", - ამ­ბობს მა­დო­ნა კო­ი­ძე.

AMBEBI.GE ევ­რო­პის იმ ქა­ლა­ქე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, სა­დაც თბი­ლი­სის მსგავ­სად, გა­რე­ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტებს შეხ­ვდე­ბით:

კა­უ­პა­ტო­რი, ჰელ­სინ­კი

ფი­ნე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქუ­ჩის ბა­ზა­რი პორტთან სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს. ბაზ­რის თავ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი თო­ლია დაფ­რი­ნავს. ბა­ზარ­ში გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი იყი­დე­ბა - ახა­ლი თევ­ზი, კარ­ტო­ფი­ლი, ირ­მის ხორ­ცი და ა.შ. ამას­თან, ბა­ზარ­ში უკვე მზა საკ­ვე­ბიც იყი­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ად­გილ­ზე­ვე და­ა­გე­მოვ­ნოთ.

ბრი­ტოლ ითსი, ბრის­ტო­ლი

ბრის­ტოლ ითსი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი გარე სა­ვაჭ­რო წერ­ტი­ლია ბრი­ტა­ნეთ­ში. აქ ღია ცის ქვეშ იყი­დე­ბა უგემ­რი­ე­ლე­სი დო­ნა­ტე­ბი, ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კერ­ძე­ბი. სა­ფირ­მო ლა­ი­მის ნამ­ცხვრე­ბი და ა.შ. ბრის­ტონ ითსი გამ­ყიდ­ველ­თა დიდი კო­ლექ­ტი­ვის­გან შედ­გე­ბა.

ლე მარშ რას­პა­ლი, პა­რი­ზი

ეს გახ­ლავთ გარე ვაჭ­რო­ბის ის შემ­თხვე­ვა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ე­ყა­რო. ლე მარშ რას­პა­ლი პა­რი­ზის ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შო­პინ­გის გა­მოც­დი­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ორ­შა­ბა­თო­ბით ამ ბა­ზარ­ში ორ­გა­ნუ­ლი ან ბიო პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია "ფლი მარ­კე­ტის" სის­ტე­მა, რაც ღია ცის ქვეშ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რას გუ­ლის­ხმობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ფლი მარ­კე­ტის" კულ­ტუ­რა უკვე თბი­ლის­შიც და­ი­ნერ­გა.

რო­გორც წესი, ასეთ გარე ბაზ­რო­ბებ­ზე იყი­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტი - და­წყე­ბუ­ლი ტან­საც­მლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კერ­ძე­ბით. მოგ­ზა­ურ­თათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გზამ­კვლე­ვე­ბი­ცაა შექ­მნი­ლი, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, რო­მე­ლი "ფლი მარ­კე­ტი" უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ.

პორ­ტო­ბე­ლოს გზის ბაზ­რო­ბა

აქ მხო­ლოდ ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი იყი­დე­ბა. ათა­სამ­დე გამ­ყიდ­ველს გა­მო­აქვს დი­დე­ბუ­ლი ან­ტიკ­ვა­რე­ბი და სა­კო­ლექ­ციო ნივ­თე­ბი, ხოლო დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს შე­უძ­ლია დატ­კბეს მათი დე­კო­რა­ტი­უ­ლი სი­ლა­მა­ზით ან სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­ი­ძი­ნოს. ერთი სი­ტყვით, ეს მშრა­ლი ხი­დის ბრი­ტა­ნულ ვერ­სი­ად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ.

ფე­ი­რა და ლად­რა

პირ­და­პი­რი თარ­გმა­ნით ლი­სა­ბო­ნის ეს "ფლი მარ­კე­ტი" "ქურ­დე­ბის ბაზ­რო­ბა" გახ­ლავთ. ბაზ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ის შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან არ­სე­ბობს და ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის გა­სა­სა­ღე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია, აქე­დან მი­ი­ღო მან დღე­ვან­დე­ლი სა­ხე­ლიც. დღე­ი­სათ­ვის ეს ბაზ­რო­ბა ძა­ლი­ან რეს­პექ­ტა­ბე­ლურ ად­გი­ლად ით­ვლე­ბა და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის და­ბალ ფა­სებ­ში შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

მი­ლა­ნის "ფლი მარ­კე­ტი"

მი­ლა­ნის "ფლი მარ­კე­ტი" ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ევ­რო­პა­ში. იქ უნი­კა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევს. ბაზ­რო­ბა­ზე შეგ­ხვდე­ბათ ძვე­ლე­ბუ­რი ავე­ჯი, სა­ო­ცა­რი სამ­კა­უ­ლე­ბი, ელე­გან­ტუ­რი ტან­საც­მე­ლი და უამ­რა­ვი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი.

თაკო ესე­ბუა, ბაჩო ოდი­შა­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გარევაჭრობა თბილისსა და ევროპაში: რით განსხვავდება თბილისელ გაჭირვებულთა ბრძოლა გადარჩენისთვის ევროპული სტანდარტებისგან

გარევაჭრობა თბილისსა და ევროპაში: რით განსხვავდება თბილისელ გაჭირვებულთა ბრძოლა გადარჩენისთვის ევროპული სტანდარტებისგან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, გარემოვაჭრეებს არა მხოლოდ ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით, არამედ თბილისის ცენტრალურ უბნებშიც. თუმცა, რამდენიმე დღეა დედაქალაქის მერიამ გარემოვაჭრეებს საქმიანობა აუკრძალა. ამ აკრძალვის რეალურად განხორციელება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე - იწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით. გარე ვაჭრობის პირველი შემთხვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და საქონლის კონფისკაციას. ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს სამართალდამრღვევის 100 ლარით დაჯარიმებას და საქონლის კონფისკაციას.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის თქმით, თბილისში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივ დაშვებულია, თუ მოვაჭრეები შესაბამის პირობებს შეასრულებენ.

"ევროპის ქალაქებში გარევაჭრობა ნაწილობრივ დაშვებულია, როდესაც ე.წ. ბაზრობის დღეები იმართება. თუმცა, შესაბამისი სტანდარტული ნორმები, რაც პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭიროა, დაცული უნდა იყოს. მაგალითად, თუ პროდუქტი მალფუჭებადია, უნდა იდოს სამაცივრო დანადგარებში და მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს.

რაც შეეხება საქართველოს, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ პირდაპირ ქუჩაში იყიდება რძის ნაწარმი, ხორცის ნაწარმი და თვითონ ნედლი ხორცი, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან ეს პროდუქტი განსაკუთრებულად მალფუჭებადად ითვლება. ყოვლად დაუშვებელია მალფუჭებადი პროდუქტები იყიდებოდეს ქუჩაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, გარევაჭრობა არის აკრძალული და შესაბამისად, მასზე ჯარიმებია გათვალისწინებული", - ამბობს მადონა კოიძე.

მისივე თქმით, გაეროს რეზოლუციის თანახმად, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხება, ჩამოყალიბებულია პრინციპი, რომ მომხმარებელს აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღ გარემოში.

"რომელ ჯანსაღ გარემოზეა საუბარი, როდესაც გარევაჭრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობას ელემენტარული არსებობის პირობები აქვს წართმეული. მათ არ შეუძლიათ გაანიავონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, არ შეუძლიათ თავისუფლად მოხვდნენ ოჯახებში, ვინაიდან სადარბაზოები გადაქცეულია საპირფარეშოებად. დროა ხელისუფლებამ ამ პრობლემას გლობალურად მიხედოს. თუმცა აქ მეორე საკითხია პრობლემატური, გარემოვაჭრის ბედი, რომელიც ბაზარში დიდი გადასახადის გამო არ შედის", - ამბობს მადონა კოიძე.

AMBEBI.GE ევროპის იმ ქალაქებით დაინტერესდა, სადაც თბილისის მსგავსად, გარევაჭრობის ფაქტებს შეხვდებით:

კაუპატორი, ჰელსინკი

ფინეთის ყველაზე ცნობილი ქუჩის ბაზარი პორტთან სიახლოვეს მდებარეობს. ბაზრის თავზე ძალიან ბევრი თოლია დაფრინავს. ბაზარში გასტრონომიული პროდუქტები იყიდება - ახალი თევზი, კარტოფილი, ირმის ხორცი და ა.შ. ამასთან, ბაზარში უკვე მზა საკვებიც იყიდება, რომელიც შეგიძლიათ ადგილზევე დააგემოვნოთ.

ბრიტოლ ითსი, ბრისტოლი

ბრისტოლ ითსი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გარე სავაჭრო წერტილია ბრიტანეთში. აქ ღია ცის ქვეშ იყიდება უგემრიელესი დონატები, ვეგეტარიანული კერძები. საფირმო ლაიმის ნამცხვრები და ა.შ. ბრისტონ ითსი გამყიდველთა დიდი კოლექტივისგან შედგება.

ლე მარშ რასპალი, პარიზი

ეს გახლავთ გარე ვაჭრობის ის შემთხვევა, სადაც შეიძლება ცნობილ ადამიანებს გადაეყარო. ლე მარშ რასპალი პარიზის ყველაზე დიდებული საკვები პროდუქტების შოპინგის გამოცდილებას იძლევა. ორშაბათობით ამ ბაზარში ორგანული ან ბიო პროდუქცია იყიდება.

პარალელურად ევროპაში ძალიან პოპულარულია "ფლი მარკეტის" სისტემა, რაც ღია ცის ქვეშ ყიდვა-გაყიდვის პროცედურას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ "ფლი მარკეტის" კულტურა უკვე თბილისშიც დაინერგა.

როგორც წესი, ასეთ გარე ბაზრობებზე იყიდება ყველანაირი პროდუქტი - დაწყებული ტანსაცმლით, დამთავრებული კულინარიული კერძებით. მოგზაურთათვის სპეციალური გზამკვლევებიცაა შექმნილი, რომელშიც აღნიშნულია ევროპაში მოგზაურობისას, რომელი "ფლი მარკეტი" უნდა მოინახულოთ.

პორტობელოს გზის ბაზრობა

აქ მხოლოდ ანტიკვარული ნივთები იყიდება. ათასამდე გამყიდველს გამოაქვს დიდებული ანტიკვარები და საკოლექციო ნივთები, ხოლო დამთვალიერებელს შეუძლია დატკბეს მათი დეკორატიული სილამაზით ან სურვილისამებრ შეიძინოს. ერთი სიტყვით, ეს მშრალი ხიდის ბრიტანულ ვერსიად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ფეირა და ლადრა

პირდაპირი თარგმანით ლისაბონის ეს "ფლი მარკეტი" "ქურდების ბაზრობა" გახლავთ. ბაზრობა რამდენიმე ქუჩაზეა განლაგებული. ის შუასაუკუნეებიდან არსებობს და ცნობილი იყო, როგორც მოპარული ნივთების გასასაღებელი ტერიტორია, აქედან მიიღო მან დღევანდელი სახელიც. დღეისათვის ეს ბაზრობა ძალიან რესპექტაბელურ ადგილად ითვლება და ხარისხიანი პროდუქციის დაბალ ფასებში შეძენის საშუალებას იძლევა.

მილანის "ფლი მარკეტი"

მილანის "ფლი მარკეტი" ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. იქ უნიკალური ატმოსფერო სუფევს. ბაზრობაზე შეგხვდებათ ძველებური ავეჯი, საოცარი სამკაულები, ელეგანტური ტანსაცმელი და უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთები.

თაკო ესებუა, ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია