ლიმონის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ დაგვიწერია: ის არაჩვეულებრივია კოსმეტიკაში, შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა, ათეთრებს კანს, ხელს უწყობს წონაში კლებას და სხვა...
აი, ამ შესანიშნავი ცუტრუსის კიდევ რამდენიმე უჩვეულო გამოყენება:
1. დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ბრინჯის ხარშვისას – ფაფა ქათქათა თეთრი და ფაფუკი გამოვა.
2. თუკი მომჟავო არაჟნის კრემის გაკეთება გსურთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი მასში, კრემი არაჩვეულებრივი გამოვა.
3. დამჭკნარ სალათის ფოთლებს ლიმონის საშუალებით გამოაცოცხლებთ. გამოწურეთ ნახევარი ლიმონი, დაუმატეთ ის ცივ წყალში და ჩააწყვეთ მასში სალათის ფოთლები. ისინი მაშინვე გაცოცხლდებიან!
4. ლიმონი მარინადის გასაკეთებლადაც არაჩვეულებრივია. ქათმის, ღორის თუ ძროხის ხორცი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი მათ ლიმონის წვენსა და სანელებლებში დაამარინადებთ.
5. ფრჩხილებს გაათეთრებს და გააამაგრებს ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი. ასეთი აბაზანა თქვენს ხელებს მომენტალურად წესრიგში მოიყვანს.
6. ჭორფლი და პიგმენტური ლაქები ნაკლებშესამჩნევი გახდება, თუკი რეგულარულად დაიმუშავებთ კანზე ამ ადგილებს ლიმონის წვენით.
7. ძმარი, წყალი და ლიმონი – შეუცვლელი ხსნარია ფანჯრების გასაწმენდად.
8. ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი – შესანიშნავი საშუალებაა ხისზედაპირიანი ავეჯის გასაპრიალებლად.
9. იმისათვის, რომ ონკანის უჟანგავი ზედაპირი მუდამ პრიალებდეს, გაწმინდეთ ის გაჭრილი ლიმონით. წყლისა და საპნისგან დარჩენილი ლაქები მაშინვე გაქრება.