პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი წვრთნი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრი გა­იხ­სნა. ცენ­ტრი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გახ­სნეს.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ფარ­გლებ­ში იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის იმ ასე­ულს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც ნატო-ს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის­თვის გა­დამ­ზად­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

წვრთნი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრის და­არ­სე­ბა უელ­სის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ცენ­ტრის, ისე­ვე რო­გორც პა­კე­ტის სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა და ნატო-ს ძა­ლებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბის გაზ­რდა. სხვა­დას­ხვა სა­ხის წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა საწ­ვრთნელ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის, კერ­ძოდ, და­ნი­ის, ლატ­ვი­ის, ლიტ­ვი­სა და ნორ­ვე­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ცენტრის, ისევე როგორც პაკეტის სხვა ინიციატივის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდა. სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს. პროექტის განხორციელებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, დანიის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."