პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, რომ გადავარჩინო ლარი! შენ?!" - ეროვნული ვალუტის გადარჩენის ახალი გზა?
"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, რომ გადავარჩინო ლარი! შენ?!" - ეროვნული ვალუტის გადარჩენის ახალი გზა?

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­დარ­ჩე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა­სა და სა­ხელ­მწი­ფო ვა­უ­ჩე­რებ­ზე უა­რის თქმის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, ამ­გვა­რად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი და­ი­ზო­გე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას შე­ა­ჩე­რებს:

"მე უარს ვამ­ბობ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა­ზე, იმი­ტომ რომ გა­დავ­რჩი­ნო ლარი! შენ?!

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ 13 ივ­ნი­სი არაა. სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტს მძი­მე ტვირ­თად აწევს უზარ­მა­ზა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ხარ­ჯე­ბი და უპირ­ვე­ლე­სად, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო დაც­ვის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის, გა­ნურ­ჩევ­ლად შე­მო­სავ­ლი­სა, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს აკის­რებს.

იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას შე­უქ­ცე­ვადს ხდის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა ბერ­კე­ტე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ლა­რის კურ­სზე ზე­მოქ­მე­დი შიდა ფაქ­ტო­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს. ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი - ბი­უ­ჯეტ­ზე აკი­დე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბაა. ეს არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ლა­რის შემ­დგომ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 13 ივ­ნის­ზე მძი­მე შე­დე­გამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო და სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბა ახლა არა­ნაკ­ლებ სა­ჭი­როა.

ამი­ტომ, ყვე­ლამ, ვი­საც შე­მო­სავ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ ტვირ­თად არ და­ვაწ­ვეთ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს, უარი ვთქვათ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე; ზამ­თა­რო­ბით - დე­ნი­სა და გა­ზის უფა­სო ვა­უ­ჩერ­ზე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი უნდა და­ად­გი­ნოს მო­ქა­ლა­ქის შე­მო­სავ­ლე­ბის ის ზღვა­რი, რომ­ლის ზე­მო­თაც ადა­მი­ანს უნდა ეკ­რძა­ლე­ბო­დეს იცხოვ­როს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კმა­ყო­ფა­ზე. სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხოვ, გა­ა­კე­თე ის, რაც შენ შე­გიძ­ლია. ეს ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო ვა­ლია!

მე უარს ვამ­ბობ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა­ზე; დე­ნი­სა და გა­ზის უფა­სო ვა­უ­ჩერ­ზე, იმი­ტომ რომ გა­დავ­რჩი­ნო ლარი! შენ?! მარ­ტი­ვად და უბ­რა­ლოდ: შე­მოგ­ვი­ერ­თდით და გა­ა­ზი­ა­რეთ. ეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­აგ­ნო­ზიც იქ­ნე­ბა", - წერს ლა­გა­ზი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, რომ გადავარჩინო ლარი! შენ?!" - ეროვნული ვალუტის გადარჩენის ახალი გზა?

"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, რომ გადავარჩინო ლარი! შენ?!" - ეროვნული ვალუტის გადარჩენის ახალი გზა?

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე, ხათუნა ლაგაზიძე ეროვნული ვალუტის გადარჩენის ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას საყოველთაო დაზღვევასა და სახელმწიფო ვაუჩერებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამგვარად სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგება, რაც, თავის მხრივ, ლარის დევალვაციას შეაჩერებს:

"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?!

სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ 13 ივნისი არაა. საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები და ხარჯები და უპირველესად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად შემოსავლისა, ჯანმრთელობის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტს აკისრებს.

იმ პირობებში, როცა საგარეო ფაქტორები ლარის გაუფასურებას შეუქცევადს ხდის, ხელისუფლებას სჭირდება ბერკეტები იმისათვის, რომ ლარის კურსზე ზემოქმედი შიდა ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი - ბიუჯეტზე აკიდებული უზარმაზარი სოციალური ვალდებულებების შემცირებაა. ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა.

მატერიალური თვალსაზრისით ლარის შემდგომმა გაუფასურებამ საზოგადოებისთვის 13 ივნისზე მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენი სამოქალაქო და სოციალური სოლიდარობა ახლა არანაკლებ საჭიროა.

ამიტომ, ყველამ, ვისაც შემოსავლები საშუალებას გვაძლევს, რომ ტვირთად არ დავაწვეთ სახელმწიფო ბიუჯეტს, უარი ვთქვათ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანსებაზე; ზამთარობით - დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე.

ხელისუფლებამ კი უნდა დაადგინოს მოქალაქის შემოსავლების ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს იცხოვროს სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე. სანამ ხელისუფლებას მოსთხოვ, გააკეთე ის, რაც შენ შეგიძლია. ეს ჩვენი სოციალური და სამოქალაქო ვალია!

მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე; დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?! მარტივად და უბრალოდ: შემოგვიერთდით და გააზიარეთ. ეს ჩვენი საზოგადოების დიაგნოზიც იქნება", - წერს ლაგაზიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს