Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ დავეპატიჟე, იქ პირველი ვიქნებოდი"- ჭორვილელი მაღალჩინოსანი ივანიშვილის სასახლეში გამართული წვეულების შესახებ
"რომ დავეპატიჟე, იქ პირველი ვიქნებოდი"- ჭორვილელი მაღალჩინოსანი ივანიშვილის სასახლეში გამართული წვეულების შესახებ

ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ჭორ­ვი­ლა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

რე­ა­ლუ­რად, რა ხე­ბო­და ჭორ­ვი­ლა­ში - დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE იქ მყოფ ელი­სო ჩა­ფი­ძეს­თან და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა AMBEBI.GE-ს ყვე­ლა ზარი უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვეს.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის AMBEBI.GE სა­ჩხე­რის გამ­გე­ო­ბას და­უ­კავ­შირ­და.

"ჩემ­თვის არა­ვის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია ამ წვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ და არ ვყო­ფილ­ვარ", - უთხრა AMBEBI.GE-ს სა­ჩხე­რის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ირ­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ში (ჭორ­ვი­ლა­ში) ერეკ­ლე გრძე­ლიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, გუ­შინ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას არც სხვა გამ­გებ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ამ წვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. არც გამ­გებ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, რად­გან ახლა ერთი გამ­გე­ბე­ლი მან­ქა­ნა­ში მი­ზის და მე­ტყო­და ამ წვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ რამე თუ იცო­და. სოფ­ლის გამ­გე­ბე­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან, ეს ნამ­დვი­ლად ვიცი. ჩემ­თვის არა­ფე­რი შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბი­ათ, თო­რემ რომ და­ვე­პა­ტი­ჟე, იქ პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი", - გა­ნა­ცხა­და ერეკ­ლე გრძე­ლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბა იმე­რე­თის წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლებს მი­ე­ძღვნა. ჟურ­ნა­ლის­ტი დას­ძენს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის მი­ნის­ტრე­ბი და გამ­გებ­ლე­ბიც იყ­ვნენ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. ელი­სო კი­ლა­ძის თქმით, ამა­ვე დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, ეკა ხვე­დე­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღე იყო, თუმ­ცა არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს­წრე­ბოდ­ნენ თუ არა წვე­უ­ლე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე.

იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი წვე­უ­ლე­ბი­დან

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

"რომ დავეპატიჟე, იქ პირველი ვიქნებოდი"- ჭორვილელი მაღალჩინოსანი ივანიშვილის სასახლეში გამართული წვეულების შესახებ

"რომ დავეპატიჟე, იქ პირველი ვიქნებოდი"- ჭორვილელი მაღალჩინოსანი ივანიშვილის სასახლეში გამართული წვეულების შესახებ

ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლშია გადაღებული.

რეალურად, რა ხებოდა ჭორვილაში - დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE იქ მყოფ ელისო ჩაფიძესთან და ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა "ოცნების" დეპუტატებმა AMBEBI.GE-ს ყველა ზარი უპასუხოდ დატოვეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის AMBEBI.GE საჩხერის გამგეობას დაუკავშირდა.

"ჩემთვის არავის შეუტყობინებია ამ წვეულების შესახებ და არ ვყოფილვარ", - უთხრა AMBEBI.GE-ს საჩხერის გამგებლის წარმომადგენელმა საირხის ადმინისტრაციულ ორგანოში (ჭორვილაში) ერეკლე გრძელიშვილმა.

მისი თქმით, გუშინ გამართულ წვეულებას არც სხვა გამგებლები ესწრებოდნენ.

"ამ წვეულების შესახებ არაფერი ვიცოდი. არც გამგებლები ყოფილან, რადგან ახლა ერთი გამგებელი მანქანაში მიზის და მეტყოდა ამ წვეულების შესახებ რამე თუ იცოდა. სოფლის გამგებელები არ ყოფილან, ეს ნამდვილად ვიცი. ჩემთვის არაფერი შეუტყობინებიათ, თორემ რომ დავეპატიჟე, იქ პირველი ვიქნებოდი", - განაცხადა ერეკლე გრძელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გამართული წვეულება იმერეთის წარმატებულ ქალებს მიეძღვნა. ჟურნალისტი დასძენს, რომ ღონისძიებაზე მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრები და გამგებლებიც იყვნენ დაპატიჟებული. ელისო კილაძის თქმით, ამავე დღეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის დაბადების დღე იყო, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ესწრებოდნენ თუ არა წვეულებას ივანიშვილი და მისი მეუღლე.

იხილეთ ფოტოები წვეულებიდან

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"