გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება.
დასახელებულ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთი არის გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენია. bpn-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის პოსტზე ასევე განიხილება თბილისის ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.