ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლშია გადაღებული.
კილაძის ინფორმაციით, გამართული წვეულება იმერეთის წარმატებულ ქალებს მიეძღვნა. ჟურნალისტი დასძენს, რომ ღონისძიებაზე მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრები და გამგებლებიც იყვნენ დაპატიჟებული. ელისო კილაძის თქმით, ამავე დღეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის დაბადების დღე იყო, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ესწრებოდნენ თუ არა წვეულებას ივანიშვილი და მისი მეუღლე.