კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური სკანდალი ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილის ოჯახში: გარდაცვლილის მეუღლე მაზლს ქელეხის ფულის მითვისებაში ადანაშაულებს
ოჯახური სკანდალი ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილის ოჯახში: გარდაცვლილის მეუღლე მაზლს ქელეხის ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

17 ივ­ნისს ლა­გუ­ნა-ვე­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვე­ფხვის თავ­დას­ხმის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი, 43 წლის ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის ცოლი მოკ­ლუ­ლის ძმას, თა­მაზ ცუ­ხიშ­ვილს უჩი­ვის. ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე AMBEBI.GE-ს და­უ­კავ­შირ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რის დროს მე­დი­ა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

მისი თქმით, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნახ­სე­ნე­ბი არ იყო ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც იმ დროს თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძის თქმით, ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის ცხე­და­რი მის­მა ძმამ ცო­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­და­ას­ვე­ნა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ სო­ფელ წე­რე­თელ­ში, მშობ­ლე­ბის სახ­ლში. ცუ­ხიშ­ვი­ლის ცოლი თა­მაზ ცუ­ხიშ­ვი­ლის­გან იმ თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, რაც გამ­გე­ო­ბამ და შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად გა­და­რი­ცხა (ნა­ხეთ სი­უ­ჟე­ტი მო­და­ვე მხა­რე­ებ­ზე)

ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე (ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე): ოთარს ეს ამ­ბა­ვი 17 ივ­ნისს შე­ემ­თხვა, და­მი­მა­ლეს, რომ ოთა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ეს რომ შე­ვი­ტყვე, იმ დროს უკვე თა­ვის ძმას მიჰ­ყავ­და სახ­ლში. და­ვუ­რე­კე, არ წა­იყ­ვა­ნოთ, ოთა­რი მო­მიყ­ვა­ნეთ სახ­ლში, სა­დაც 13 წლის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­და-თქო, მაგ­რამ არ დამ­თან­ხმდა, ამის გამო ავ­ტო­ბუ­სით წა­მოს­ვლის ნაც­ვლად თვითმფრი­ნა­ვით გად­მოვფრინ­დი და მა­ინც ვერ ჩა­მო­ვუს­წა­რი", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე.

მისი თქმით, ქმარ­თან ერ­თად თბი­ლის­ში, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში იყო წა­სუ­ლი, სა­დაც ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლიც ჩა­დი­ო­და ხოლ­მე. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ცოლი ამ­ბობს, დახ­მა­რე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით თა­მაზ ცუ­ხიშ­ვილ­მა სახ­ლში რე­მონ­ტი გა­ა­კე­თა.

"მე რო­გორც ვიცი, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ 7090 ლარი გა­და­უ­რი­ცხა, მაგ­რამ ხარ­ჯი მიზ­ნობ­რი­ვად არ და­ი­ხარ­ჯა. ქელე­ხის და გას­ვე­ნე­ბის ხარ­ჯებს არ ვგუ­ლისმხობ, სა­უ­ბა­რი მაქვს ხელ­ზე აღე­ბულ თან­ხა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ ძმამ და­ხარ­ჯა, სახ­ლში რე­მონ­ტი გა­ა­კე­თა. რო­გორც ვიცი, ოთა­რის სამ­სა­ხურ­მა ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად 3000 ლარი გა­დას­ცა. ამას გარ­და, თვი­თონ ძმამ მი­თხრა, რომ რო­მე­ლი­ღა­ცა და­ზღვე­ვის კომ­პა­ნი­ი­დან 1250 ლარი და­უ­რი­ცხეს. მე მე­ზობ­ლის ხე­ლით მხო­ლოდ 620 ლარი გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა არ იცოდ­ნენ, მაგ­რამ თვი­თონ ხომ იცოდ­ნენ, რომ ოთარს ოჯა­ხი ჰყავ­და, მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც არას­დროს მი­ა­ტო­ვებ­და და არც დავ­ტო­ვებ. ვი­თხოვ, რომ რაც ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად ხალ­ხმა თან­ხა გა­ი­ღო, უკან და­აბ­რუ­ნოს", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე­სა და ოჯა­ხის წევ­რს, თბი­ლი­სის მე­რი­ამ დახ­მა­რე­ბის სა­ხით 10 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა.

ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძის ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა თა­მაზ ცუ­ხიშ­ვი­ლი. AMBEBI.GE მას სო­ფელ წე­რე­თელ­ში ეს­ტუმ­რა, სა­დაც ის სახ­ლი გვა­ნა­ხა, რომ­ლი­და­ნაც ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლი გა­ას­ვე­ნეს და რო­მე­ლიც ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძის თქმით, აღე­ბუ­ლი თან­ხით გა­ა­რე­მონ­ტა.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმის თქმით, დაკ­რძალ­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შპა­ლე­რი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან მე­ზო­ბელს გა­აკ­ვრე­ვი­ნა, სახ­ლს კი ფან­ჯრე­ბი არ აქვს და ია­ტა­კიც ჩამ­ტვრე­უ­ლია. მი­სი­ვე თქმით, მარ­ნე­უ­ლის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ხარჯთაღ­რი­ცხვა გა­ა­კე­თა და ზუს­ტად ის თან­ხა გა­და­უ­რი­ცხეს, რაც დაკ­რძალ­ვის­თვის იყო სა­ჭი­რო.

"არა­ფე­რი არა­მიზ­ნობ­რი­ვად არ და­მი­ხარ­ჯავს, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, სახ­ლში მობ­რძან­დეს და დე­ტა­ლუ­რად გა­ვარ­კვევ ყვე­ლა­ფერ­ში. გამ­გე­ო­ბამ რა თან­ხაც გად­მო­რი­ცხა, 7090 ლარი, ის წა­ი­ღო რეს­ტო­რან­მა, სა­დაც ქელე­ხი გა­კეთ­და, სხვა არა­ფე­რი გად­მო­უ­რი­ცხავთ.

მე რომ ფუ­ლის შეჭ­მა და ფუ­ლის აღე­ბა მდო­მო­და, მიც­ვა­ლე­ბულ­ზე მო­ტა­ნილ შე­სა­წირს ავი­ღებ­დი. ხალ­ხი მე­კი­თხე­ბო­და, რა­ტომ არ აი­ღეო, ჩემს ძმას ფულ­ში არ ვცვლი, რა­ტომ ავ­რცე­ლებს ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას? თა­ვად ნა­ხეთ რა რე­მონ­ტიც გა­ვა­კე­თე, შპა­ლე­რი ჩემი ხელ­ფა­სი­დან გა­ვა­კა­რი", - ამ­ბობს თა­მაზ ცუ­ხიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან მი­უ­ტა­ნეს 3000 ლარი, რო­მელ­საც დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

"ბო­ლოს ჩემ­მა ძმამ ერთი კვი­რით ადრე და­მი­რე­კა, მი­თხრა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე მაქვს შენ­თან, სახ­ლი უნდა გავ­ყი­დო და უკ­რა­ი­ნა­ში მივ­დი­ვა­რო. რა გინ­და მეთ­ქი უკ­რა­ი­ნა­ში და სხვა ცოლი უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო. აქ იმი­ტომ გად­მო­ვას­ვე­ნე, რომ ის ქალ­ბა­ტო­ნი თურ­ქეთ­ში იყო და სამი დღე უპატ­რო­ნოდ მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა ჩემი ძმა? რაც შე­ე­ხე­ბა რე­მონტს, ნა­ხეთ რო­გო­რი რე­მონ­ტი მაქვს, ამას რე­მონ­ტი ჰქვია? სახ­ლს ფან­ჯა­რა არ აქვს, ია­ტა­კი გას­ვე­ნე­ბის დღეს ჩა­ტყდა", - ამ­ბობს თა­მაზ ცუ­ხიშ­ვი­ლი.

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ დაკ­რძალ­ვის­თვის სა­ჭი­რო ხარჯთაღ­რი­ცხვა გა­კეთ­და და თა­მაზ ცუ­ხიშ­ვილს ზუს­ტად იმ­დე­ნი გა­და­უ­რი­ცხეს, რამ­დე­ნიც დაკ­რძალ­ვის­თვის იყო სა­ჭი­რო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის ძმას ზედ­მე­ტი თან­ხა არ აუ­ღია.

"მო­ქა­ლა­ქე ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გამ­გე­ო­ბამ თა­ვის თავ­ზე აიღო ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. სო­ფელ წე­რე­თელ­ში გამ­გებ­ლის შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მოხ­სე­ნე­ბა არ­სე­ბობს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი, გვა­რი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა­ფე­რია შე­ფა­სე­ბუ­ლი.

თითო თეთ­რია გა­წე­რი­ლი, სად რა იყო სა­ჭი­რო, ჯამ­ში გა­და­ე­რი­ცხა 7090 ლარი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო დაკ­რძალ­ვის სუფ­რის­თვის. უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მოხ­და 19 ივ­ნისს თა­მაზ ცუ­ხიშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ზე", - ამ­ბობს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვუ­გარ მა­მე­დო­ვი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ოჯახური სკანდალი ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილის ოჯახში: გარდაცვლილის მეუღლე მაზლს ქელეხის ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

ოჯახური სკანდალი ვეფხვის მიერ მოკლული ოთარ ცუხიშვილის ოჯახში: გარდაცვლილის მეუღლე მაზლს ქელეხის ფულის მითვისებაში ადანაშაულებს

17 ივნისს ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი, 43 წლის ოთარ ცუხიშვილის ცოლი მოკლულის ძმას, თამაზ ცუხიშვილს უჩივის. ხათუნა ელბაქიძე AMBEBI.GE-ს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მომხდარის დროს მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არ იყო ოთარ ცუხიშვილის მეუღლე, რომელიც იმ დროს თურქეთში იმყოფებოდა. ხათუნა ელბაქიძის თქმით, ოთარ ცუხიშვილის ცხედარი მისმა ძმამ ცოლის ნებართვის გარეშე გადაასვენა მარნეულის რაიონ სოფელ წერეთელში, მშობლების სახლში. ცუხიშვილის ცოლი თამაზ ცუხიშვილისგან იმ თანხების დაბრუნებას ითხოვს, რაც გამგეობამ და შესაბამისმა სამსახურებმა დაღუპულის ოჯახის დასახმარებლად გადარიცხა (ნახეთ სიუჟეტი მოდავე მხარეებზე)

ხათუნა ელბაქიძე (ოთარ ცუხიშვილის მეუღლე): ოთარს ეს ამბავი 17 ივნისს შეემთხვა, დამიმალეს, რომ ოთარი გარდაცვლილი იყო, ეს რომ შევიტყვე, იმ დროს უკვე თავის ძმას მიჰყავდა სახლში. დავურეკე, არ წაიყვანოთ, ოთარი მომიყვანეთ სახლში, სადაც 13 წლის მანძილზე ცხოვრობდა-თქო, მაგრამ არ დამთანხმდა, ამის გამო ავტობუსით წამოსვლის ნაცვლად თვითმფრინავით გადმოვფრინდი და მაინც ვერ ჩამოვუსწარი", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ხათუნა ელბაქიძე.

მისი თქმით, ქმართან ერთად თბილისში, ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო წლებში სამუშაოდ თურქეთში იყო წასული, სადაც ოთარ ცუხიშვილიც ჩადიოდა ხოლმე. როგორც გარდაცვლილის ცოლი ამბობს, დახმარებისთვის მიღებული თანხით თამაზ ცუხიშვილმა სახლში რემონტი გააკეთა.

"მე როგორც ვიცი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 7090 ლარი გადაურიცხა, მაგრამ ხარჯი მიზნობრივად არ დაიხარჯა. ქელეხის და გასვენების ხარჯებს არ ვგულისმხობ, საუბარი მაქვს ხელზე აღებულ თანხაზე. ყველაფერი თვითონ ძმამ დახარჯა, სახლში რემონტი გააკეთა. როგორც ვიცი, ოთარის სამსახურმა ოჯახის დასახმარებლად 3000 ლარი გადასცა. ამას გარდა, თვითონ ძმამ მითხრა, რომ რომელიღაცა დაზღვევის კომპანიიდან 1250 ლარი დაურიცხეს. მე მეზობლის ხელით მხოლოდ 620 ლარი გამომიგზავნა.

ჟურნალისტებმა არ იცოდნენ, მაგრამ თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ოთარს ოჯახი ჰყავდა, მეუღლე, რომელიც არასდროს მიატოვებდა და არც დავტოვებ. ვითხოვ, რომ რაც ოჯახის დასახმარებლად ხალხმა თანხა გაიღო, უკან დააბრუნოს", - ამბობს ხათუნა ელბაქიძე.

მისივე თქმით, როგორც ოთარ ცუხიშვილის მეუღლესა და ოჯახის წევრს, თბილისის მერიამ დახმარების სახით 10 000 ლარი ჩაურიცხა.

ხათუნა ელბაქიძის ბრალდებას უარყოფს გარდაცვლილის ძმა თამაზ ცუხიშვილი. AMBEBI.GE მას სოფელ წერეთელში ესტუმრა, სადაც ის სახლი გვანახა, რომლიდანაც ოთარ ცუხიშვილი გაასვენეს და რომელიც ხათუნა ელბაქიძის თქმით, აღებული თანხით გაარემონტა.

გარდაცვლილის ძმის თქმით, დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით შპალერი საკუთარი ხელფასიდან მეზობელს გააკვრევინა, სახლს კი ფანჯრები არ აქვს და იატაკიც ჩამტვრეულია. მისივე თქმით, მარნეულის გამგეობის წარმომადგენელმა ხარჯთაღრიცხვა გააკეთა და ზუსტად ის თანხა გადაურიცხეს, რაც დაკრძალვისთვის იყო საჭირო.

"არაფერი არამიზნობრივად არ დამიხარჯავს, ვისაც აინტერესებს, სახლში მობრძანდეს და დეტალურად გავარკვევ ყველაფერში. გამგეობამ რა თანხაც გადმორიცხა, 7090 ლარი, ის წაიღო რესტორანმა, სადაც ქელეხი გაკეთდა, სხვა არაფერი გადმოურიცხავთ.

მე რომ ფულის შეჭმა და ფულის აღება მდომოდა, მიცვალებულზე მოტანილ შესაწირს ავიღებდი. ხალხი მეკითხებოდა, რატომ არ აიღეო, ჩემს ძმას ფულში არ ვცვლი, რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას? თავად ნახეთ რა რემონტიც გავაკეთე, შპალერი ჩემი ხელფასიდან გავაკარი", - ამბობს თამაზ ცუხიშვილი.

მისივე თქმით, ოთარ ცუხიშვილის თანამშრომლებმა სამსახურიდან მიუტანეს 3000 ლარი, რომელსაც დაკრძალვისთვის გამოიყენებდა.

"ბოლოს ჩემმა ძმამ ერთი კვირით ადრე დამირეკა, მითხრა სერიოზული საქმე მაქვს შენთან, სახლი უნდა გავყიდო და უკრაინაში მივდივარო. რა გინდა მეთქი უკრაინაში და სხვა ცოლი უნდა მოვიყვანოო. აქ იმიტომ გადმოვასვენე, რომ ის ქალბატონი თურქეთში იყო და სამი დღე უპატრონოდ მიმეტოვებინა ჩემი ძმა? რაც შეეხება რემონტს, ნახეთ როგორი რემონტი მაქვს, ამას რემონტი ჰქვია? სახლს ფანჯარა არ აქვს, იატაკი გასვენების დღეს ჩატყდა", - ამბობს თამაზ ცუხიშვილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ დაკრძალვისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა და თამაზ ცუხიშვილს ზუსტად იმდენი გადაურიცხეს, რამდენიც დაკრძალვისთვის იყო საჭირო. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმას ზედმეტი თანხა არ აუღია.

"მოქალაქე ოთარ ცუხიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამგეობამ თავის თავზე აიღო ოჯახის დახმარების ვალდებულება. სოფელ წერეთელში გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენება არსებობს, სადაც აღნიშნულია გარდაცვლილი მოქალაქის სახელი, გვარი და ამის საფუძველზე ყველაფერია შეფასებული.

თითო თეთრია გაწერილი, სად რა იყო საჭირო, ჯამში გადაერიცხა 7090 ლარი, რომელიც საჭირო იყო დაკრძალვის სუფრისთვის. უნაღდო ანგარიშსწორება მოხდა 19 ივნისს თამაზ ცუხიშვილის ანგარიშზე", - ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია