სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს
დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს

კი­რო­ვის ყო­ფი­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ცე­ცხლი ქარ­ხნის შე­ნო­ბა­ში გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა კობა ხა­ჩი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა სა­ამ­ქრო­ში, რო­მე­ლიც ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი , სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გია ჩამ­რთვე­ლი­დან გა­თი­შუ­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დე­ნე­ბი ვერ გახ­დე­ბო­და ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი. კობა ხა­ჩი­ძე აცხა­დებს, რომ პი­რა­დად მას შე­ნო­ბა­ში ორი სა­ამ­ქრო ჰქონ­და. მისი თქმით, და­იწ­ვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და­ნად­გა­რი და ინ­ვენ­ტა­რი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ პი­რა­დად მას და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ად­გა.

კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, ლია ერა­ძის თქმით, მას ქარ­ხნის შე­ნო­ბა­ში მატ­რა­სე­ბის სა­ამ­ქრო ჰქონ­და და სა­ვა­რა­უ­დო ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც მას ხან­ძრის შე­დე­გად მი­ად­გა 200 000 დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა.

ამ დრო­ი­სათ­ვის ხან­ძრის ად­გი­ლას კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს მცი­რე კე­რე­ბის ჩაქ­რო­ბა. ასე­ვე გა­და­კე­ტი­ლია შე­ნო­ბის ერთი ნა­წი­ლი, სა­დაც საყ­რდე­ნი კედ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს. ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კედ­ლის დე­მონ­ტა­ჟი უნდა მოხ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს

დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს

კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ქარხნის შენობაში განზრახ გააჩინეს.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა კობა ხაჩიძემ განაცხადა, ყველა საამქროში, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული , სამუშაო დღის ბოლოს ელექტროენერგია ჩამრთველიდან გათიშულია და აქედან გამომდინარე, სადენები ვერ გახდებოდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. კობა ხაჩიძე აცხადებს, რომ პირადად მას შენობაში ორი საამქრო ჰქონდა. მისი თქმით, დაიწვა ძვირადღირებული დანადგარი და ინვენტარი. დაზარალებული აცხადებს, რომ პირადად მას დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

კიდევ ერთი დაზარალებულის, ლია ერაძის თქმით, მას ქარხნის შენობაში მატრასების საამქრო ჰქონდა და სავარაუდო ზარალი, რომელიც მას ხანძრის შედეგად მიადგა 200 000 დოლარს აღემატება.

ამ დროისათვის ხანძრის ადგილას კვლავ მიმდინარეობს მცირე კერების ჩაქრობა. ასევე გადაკეტილია შენობის ერთი ნაწილი, სადაც საყრდენი კედლის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ აღნიშნული კედლის დემონტაჟი უნდა მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია