საქართველოში 29 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავა აცხადებს, დღეიდან წვიმის ნალექის ინტენსივობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესუსტდება. დასავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
28 აგვისტოს კი საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში - 32 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოში - 32 გრადუსი.
29 აგვისტოდან მთელს საქართველოში გამოიდარებს. ტემპერატურა თანდათან, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 34 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 29 აგვისტოს 26 გრადუსი იქნება.
30 აგვისტოს მცირე ნალექი იქნება ბათუმში. შემდეგ კი 4 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.