საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკების დემონტაჟს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის შურისძიება.
"დღეს დილით, ბათუმში რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა "ალი და ნინოს" ქანდაკება დაანგრია" - წერს სააკაშვილი.
თამარ კვესიტაძის ნამუშევარი "ალი და ნინოს" მოძრავი ქანდაკება ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. დემონტაჟის დროს ერთერთი ქანდაკება დაზიანდა.