მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაატარეს საზაფხულო შვებულება მსოფლიოს ლიდერებმა
როგორ გაატარეს საზაფხულო შვებულება მსოფლიოს ლიდერებმა

უცხო­ელ­მა ლი­დე­რებ­მა წელს მო­ა­ხერ­ხეს, პო­ლი­ტი­კი­სა­გან ცოტა ხნით და­ეს­ვე­ნათ. ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას გა­უ­მარ­თლა და არ მო­უ­წია ორ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა, რო­გორც ეს წინა წლებ­ში ხდე­ბო­და.

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ დე­ვიდ კე­მე­რო­ნის შვე­ბუ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ათს ატა­რებ­და. მსოფ­ლიო მმარ­თვე­ლებს წინ მძი­მე შე­მოდ­გო­მა ელით, მა­ნამ­დე კი ვნა­ხოთ, ვინ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა სა­ზა­ფხუ­ლო შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა.

ბა­რაკ ობა­მამ ცოლ­თან, ორ ქა­ლიშ­ვილ­თან და ძაღ­ლებ­თან, ბო და სა­ნის­თან ერ­თად მა­სა­ჩუ­სეც­ში, ოჯა­ხურ სახ­ლში გა­ა­ტა­რა შვე­ბუ­ლე­ბა. სახ­ლში შვი­დი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ცხრა აბა­ზა­ნა, ჯამ­ში კი ჩვიდ­მე­ტი ოთა­ხია. თან ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სამი მხატ­ვრუ­ლი და სამი სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნი წა­ი­ღო წა­სა­კი­თხად. ობა­მა, რო­მე­ლიც გოლ­ფის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია, ყო­ველ­დღე თა­მა­შობ­და და ის გოლ­ფის მდე­ლო­ზე ბილ კლინ­ტონ­თან და მსოფ­ლიო ბან­კის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თა­დაც იხი­ლეს.

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ვიდ კე­მე­რო­ნი კორ­ნუ­ოლ­ში ის­ვე­ნებ­და. იქ ის პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან ეკო­ნომ­კლა­სით გა­დაფ­რინ­და. დე­ვიდ კე­მე­რო­ნი 2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კორ­ნუ­ოლ­ში ატა­რებს სა­ზა­ფხუ­ლო შვე­ბუ­ლე­ბას. კორ­ნუ­ო­ლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღით კე­მე­რო­ნი შოტ­ლან­დი­ურ კუნ­ძულ ჯუ­რა­ზე გა­და­ვი­და, სა­დაც მისი სი­მამ­რი ას­ტო­რის ვი­კონ­ტი ობ­შო­რულ სახ­ლს ფლობს.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად სამ­ხრეთ ტრი­პოლ­ში ლაშ­ქრო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. შვე­ბუ­ლე­ბა მერ­კელ­მა ზღვის დო­ნი­დან 2275 მეტრზე გან­ლა­გე­ბულ მთა კრონპ­ლაც­ზე და­ი­წყო. მერ­კე­ლი იტა­ლი­ა­ში დას­ვე­ნე­ბას ხში­რად ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. მა­გა­ლი­თად, აღ­დგო­მის არ­და­დე­გებ­ზე ის იტა­ლი­ურ კუნ­ძულ ის­კა­ი­ა­ზე ის­ვე­ნებ­და.

კი­დევ ერთი ტრა­დი­ცი­უ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც მერ­კე­ლი ქმარ­თან იო­ჰან ზა­უ­ერ­თან ერ­თად ატა­რებს ხოლ­მე შვე­ბუ­ლე­ბას, ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ო­პე­რო ფეს­ტი­ვა­ლია ბა­ი­როტ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ გაატარეს საზაფხულო შვებულება მსოფლიოს ლიდერებმა

როგორ გაატარეს საზაფხულო შვებულება მსოფლიოს ლიდერებმა

უცხოელმა ლიდერებმა წელს მოახერხეს, პოლიტიკისაგან ცოტა ხნით დაესვენათ. ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაუმართლა და არ მოუწია ორკვირიანი შვებულების შეწყვეტა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონის შვებულება სამედიცინო ხასიათს ატარებდა. მსოფლიო მმართველებს წინ მძიმე შემოდგომა ელით, მანამდე კი ვნახოთ, ვინ როგორ მოახერხა საზაფხულო შვებულების გატარება.

ბარაკ ობამამ ცოლთან, ორ ქალიშვილთან და ძაღლებთან, ბო და სანისთან ერთად მასაჩუსეცში, ოჯახურ სახლში გაატარა შვებულება. სახლში შვიდი საძინებელი, ცხრა აბაზანა, ჯამში კი ჩვიდმეტი ოთახია. თან ამერიკის პრეზიდენტმა სამი მხატვრული და სამი სამეცნიერო წიგნი წაიღო წასაკითხად. ობამა, რომელიც გოლფის დიდი მოყვარულია, ყოველდღე თამაშობდა და ის გოლფის მდელოზე ბილ კლინტონთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან ერთადაც იხილეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი კორნუოლში ისვენებდა. იქ ის პორტუგალიიდან ეკონომკლასით გადაფრინდა. დევიდ კემერონი 2010 წლიდან მოყოლებული კორნუოლში ატარებს საზაფხულო შვებულებას. კორნუოლის შემდეგ რამდენიმე დღით კემერონი შოტლანდიურ კუნძულ ჯურაზე გადავიდა, სადაც მისი სიმამრი ასტორის ვიკონტი ობშორულ სახლს ფლობს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრადიციულად სამხრეთ ტრიპოლში ლაშქრობაში გაატარა. შვებულება მერკელმა ზღვის დონიდან 2275 მეტრზე განლაგებულ მთა კრონპლაცზე დაიწყო. მერკელი იტალიაში დასვენებას ხშირად ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, აღდგომის არდადეგებზე ის იტალიურ კუნძულ ისკაიაზე ისვენებდა.

კიდევ ერთი ტრადიციული ადგილი, სადაც მერკელი ქმართან იოჰან ზაუერთან ერთად ატარებს ხოლმე შვებულებას, ყოველწლიური საოპერო ფესტივალია ბაიროტში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა