საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი ჯადოს შესახებ - როგორ მივხვდეთ, რომ ჯადო გვაქვს გაკეთებული და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
ყველაფერი ჯადოს შესახებ - როგორ მივხვდეთ, რომ ჯადო გვაქვს გაკეთებული და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ჯა­დო­ე­ბის, შე­ლოც­ვე­ბის, ავი თვა­ლის ბევ­რს სჯე­რა. ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, მათ შო­რის რე­ლი­გი­უ­რი ხალ­ხიც, ამას ცრურ­წმე­ნას უწო­დებს და ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევს, ნაკ­ლე­ბად სჯე­რო­დეთ მსგავ­სი რა­მე­ე­ბის.

თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ჩვენ გარ­შე­მო მკი­თხა­ვე­ბი, ჯა­დოქ­რე­ბი თუ მჩხი­ბა­ვე­ბი მომ­რავ­ლდნენ და ათას­გვა­რი ჯა­დოს გა­კე­თე­ბა­ზე თუ პი­რი­ქით, ჯა­დოს მოხ­სნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ასე რომ, ეს მა­სა­ლა მათ­თვი­საა, ვი­საც ჯა­დო­ე­ბის სჯე­რა.

თურ­მე, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მოფრ­თხი­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ეს სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა უბ­რა­ლო ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი, არა­მედ მას­ზე თქვენ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და თქვე­ნი ენერ­გე­ტი­კაა აღ­ბეჭ­დი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა არა­კე­თი­ლის­მსურ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს. ხან­და­ხან ერ­თა­დერთ ფო­ტოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლაც შე­უძ­ლია.

ავი თვა­ლი და ფოტო

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს. ახალ­გა­მო­ჩე­კი­ლი ოთხი წი­წი­ლა ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დეს, მერე კი სა­გან­გე­ბო ნიშ­ნე­ბი გა­უ­კე­თეს ზურ­გებ­ზე, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნეს­ხვა­ვე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ სამი წი­წი­ლის ფოტო გვერ­დზე გა­და­დეს, მე­ო­თხე­სი კი გა­ამ­რავ­ლეს და ნაც­ნობ-მე­გობ­რებს და­უ­რი­გეს.

ფო­ტოს­თან ერ­თად ნაც­ნო­ბე­ბი და­ა­რი­გეს: თუ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბო­დათ ან უბ­რა­ლოდ მო­წყე­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხულ ყვი­თელ არ­სე­ბას და ფიქ­რე­ბით ეცა­დათ, ამ წი­წი­ლის­გან აე­ღოთ ძა­ლე­ბი.

შე­დე­გად, ექ­სპე­რი­მენ­ტის "მსხვერ­პლად" ქცე­უ­ლი წი­წი­ლა ყვე­ლას თვალ­წინ შე­იც­ვა­ლა. ცუ­დად ვი­თარ­დე­ბო­და, სხვებს ჩა­მორ­ჩე­ბო­და, ბო­ლოს ძა­ლი­ან მო­დუნ­და, ნაკ­ლებს მოძ­რა­ობ­და და ცოტა ხან­ში მოკ­ვდა კი­დეც.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ფო­ტო­სუ­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გარ­ღვე­ვა და გა­მო­წო­ვა. ექ­სტრა­სენსთა აზ­რით კი, ფო­ტოს "გათ­ვალ­ვა" ძა­ლი­ან იო­ლია. ძი­რი­თა­დად, გათ­ვალ­ვა შე­უძ­ლია შუ­რი­ან ან გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ანს. თქვე­ნი ფოტო რომ და­იც­ვათ, მას­ზე რა­ი­მე წარ­წე­რა გა­ა­კე­თეთ.

თუ ფო­ტოს სა­ჩუქ­რად აძ­ლევთ, წა­ა­წე­რეთ რა­ღაც ასე­თი: "სა­მუ­და­მო მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად" ან სხვა. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ გათ­ვალ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში. თუმ­ცა არა ჯა­დოს მო­ცი­ლე­ბა­ში.

ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს ხომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად, უნე­ბუ­რა­დაც შე­უძ­ლია გათ­ვალ­ვა ან და­წყევ­ლაც კი, ჯა­დოს გა­კე­თე­ბა კი მხო­ლოდ მა­გებს ხე­ლე­წი­ფე­ბი­ათ, რომ­ლე­ბიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ვი­ან ბე­დის გან­ვი­თა­რე­ბის წე­სებ­ში. რაც უფრო სუს­ტია ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ემო­ცი­უ­რად, მით უფრო იო­ლია მისი მო­ჯა­დო­ე­ბა და მით უფრო დრა­მა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მას­ზე შე­ლოც­ვის მოქ­მე­დე­ბა.

თურ­მე, ფო­ტო­სუ­რათ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჯადო ადა­მი­ა­ნის აუ­რა­ში გა­და­დის, რად­გან ადა­მი­ან­სა და მის ფო­ტოს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი არ­სე­ბობს. ნუ­რას­დროს ნუ გა­და­აგ­დებთ ფო­ტო­ებს, მით უმე­ტეს, სახ­ლის გა­რეთ. ალ­ბო­მებ­ში ან კო­ლო­ფებ­ში შე­ი­ნა­ხეთ. ნუ აჩუ­ქებთ ფო­ტოს ნაკ­ლე­ბად ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს და ნურც ყო­ფილ ცო­ლებ­სა და ქმრებს და­უ­ტო­ვებთ. თქვენ ხომ არ იცით, რო­გო­რი პარტნი­ო­რე­ბი ეყო­ლე­ბათ მათ მო­მა­ვალ­ში და რამ­დე­ნად ეჭ­ვი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი.

სხვა­დასხვა სა­ხის ჯადო

ჯადო მრა­ვალ­გვა­რი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი ნე­ბის­ყო­ფის შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი და სხვი­სი ბრძა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი - ეს ჯადო ქარ­ზე, მტვერ­ზე კეთ­დე­ბა. არის ჯადო უნა­ყო­ფო­ბა­ზე, იმ­პო­ტენ­ცი­ა­ზე. ბევ­რს გა­უ­გია ათას­გვა­რი ჯა­დო­ე­ბი ცვი­ლის ფი­გუ­რე­ბით, და­ხო­ცი­ლი ცხო­ვე­ლე­ბით თუ დამ­პა­ლი მცე­ნა­რე­უ­ლო­ბით.

როცა ზღურ­ბლზე ნა­გა­ვი ყრია, არას­დროს არის ეს კარ­გი. ხში­რად ზღურ­ბლზე მზე­სუმ­ზი­რას ყრი­ან, რომ ოჯახ­ში უფუ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნონ. რგო­ლად შეკ­რუ­ლი თო­კე­ბი და ძა­ფე­ბი - სიმ­სივ­ნე­ე­ბი­სა და მა­მა­კა­ცუ­რი იმ­პო­ტენ­ცი­ის მომ­ტა­ნია, ბუმ­ბუ­ლე­ბი, ბეჭ­დე­ბი - მარ­ტო­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჯა­დოა. რა­საც კა­რის ზღურ­ბლზე ყრი­ან, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ჯა­დოდ იქ­ცეს პატ­რო­ნის უყუ­რა­დღე­ბო­ბის შე­დე­გად. ამი­ტომ, არას­დროს აი­ღოთ არა­ფე­რი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სიც კი, რაც თქვენს კარ­თან გა­რეთ დევს. ჯო­ბია, ჯო­ხით ან ტო­ტით გა­და­აგ­დოთ სახ­ლი­დან შორს. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, კვა­ლი წყლი­თაც მო­ა­სუფ­თა­ვეთ. ასე­ვე არ არის სა­სურ­ვე­ლი გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე რა­ი­მეს აღე­ბა. ესეც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯადო, რო­მე­ლიც თქვენ­ზე გად­მო­ვა.

ჯადო ტე­ლე­ფო­ნით?

ხან­და­ხან ადა­მი­ანს კენ­ტი რი­ცხვის ყვა­ვი­ლე­ბის­გან შემ­დგარ თა­ი­გულს შეგ­ნე­ბუ­ლად ჩუქ­ნი­ან, თა­ნაც, წვრილ ყვა­ვი­ლებს ირ­ჩე­ვენ, რომ ეს თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი არ იყოს; თუ სახ­ლში ბეწ­ვის ქულა იპო­ვეთ, არა­და, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი არ გყავთ, ე.ი. ვი­ღა­ცა თქვენს ოჯახ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბის შე­ტა­ნას ცდი­ლობს. ასე­ვე ტო­ვე­ბენ კა­რის წინ ცა­რი­ელ ბოთ­ლებს - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხის უფ­როსს ალ­კოჰო­ლის­კენ უბიძ­გე­ბენ. თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა ფოტო ან უცებ იპო­ვეთ და­ხე­უ­ლი, ან სხვა ფო­ტოს­თან მი­წე­ბე­ბუ­ლი, ესეც ჯა­დოს ნი­შა­ნია.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი - არ ღირს თურ­მე ალ­ვის ხეს­თან და იფან­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა, რად­გან ეს ხე­ე­ბი ენერ­გი­ას აც­ლი­ან. ფო­ტო­ე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ხე­ე­ბია არყი, ალუ­ბა­ლი, ასე­ვე სხვა ნა­ყო­ფი­ე­რი ხე­ე­ბი, რად­გან მათი ენერ­გე­ტი­კა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

სხვა­თა შო­რის, თურ­მე ჯა­დოს გა­კე­თე­ბა ტე­ლე­ფო­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, როცა ზარი ირე­კე­ბა, ყურ­მილს იღებთ და არა­ვინ გპა­სუ­ხობთ. ასეთ დრო­საც შე­იძ­ლე­ბა სა­დე­ნის მე­ო­რე მხა­რეს ვი­ღაც შე­ლოც­ვას ბუტ­ბუ­ტებ­დეს. ამი­ტომ, თუ ტე­ლე­ფონ­ში სი­ჩუ­მეა, მა­შინ­ვე და­კი­დეთ ყურ­მი­ლი.

ჯა­დოს­გან თავ­დაც­ვა

ჯა­დოს­გან თავ­და­სა­ცა­ვად ადა­მი­ანს ძლი­ე­რი ნება და სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბის უნა­რი უნდა გა­აჩ­ნდეს. კონ­კრე­ტუ­ლი თი­ლის­მა ვერ გიშ­ვე­ლით, თუ ის ზუს­ტად თქვენ­თვის არ არის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი. უნი­ვერ­სა­ლუ­რი თი­ლის­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლას და­ი­ცავს, არ არ­სე­ბობს. როცა ატყობ, რომ ადა­მი­ანს ცუდი ენერ­გე­ტი­კა აქვს და ეს შენ­ზეც გად­მო­დის, ამ დროს თქვენ შო­რის ბა­რი­ე­რი უნდა წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ან, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვენ გარ­კვე­ულ პი­რა­მი­და­ში ხართ, რო­მე­ლიც მის­გან და­გი­ცავთ. სხვა­თა შო­რის, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი რა­ღაც დო­ზით მა­გია, ჯა­დოქ­რად კი ის კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა, ვინც ამას აც­ნო­ბი­ე­რებს და იცის, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გი­უ­რი ქმე­დე­ბა; ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ თვი­სე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც. თუმ­ცა, თუ ადა­მი­ა­ნი ჯა­დოქ­რო­ბით, შავი მა­გი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ეგო­ის­ტუ­რად ერე­ვა სხვე­ბის ევო­ლუ­ცი­ის ხაზ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად თვი­თო­ნაც და­ზა­რალ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი წინა ცხოვ­რე­ბა­ში იყო ამით და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში მა­ხინ­ჯი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იბა­დე­ბა, ან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

სახლის სახურავში ვიპოვეთ ოთხიცალი კვერცხიი კუთხეებში იდოო რასთან გვაქ საქმეე

საირმე
2

🤔

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ყველაფერი ჯადოს შესახებ - როგორ მივხვდეთ, რომ ჯადო გვაქვს გაკეთებული და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ყველაფერი ჯადოს შესახებ - როგორ მივხვდეთ, რომ ჯადო გვაქვს გაკეთებული და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

ჯადოების, შელოცვების, ავი თვალის ბევრს სჯერა. ადამიანთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის რელიგიური ხალხიც, ამას ცრურწმენას უწოდებს და ადამიანებს ურჩევს, ნაკლებად სჯეროდეთ მსგავსი რამეების.

თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ გარშემო მკითხავები, ჯადოქრები თუ მჩხიბავები მომრავლდნენ და ათასგვარი ჯადოს გაკეთებაზე თუ პირიქით, ჯადოს მოხსნაზე მუშაობენ. ასე რომ, ეს მასალა მათთვისაა, ვისაც ჯადოების სჯერა.

თურმე, ფოტოსურათები განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, რადგან ეს სულაც არ ყოფილა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, არამედ მასზე თქვენ შესახებ ინფორმაცია და თქვენი ენერგეტიკაა აღბეჭდილი, რაც შეიძლება არაკეთილისმსურველმა გამოიყენოს. ხანდახან ერთადერთ ფოტოს მთელი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია.

ავი თვალი და ფოტო

გარკვეული პერიოდის წინ მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ახალგამოჩეკილი ოთხი წიწილა ფოტოზე აღბეჭდეს, მერე კი საგანგებო ნიშნები გაუკეთეს ზურგებზე, რომ მოგვიანებით ერთმანეთისგან განესხვავებინათ. ამის შემდეგ სამი წიწილის ფოტო გვერდზე გადადეს, მეოთხესი კი გაამრავლეს და ნაცნობ-მეგობრებს დაურიგეს.

ფოტოსთან ერთად ნაცნობები დაარიგეს: თუ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა ექნებოდათ ან უბრალოდ მოწყენილები იქნებოდნენ, ყურადღებით დაკვირვებოდნენ ფოტოზე გამოსახულ ყვითელ არსებას და ფიქრებით ეცადათ, ამ წიწილისგან აეღოთ ძალები.

შედეგად, ექსპერიმენტის „მსხვერპლად“ ქცეული წიწილა ყველას თვალწინ შეიცვალა. ცუდად ვითარდებოდა, სხვებს ჩამორჩებოდა, ბოლოს ძალიან მოდუნდა, ნაკლებს მოძრაობდა და ცოტა ხანში მოკვდა კიდეც.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ექსპერიმენტი შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის მეშვეობით ენერგეტიკული პოტენციალის გარღვევა და გამოწოვა. ექსტრასენსთა აზრით კი, ფოტოს „გათვალვა“ ძალიან იოლია. ძირითადად, გათვალვა შეუძლია შურიან ან გაბრაზებულ ადამიანს. თქვენი ფოტო რომ დაიცვათ, მასზე რაიმე წარწერა გააკეთეთ.

თუ ფოტოს საჩუქრად აძლევთ, წააწერეთ რაღაც ასეთი: „სამუდამო მეგობრობის ნიშნად“ ან სხვა. ეს დაგეხმარებათ გათვალვის თავიდან აცილებაში. თუმცა არა ჯადოს მოცილებაში.

ჩვეულებრივ ადამიანს ხომ ქვეცნობიერად, უნებურადაც შეუძლია გათვალვა ან დაწყევლაც კი, ჯადოს გაკეთება კი მხოლოდ მაგებს ხელეწიფებიათ, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან ბედის განვითარების წესებში. რაც უფრო სუსტია ადამიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, მით უფრო იოლია მისი მოჯადოება და მით უფრო დრამატული იქნება მასზე შელოცვის მოქმედება.

თურმე, ფოტოსურათზე გაკეთებული ჯადო ადამიანის აურაში გადადის, რადგან ადამიანსა და მის ფოტოს შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი არსებობს. ნურასდროს ნუ გადააგდებთ ფოტოებს, მით უმეტეს, სახლის გარეთ. ალბომებში ან კოლოფებში შეინახეთ. ნუ აჩუქებთ ფოტოს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და ნურც ყოფილ ცოლებსა და ქმრებს დაუტოვებთ. თქვენ ხომ არ იცით, როგორი პარტნიორები ეყოლებათ მათ მომავალში და რამდენად ეჭვიანები იქნებიან ისინი.

სხვადასხვა სახის ჯადო

ჯადო მრავალგვარი არსებობს. მაგალითად, თქვენი ნებისყოფის შესამცირებელი და სხვისი ბრძანების შესასრულებელი - ეს ჯადო ქარზე, მტვერზე კეთდება. არის ჯადო უნაყოფობაზე, იმპოტენციაზე. ბევრს გაუგია ათასგვარი ჯადოები ცვილის ფიგურებით, დახოცილი ცხოველებით თუ დამპალი მცენარეულობით.

როცა ზღურბლზე ნაგავი ყრია, არასდროს არის ეს კარგი. ხშირად ზღურბლზე მზესუმზირას ყრიან, რომ ოჯახში უფულობა შეიტანონ. რგოლად შეკრული თოკები და ძაფები - სიმსივნეებისა და მამაკაცური იმპოტენციის მომტანია, ბუმბულები, ბეჭდები - მარტოობაზე გაკეთებული ჯადოა. რასაც კარის ზღურბლზე ყრიან, ყველაფერი შეიძლება ჯადოდ იქცეს პატრონის უყურადღებობის შედეგად. ამიტომ, არასდროს აიღოთ არაფერი, ძალიან ძვირფასიც კი, რაც თქვენს კართან გარეთ დევს. ჯობია, ჯოხით ან ტოტით გადააგდოთ სახლიდან შორს. თუ საშუალება გაქვთ, კვალი წყლითაც მოასუფთავეთ. ასევე არ არის სასურველი გზაჯვარედინზე რაიმეს აღება. ესეც შეიძლება იყოს ჯადო, რომელიც თქვენზე გადმოვა.

ჯადო ტელეფონით?

ხანდახან ადამიანს კენტი რიცხვის ყვავილებისგან შემდგარ თაიგულს შეგნებულად ჩუქნიან, თანაც, წვრილ ყვავილებს ირჩევენ, რომ ეს თვალში მოსახვედრი არ იყოს; თუ სახლში ბეწვის ქულა იპოვეთ, არადა, შინაური ცხოველები არ გყავთ, ე.ი. ვიღაცა თქვენს ოჯახში უსიამოვნების შეტანას ცდილობს. ასევე ტოვებენ კარის წინ ცარიელ ბოთლებს - ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის უფროსს ალკოჰოლისკენ უბიძგებენ. თუ მოულოდნელად გაქრა ფოტო ან უცებ იპოვეთ დახეული, ან სხვა ფოტოსთან მიწებებული, ესეც ჯადოს ნიშანია.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - არ ღირს თურმე ალვის ხესთან და იფანთან ფოტოს გადაღება, რადგან ეს ხეები ენერგიას აცლიან. ფოტოებისთვის საუკეთესო ხეებია არყი, ალუბალი, ასევე სხვა ნაყოფიერი ხეები, რადგან მათი ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს.

სხვათა შორის, თურმე ჯადოს გაკეთება ტელეფონითაც შეიძლება. მაგალითად, როცა ზარი ირეკება, ყურმილს იღებთ და არავინ გპასუხობთ. ასეთ დროსაც შეიძლება სადენის მეორე მხარეს ვიღაც შელოცვას ბუტბუტებდეს. ამიტომ, თუ ტელეფონში სიჩუმეა, მაშინვე დაკიდეთ ყურმილი.

ჯადოსგან თავდაცვა

ჯადოსგან თავდასაცავად ადამიანს ძლიერი ნება და საკუთარი თავის ფლობის უნარი უნდა გააჩნდეს. კონკრეტული თილისმა ვერ გიშველით, თუ ის ზუსტად თქვენთვის არ არის ინფორმაციულად დატვირთული. უნივერსალური თილისმა, რომელიც ყველას დაიცავს, არ არსებობს. როცა ატყობ, რომ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს და ეს შენზეც გადმოდის, ამ დროს თქვენ შორის ბარიერი უნდა წარმოიდგინოთ, ან, ჩათვალეთ, რომ თქვენ გარკვეულ პირამიდაში ხართ, რომელიც მისგან დაგიცავთ. სხვათა შორის, ნებისმიერი ადამიანი რაღაც დოზით მაგია, ჯადოქრად კი ის კლასიფიცირდება, ვინც ამას აცნობიერებს და იცის, როგორ განახორციელოს კონკრეტული მაგიური ქმედება; ასევე, შესაძლებელია ამ თვისების გაღვიძება და გააქტიურებაც. თუმცა, თუ ადამიანი ჯადოქრობით, შავი მაგიით არის დაკავებული და ეგოისტურად ერევა სხვების ევოლუციის ხაზში, აუცილებლად თვითონაც დაზარალდება. თუ ადამიანი წინა ცხოვრებაში იყო ამით დაკავებული, შემდეგ ცხოვრებაში მახინჯი და დაავადებული იბადება, ან, შესაძლებელია, დაბადებისთანავე გარდაიცვალოს.