ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში 25 წლის მამაკაცი დღეს დილით ჩამომხრჩვალი იპოვეს. მ.გ ნათესავებმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე თოკზე ჩამომხრჩვალი გამთენიისას ნახეს.
სუიციდის მიზეზი ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის უცნობია. გარდაცვლილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტი იყო და მაღრაანში მამიდასთან ცხოვრობდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.