შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამინ ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. "ასევე დადგინდა, რომ რამინ ა-მ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გაყიდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0031 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.
ვიდეო: ჰეროინის გაყიდვის ფაქტები ფონიჭალაში და დაკავებული ნარკორეალიზატორი