თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვის ფასი 2.42-დან 2.44 ლარამდე მერყეობს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.42 ლარიდან არის შესაძლებელი, თუმცა რიგ სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.44 ლარად იყიდება. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.39-2.40 ლარის ფარგლებში იბარებენ.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ვარაუდობენ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შესაძლოა, დღეს კიდევ დაეცეს. სავალუტო ჯიხურებში იმასაც ამბობენ, რომ ლარის გაცვლით კურსის შეცვლა ჯიხურებში დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება და სანამ ეროვნული ბანკი დღის ბოლოს ოფიციალურ გაცვლით კურსს დაადგენს, შესაძლოა, დოლარი ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაძვირდეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.3640 ლარია. ახალ კურსს, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ეროვნული ბანკი დღეს გამოაცხადებს.