პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანში წასვლისას ამ ხიდზე ბევრს გაუვლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა საერთო აქვს მას "ეიფელის კოშკთან"
ბაკურიანში წასვლისას ამ ხიდზე ბევრს გაუვლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა საერთო აქვს მას "ეიფელის კოშკთან"

ვი­საც ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ოდეს­მე და­უს­ვე­ნია, ბა­კუ­რი­ან­ში, ცემ­სა და წაღ­ვერ­ში ყო­ფი­ლა, მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია, უცხო იყოს ისე­თი საყ­ვა­რე­ლი და გემ­რი­ე­ლი ტრან­სპორ­ტი, რო­გო­რიც ბორ­ჯო­მი-ბა­კუ­რი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რე­ბე­ლი, სა­ხე­ლად "კუ­კუშ­კაა". მეც უზო­მოდ მიყ­ვარს ის და როცა კი იქით მოვ­ხვედ­რილ­ვარ, მას­ში ჩაჯ­დო­მა პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით მი­ხა­რია.

ბორ­ჯო­მი-ბა­კუ­რი­ა­ნის სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ერ­თა­დერ­თი ვიწ­რო­ლი­ან­და­გი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თია, რო­მე­ლიც ამ ორ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს შო­რის მოძ­რა­ობს და რო­მე­ლიც 1902 წელს გა­იხ­სნა. ამ ხაზ­ზე წლე­ბის მან­ძილ­ზე მცი­რე ორ­თქლმა­ვა­ლი და­დი­ო­და, რის გა­მოც დღეს არ­სე­ბულ ელექტრო­შე­მად­გენ­ლო­ბა­საც კი მეტ­სა­ხე­ლი "კუ­კუშ­კა" (ორ­თქლმავ­ლის რუ­სუ­ლი მეტ­სა­ხე­ლი) შე­მორ­ჩა. ხაზი ახ­ლაც ემ­სა­ხუ­რე­ბა ამა თუ იმ კუ­რორ­ტის (ბორ­ჯო­მი, წაღ­ვე­რი, ცემი, ბა­კუ­რი­ა­ნის) დამ­სვე­ნებ­ლებს.

ცემ­თან "კუ­კუშ­კას" ხიდ­ზე უწევს გა­დას­ვლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი კი, რკი­ნის ლე­გენ­და­რუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­აა, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრე გუს­ტავ ეი­ფე­ლის მიერ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი (ცნო­ბი­ლი "ეი­ფე­ლის კოშ­კის" ავ­ტო­რი).

ხიდი მი­ხე­ილ რო­მა­ნოვს საფ­რან­გეთ­ში შე­უკ­ვე­თავს მა­შინ უკვე ცნო­ბი­ლი კონ­სტრუქ­ტორ ეი­ფე­ლის­თვის. ად­გილ­ზე კი მისი მონ­ტა­ჟი კონ­სტრუქ­ტორ ბე­სა­რი­ონ ქე­ბუ­რი­ას გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. ხიდი, ისე­ვე რო­გორც ბორ­ჯო­მი-ბა­კუ­რი­ა­ნის სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი, 1902 წელს გა­იხ­სნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას "ეი­ფე­ლის ხიდს" ეძა­ხი­ან... ისე, თუ ცოტა მეტ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ნიგ­ზა ამ ლე­გენ­და­რულ ნა­გე­ბო­ბას, სა­სურ­ვე­ლი კი არ იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია... ხიდი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წაღ­ვერ­თან, მდი­ნა­რე ცე­მის­წყალ­ზეა გა­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ ხში­რად ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ცე­მი­დან წაღ­ვერ­ში ფე­ხით სწო­რედ ამ ხი­დის გავ­ლი­თაც უწევთ ჩას­ვლა-ამოს­ვლა (სა­ფეხ­მავ­ლო ნა­წი­ლიც აქვს, რო­მე­ლიც ხში­რად მი­უ­ხე­და­ვია) და რის­კის ქვეშ აყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს.

ამ ვიწ­რო­ლი­ან­და­გი­ა­ნი სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა ზო­გა­დად 1897 წელს და­წყე­ბუ­ლა და რთუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და რო­გორც უკვე ვთქვით, იქ 1902 წელს იან­ვრი­დან ბა­კუ­რი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ველ­მა "კუ­კუშ­კა" მა­ტა­რე­ბელ­მა გა­ი­ა­რა. მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კურ­სი­რე­ბის­თვის თა­ვი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ინ­გლი­სი­დან "პორ­ტე­რის" ტი­პის ორ­თქლმა­ვა­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს. მა­ტა­რე­ბელს ღია ტი­პის ვა­გო­ნე­ბი ებ­მო­და, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ მო­ა­ჯი­რე­ბით იყო შე­მო­ფარ­გლუ­ლი.

1967 წლი­დან პა­ტა­რა ორ­თქლმა­ვა­ლი ელექტრო­მა­ტა­რე­ბელ­მა შეც­ვა­ლა და ის ბორ­ჯომ­ში, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი, ექ­სპო­ნა­ტი, ისეა კვარ­ცხლბეკ­ზე შემ­დგა­რი და მისი ნახ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია. "კუ­კუშ­კა" ზამ­თარ­ში დღემ­დე ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლებ­საც, ტუ­რის­ტებს და დამ­სვე­ნებ­ლებს, რომ­ლე­ბიც იქ მუდ­მი­ვად, ზამ­თარ-ზა­ფხულ უხ­ვად არი­ან.

მოკ­ლედ, "კუ­კუშ­კა" მთე­ლი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა, რო­მელ­ზეც სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რაც არის შექ­მნი­ლი: "ჩემო პა­ტა­რა გუ­გუ­ლო,/ პა­ტა­რა მა­ტა­რე­ბე­ლო/, მთე­ლი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის/ გუ­ლის გამ­ხა­რე­ბე­ლო"...

თიკო
0

ყველაფერი ბორჯომში რუსების (რომანოვების) გაკეთებული არ არის, თუმცა დიდია მათი წვლილი ბორჯომის განვითარებაში, ისინი თუ რამეს აშენებდნენ და აკეთებდნენ ბორჯომში ისევდაისევ საკუთარი ფუფუნებისა და კონფორტის მოსაწყობად

ავტორი:

ბაკურიანში წასვლისას ამ ხიდზე ბევრს გაუვლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა საერთო აქვს მას "ეიფელის კოშკთან"

ბაკურიანში წასვლისას ამ ხიდზე ბევრს გაუვლია, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა საერთო აქვს მას "ეიფელის კოშკთან"

ვისაც ბორჯომის ხეობაში ოდესმე დაუსვენია, ბაკურიანში, ცემსა და წაღვერში ყოფილა, მისთვის შეუძლებელია, უცხო იყოს ისეთი საყვარელი და გემრიელი ტრანსპორტი, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, სახელად "კუკუშკაა". მეც უზომოდ მიყვარს ის და როცა კი იქით მოვხვედრილვარ, მასში ჩაჯდომა პატარა ბავშვივით მიხარია.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც ამ ორ დასახლებულ პუნქტს შორის მოძრაობს და რომელიც 1902 წელს გაიხსნა. ამ ხაზზე წლების მანძილზე მცირე ორთქლმავალი დადიოდა, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი მეტსახელი "კუკუშკა" (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) შემორჩა. ხაზი ახლაც ემსახურება ამა თუ იმ კურორტის (ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ბაკურიანის) დამსვენებლებს.

ცემთან "კუკუშკას" ხიდზე უწევს გადასვლა. აღნიშნული ხიდი კი, რკინის ლეგენდარული კონსტრუქციაა, რომელიც ალექსანდრე გუსტავ ეიფელის მიერ არის დამზადებული (ცნობილი "ეიფელის კოშკის" ავტორი).

ხიდი მიხეილ რომანოვს საფრანგეთში შეუკვეთავს მაშინ უკვე ცნობილი კონსტრუქტორ ეიფელისთვის. ადგილზე კი მისი მონტაჟი კონსტრუქტორ ბესარიონ ქებურიას განუხორციელებია. ხიდი, ისევე როგორც ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი, 1902 წელს გაიხსნა. ადგილობრივები მას "ეიფელის ხიდს" ეძახიან... ისე, თუ ცოტა მეტ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კრინიგზა ამ ლეგენდარულ ნაგებობას, სასურველი კი არ იქნება, უბრალოდ, აუცილებელია... ხიდი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წაღვერთან, მდინარე ცემისწყალზეა გადებული. ამიტომ ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას ცემიდან წაღვერში ფეხით სწორედ ამ ხიდის გავლითაც უწევთ ჩასვლა-ამოსვლა (საფეხმავლო ნაწილიც აქვს, რომელიც ხშირად მიუხედავია) და რისკის ქვეშ აყენებს ადამიანებს.

ამ ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ზოგადად 1897 წელს დაწყებულა და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა და როგორც უკვე ვთქვით, იქ 1902 წელს იანვრიდან ბაკურიანის მიმართულებით, პირველმა "კუკუშკა" მატარებელმა გაიარა. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისთვის თავიდან სპეციალურად ინგლისიდან "პორტერის" ტიპის ორთქლმავალი ჩამოიტანეს. მატარებელს ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემოფარგლული.

1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა შეცვალა და ის ბორჯომში, როგორც ისტორიული ძეგლი, ექსპონატი, ისეა კვარცხლბეკზე შემდგარი და მისი ნახვა ყველას შეუძლია. "კუკუშკა" ზამთარში დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსაც, ტურისტებს და დამსვენებლებს, რომლებიც იქ მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ უხვად არიან.

მოკლედ, "კუკუშკა" მთელი ბორჯომის ხეობის სიმბოლოა, რომელზეც საბავშვო სიმღერაც არის შექმნილი: "ჩემო პატარა გუგულო,/ პატარა მატარებელო/, მთელი ბორჯომის ხეობის/ გულის გამხარებელო"...

ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ხვალიდან ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო და ვის შეუძლია მისი დაცვა - ქართველი ნუტრიციოლოგის "ოქროს რჩევები"