ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორი დაავადებებით უწევს ზოგიერთ ადამიანს ცხოვრება. წარმოგიდგენთ ყველაზე ანომალიურ დიაგნოზებს, რაც ოდესმე ადამიანებისთვის დაუსვამთ.
ციკლოპია
ანუ ორის მაგივრად, ერთი თვალი. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დედის მუცელში ნაყოფს თვალის გუგები ერთმანეთში ეზრდება. ეს დაავადება შეუთავსებელია სიცოცხლესთან, ციკლოპები დაბადებიდან რამდენიმე დღეში კვდებიან.
სირენომელია
ანუ ქალთევზას სინდრომი. ასე ეწოდება ანომალიას, რომლის დროსაც ადამიანი შეზრდილი ფეხებით იბადება. ამის გამო ხშირად სასქესო ორგანოები არ ვითარდება ხოლმე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ანუსი განუვითარებელი რჩება.
ვადომა
ასეთ ადამიანებს ფეხზე ხუთი თითის ნაცვლად, ორი თითი აქვთ და ორივე თითი ცერა თითია. მეცნიერები თვლიან, რომ ის გაურკვეველი ვირუსითაა გამოწვეული, ან მის მიზეზად სისხლით ნათესავებს შორის ჩასახვა მოიაზრება.
ჰიპერტრიქოზი
თმის სწრაფი ზრდა, რაც მთელს სხეულს ფარავს. მათ შორის კანის იმ ნაწილებს, სადაც თმა საერთოდ არ უნდა იზრდებოდეს. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ნერვული სისტემის დაავადება, მაგალითად თავის ტვინის სიმსივნე ან ძლიერი სტრესი, ზოგიერთი ინფექციური დაავადება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და აგრეთვე ჰორმონალური ფონის დარღვევა.
მეტგემოგლობინემია
ასე ეწოდება მოვლენას, როდესაც ადამიანის კანი ლურჯი ფერის ხდება. ამას სისხლში მეტგემოგლობინის მატება იწვევს. აქედან მოდის დიაგნოზის სახელიც. შესაძლოა, კანის გალურჯება აგრეთვე მწვავე ქიმიურმა მოწამვლამ გამოიწვიოს.