კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"
"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"

"სილ­ქნეტ­მა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა" გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამ მო­თხოვ­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას მი­მარ­თეს კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს ფლო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სი­ამ 3 თვე­ში უნდა შე­ის­წავ­ლოს, მათი შერ­წყმით ბაზ­რის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა ხომ არ მოხ­დე­ბა და მერე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ბაზ­რის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას გა­და­წყვეტს კო­მი­სია და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ორი მსხვი­ლი ფირ­მის შერ­წყმა ინ­ტერ­ნე­ტის ტა­რიფ­ზე, რო­მე­ლიც და­ბა­ლი დღე­საც არ არის. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ორმა მომ­გე­ბი­ან­მა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­კუ­რენ­ტო კომ­პა­ნი­ამ რა­ტომ­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ში" გან­მარ­ტა­ვენ, რომ კორ­პო­რა­ცი­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან და მა­თაც გა­და­წყვი­ტეს, ამ­გვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­სინ­ჯონ. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ უმ­ჯო­ბე­სია არ­სე­ბობ­დეს ერთი მსხვი­ლი კომ­პა­ნია დიდი რე­სურ­სე­ბით, ვიდ­რე ორი სა­შუ­ა­ლო ან მცი­რე მო­თა­მა­შე და ამით მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკე­თეს მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღებს. "სილ­ქნეტ­ში" კი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი პა­ტა­რაა, კონ­კუ­რენ­ცია კი მა­ღა­ლია, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ზღუ­დავს და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბი, როცა ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მათ კონ­კუ­რენ­ცი­ას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­რა­ვინ უწევთ.

წლე­ვან­დე­ლი ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, "სილ­ქნე­ტი" ინ­ტერ­ნეტს 232 542 აბო­ნენტს აწ­ვდის, "კავ­კა­სუ­სი" კი 156 458-ს. მათ გარ­და, ბა­ზარ­ზე მცი­რე სეგ­მენ­ტე­ბი რჩე­ბა: "ახა­ლი ქსე­ლე­ბი" 43 026 აბო­ნენ­ტით, CGC-ი­ 25 648 აბო­ნენ­ტით და "ახ­ტე­ლი" 16 414­ აბო­ნენ­ტით.

ამ­დე­ნად, შერ­წყმის მი­ზე­ზად კონ­კუ­რენ­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოდ ჟღერს. ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის გარ­და, "სილ­ქნე­ტი" და "კავ­კა­სუ­სი" მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზიტ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ამ ბა­ზარ­ზეც არი­ან ყვე­ლა­ზე მსხვილ მო­თა­მა­შე­თა ხუ­თე­ულ­ში. "კავ­კა­სუ­სის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, "სილ­ქნეტს" ფიქ­სი­რე­ბუ­ლი (სა­დე­ნი­ა­ნი) სა­ტე­ლე­ფო­ნო აბო­ნენ­ტე­ბიც ჰყავს.

სხვა­თა შო­რის, "სილ­ქნეტ­მა" ცოტა ხნის წინ "მაგ­თი­კო­მის­გან" შე­ი­ძი­ნა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და აპა­რა­ტუ­რა, რი­თაც 10 ათას სა­ა­ბო­ნენ­ტო ნო­მერს ემ­სა­ხუ­რე­ბა (ინ­დექ­სით 244XXXX). შემ­დეგ "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა" და "მაგ­თი­კომ­მა" მი­მარ­თეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას, რომ "კავ­კა­სუსს" სურს, "მაგ­თის" გა­დას­ცეს ინ­ტერ­ნე­ტის სა­ცა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მაგ­თის" იუ­რის­ტე­ბი უკვე სწავ­ლო­ბენ "კავ­კა­სუ­სის" ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას "თი­ბი­სი ბან­კის" მი­მართ აქვს; სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 100-140 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე. სხვა­თა შო­რის, "კავ­კა­სუ­სის" გას­ხვი­სე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­ხელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი­ცა და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნეც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ მი­ზე­ზებს­ ასა­ხე­ლე­ბენ.

ზუ­რაბ კუ­კუ­ლა­ძე, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში: - ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე კომ­პა­ნი­ე­ბის სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რად­გან ბოლო წლებ­ში ინ­ტერ­ნეტ და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ბა­ზარ­ზე ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ მათ სა­სარ­გებ­ლოდ იც­ვლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცოტა ხნის წინ ბაზ­რის ორი­ვე ლი­დერ­მა კომ­პა­ნი­ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სე­ბი გა­ზარ­და - "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა"" - 5-7 ლა­რით, "სილ­ქნეტ­მა" კი 6-10 ლა­რით. მი­ზე­ზად "კავ­კა­სუს­მა" სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა ამა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და, არ გა­ნუ­მარ­ტავს.­ თუ კომ­პა­ნია ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, პრო­ვა­ი­დე­რე­ბი ინ­ტერ­ნეტს, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­ში ყი­დუ­ლო­ბენ, ხოლო ლარი ევ­როს მი­მართ ისე არ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლა, რო­გორც ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის მი­მართ.

მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის­თვის კომ­პა­ნი­ე­ბის მი­წო­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბი­დან ჩანს, რომ 2014 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ხარ­ჯე­ბი საგ­რძნობ­ლად შე­უმ­ცირ­დათ.

"კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს" - 9,42 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან 3,693 მი­ლი­ო­ნამ­დე; "სილ­ქნეტს" კი, მარ­თა­ლია, ხარ­ჯი 2,482 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან 4,539 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ე­ზარ­და, მაგ­რამ კომ­პა­ნი­ამ შეს­ყიდ­ვის მო­ცუ­ლო­ბა თით­ქმის 300%-ით გა­ზარ­და. ეს ნიშ­ნავს, რომ 1 შეს­ყი­დულ ერ­თე­ულ­ზე "კავ­კა­სუსს" ხარ­ჯი და­ახ­ლო­ე­ბით 260%-ით შე­უმ­ცირ­და, ხოლო "სილ­ქნეტს" - 110-120%-ით.

შარ­შან კი "სილ­ქნე­ტის" შე­მო­სა­ვალ­მა 61,66 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი­სა" - 56,5 მი­ლი­ო­ნი და ამ ფონ­ზე კომ­პა­ნი­ებ­მა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის სა­ცა­ლო ფა­სე­ბი გა­ზარ­დეს. რა ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, გა­უ­გე­ბა­რია.

სა­ერ­თო სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კას ეს კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გა­რე­შეც წარ­მარ­თავ­დნენ. მათი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა არა­ნა­ირ სა­ბაზ­რო ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა - ვი­ნა­ი­დან ინ­ტერ­ნეტ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ფა­სე­ბი სა­ცა­ლო ქსელ­შიც უნდა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო. სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ­თან საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფი. 100 მბ/წმ-ზე "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუ­სის" ტა­რი­ფი 100 ლა­რია. იგი­ვე მო­ცუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ღირს, ლიტ­ვა­ში - 24 ლა­რის, ლიტ­ვი­ა­ში - 35 ლა­რის, ხოლო ყა­ზა­ხეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"

"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"

"სილქნეტმა" და "კავკასუს ონლაინმა" გაერთიანება გადაწყვიტეს. ამ მოთხოვნით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს კომპანიებმა, რომლებიც ინტერნეტმომსახურების ბაზრის დაახლოებით 80%-ს ფლობენ. შესაბამისად, კომისიამ 3 თვეში უნდა შეისწავლოს, მათი შერწყმით ბაზრის მონოპოლიზება ხომ არ მოხდება და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გადაწყვეტს კომისია და როგორ აისახება ორი მსხვილი ფირმის შერწყმა ინტერნეტის ტარიფზე, რომელიც დაბალი დღესაც არ არის. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მიზეზები, რის გამოც ორმა მომგებიანმა და, ფაქტობრივად, უკონკურენტო კომპანიამ რატომღაც გაერთიანება გადაწყვიტა.

"კავკასუს ონლაინში" განმარტავენ, რომ კორპორაციები მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან და მათაც გადაწყვიტეს, ამგვარი შესაძლებლობა მოსინჯონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ უმჯობესია არსებობდეს ერთი მსხვილი კომპანია დიდი რესურსებით, ვიდრე ორი საშუალო ან მცირე მოთამაშე და ამით მომხმარებელი უკეთეს მომსახურებას მიიღებს. "სილქნეტში" კი ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, კონკურენცია კი მაღალია, რაც კომპანიების განვითარებას ზღუდავს და იმედოვნებენ, რომ გაერთიანების შემდეგ მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

საინტერესოა, რა კონკურენციაზე საუბრობენ კომპანიები, როცა ინტერნეტმომსახურების სფეროში მათ კონკურენციას, ფაქტობრივად, ვერავინ უწევთ.

წლევანდელი ივნისის მონაცემებით, "სილქნეტი" ინტერნეტს 232 542 აბონენტს აწვდის, "კავკასუსი" კი 156 458-ს. მათ გარდა, ბაზარზე მცირე სეგმენტები რჩება: "ახალი ქსელები" 43 026 აბონენტით, CGC-ი­ 25 648 აბო­ნენტით და "ახტელი" 16 414­ აბონენტით.

ამდენად, შერწყმის მიზეზად კონ­კურენციის დასახელება ნაკლებად სარწმუნოდ ჟღერს. ინტერნეტმომსახურების გარდა, "სილქნეტი" და "კავკასუსი" მაუწყებლობის ტრანზიტსაც ახორციელებენ და ამ ბაზარზეც არიან ყველაზე მსხვილ მოთამაშეთა ხუთეულში. "კავკასუსისგან" განსხვავებით, "სილქნეტს" ფიქსირებული (სადენიანი) სატელეფონო აბონენტებიც ჰყავს.

სხვათა შორის, "სილქნეტმა" ცოტა ხნის წინ "მაგთიკომისგან" შეიძინა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რითაც 10 ათას სააბონენტო ნომერს ემსახურება (ინდექსით 244XXXX). შემდეგ "კავკასუს ონლაინმა" და "მაგთიკომმა" მიმართეს კომუნიკაციების კომისიას, რომ "კავკასუსს" სურს, "მაგთის" გადასცეს ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისი. ჩვენი ინფორმაციით, "მაგთის" იურისტები უკვე სწავლობენ "კავკასუსის" ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც კომპანიას "თიბისი ბანკის" მიმართ აქვს; საუბარია დაახლოებით 100-140 მილიონ დოლარზე. სხვათა შორის, "კავკასუსის" გასხვისების ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის ფინანსური პრობლემები სახელდებოდა, თუმცა ექსპერტებიცა და "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონეც სრულიად განსხვავებულ მიზეზებს­ ასახელებენ.

ზურაბ კუკულაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ფინანსურ პრობლემებზე კომპანიების საუბარი ვერ იქნება დასაბუთებული, რადგან ბოლო წლებში ინტერნეტ და ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ვითარება მხოლოდ მათ სასარგებლოდ იცვლება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ბაზრის ორივე ლიდერმა კომპანიამ მომსახურებაზე ფასები გაზარდა - "კავკასუს ონლაინმა"" - 5-7 ლარით, "სილქნეტმა" კი 6-10 ლარით. მიზეზად "კავკასუსმა" საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ამაში რა იგულისხმებოდა, არ განუმარტავს.­ თუ კომპანია ლარის კურსის ცვლილებაზე მიანიშნებდა, პროვაიდერები ინტერნეტს, ძირითადად, ევროში ყიდულობენ, ხოლო ლარი ევროს მიმართ ისე არ გაუფასურებულა, როგორც ამერიკული დოლარის მიმართ.

მარეგულირებლისთვის კომპანიების მიწოდებული ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ხარჯები საგრძნობლად შეუმცირდათ.

"კავკასუს ონლაინს" - 9,42 მილიონი ლარიდან 3,693 მილიონამდე; "სილქნეტს" კი, მართალია, ხარჯი 2,482 მილიონი ლარიდან 4,539 მილიონამდე გაეზარდა, მაგრამ კომპანიამ შესყიდვის მოცულობა თითქმის 300%-ით გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ 1 შესყიდულ ერთეულზე "კავკასუსს" ხარჯი დაახლოებით 260%-ით შეუმცირდა, ხოლო "სილქნეტს" - 110-120%-ით.

შარშან კი "სილქნეტის" შემოსავალმა 61,66 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო "კავკასუს ონლაინისა" - 56,5 მილიონი და ამ ფონზე კომპანიებმა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის საცალო ფასები გაზარდეს. რა ფინანსურ პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი, გაუგებარია.

საერთო საფასო პოლიტიკას ეს კომპანიები გაერთიანების გარეშეც წარმართავდნენ. მათი სატარიფო პოლიტიკა არანაირ საბაზრო ლოგიკაში არ ჯდება - ვინაიდან ინტერნეტზე საერთაშორისო ფასები შემცირებულია, ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში, ფასები საცალო ქსელშიც უნდა შემცირებულიყო. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან საკმაოდ მაღალია ინტერნეტმომსახურების ტარიფი. 100 მბ/წმ-ზე "სილქნეტისა" და "კავკასუსის" ტარიფი 100 ლარია. იგივე მოცულობა უკრაინაში დაახლოებით 15 ლარის ეკვივალენტი ღირს, ლიტვაში - 24 ლარის, ლიტვიაში - 35 ლარის, ხოლო ყაზახეთში დაახლოებით 60 ლარის ეკვივალენტი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია