საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
40 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი
40 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი

გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, დღე არ გავა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა და შემ­წე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ მი­მარ­თონ. ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად მერ­ყე­ობს, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი სუ­რა­თი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 ათა­სამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია. სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ნა­წი­ლის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო - worknet.ge და ის ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს სა­მუ­შა­ოს ძებ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი კი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, bpn-თან სა­უ­ბა­რი­სას და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თეა სტუ­რუა იმედ­გაც­რუ­ე­ბას არ მა­ლავს და ამ­ბობს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არა­თუ შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე, არა­მედ სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზეც კი უარს ამ­ბო­ბენ. ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო და შემ­წე­ო­ბის და­კარ­გვის ში­შია. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სწო­რი გათ­ვლე­ბია სა­ჭი­რო, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ცუ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას მის­ცემს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ამ ჯგუ­ფის და­საქ­მე­ბა პრობ­ლე­მად დარ­ჩე­ბა. გა­სუ­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მე­ლიც bpn.ge-ს და­საქ­მე­ბის ფონდმა მი­ა­წო­და, სა­ხელ­მწი­ფო და­საქ­მე­ბის სა­იტ­ზე 45 283 სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბე­ლია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აქე­დან, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია 4 700. იმ ფონ­ზე, როცა ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა რი­ცხვი 40 ათასს აჭარ­ბებს, ეს რი­ცხვი მარ­თლაც ზღვა­ში წვე­თია.

თეა სტუ­რუა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ცხა­დია, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი არ არის. ამი­ტომ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მუ­შა­ო­ზე უარს ამ­ბობს. სა­ერ­თოდ არ მო­დი­ან, ვუ­რე­კავთ და ვეხ­ვე­წე­ბით რომ მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზეც კი უარს ამ­ბო­ბენ. მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე 7 000-მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­მა თქვა უარი. მათ იცი­ან, თუ შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­მუ­შა­ო­ზე უარს იტყვი­ან, ოდეს­ღაც შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ვი­ღოთ. სა­იტ­ზე გვაქვს ვა­კან­სი­ე­ბი, რო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა 250-500 ლა­რია. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ზოგს მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი სამ­სა­ხუ­რი გარ­კვე­ულ რე­ჟიმ­სა და წეს­რიგს მო­ი­თხოვს. ამი­ტომ, ბევ­რი შინ ჯდო­მას და უსაქ­მოდ ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ გვაქვს, ჩვენ მხო­ლოდ ვთა­ვა­ზობთ, მათ უა­რის თქმის უფ­ლე­ბა აქვთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

40 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი

40 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი

გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაორმაგდა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სტატუსისა და შემწეობის მისაღებად მოქალაქეებმა არ მიმართონ. ზუსტი მონაცემი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ეს რიცხვი ყოველდღიურად მერყეობს, რადგან სოციალურად დაუცველების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, სრული სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველია. სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ამ ნაწილის გასააქტიურებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ წელიწად-ნახევრის წინ ახალი სოციალური პროექტი წამოიწყო - worknet.ge და ის ნებისმიერ მოქალაქეს სამუშაოს ძებნის საშუალებას აძლევს. ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი, სოციალურად დაუცველები არიან. თუმცა, bpn-თან საუბარისას დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა სტურუა იმედგაცრუებას არ მალავს და ამბობს, რომ სოციალურად დაუცველები არათუ შეთავაზებულ სამუშაოზე, არამედ სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზეც კი უარს ამბობენ. ძირითადი მიზეზი დაბალანაზღაურებადი სამუშაო და შემწეობის დაკარგვის შიშია. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი გათვლებია საჭირო, რაც მოქალაქეებს დაცულობის გარანტიას მისცემს. სხვა შემთხვევაში, ამ ჯგუფის დასაქმება პრობლემად დარჩება. გასული კვირის მონაცემებით, რომელიც bpn.ge-ს დასაქმების ფონდმა მიაწოდა, სახელმწიფო დასაქმების საიტზე 45 283 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული. აქედან, სოციალურად დაუცველია 4 700. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს, ეს რიცხვი მართლაც ზღვაში წვეთია.

თეა სტურუა, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ცხადია, აქ წარმოდგენილი სამუშაოები მაღალანაზღაურებადი არ არის. ამიტომ, სოციალურად დაუცველების უმრავლესობა სამუშაოზე უარს ამბობს. საერთოდ არ მოდიან, ვურეკავთ და ვეხვეწებით რომ მოვიდნენ, მაგრამ უშედეგოდ. საიტზე დარეგისტრირებაზეც კი უარს ამბობენ. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზე 7 000-მა სოციალურად დაუცველმა თქვა უარი. მათ იციან, თუ შეთავაზებულ სამუშაოზე უარს იტყვიან, ოდესღაც შეიძლება შესაბამისი ზომები მივიღოთ. საიტზე გვაქვს ვაკანსიები, რომელთა ანაზღაურება 250-500 ლარია. პრობლემაა ისიც, რომ ზოგს მუშაობა ეზარება. ნებისმიერი სამსახური გარკვეულ რეჟიმსა და წესრიგს მოითხოვს. ამიტომ, ბევრი შინ ჯდომას და უსაქმოდ ყოფნას ამჯობინებს. სამწუხაროდ, მათზე ზემოქმედების მექანიზმი არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ვთავაზობთ, მათ უარის თქმის უფლება აქვთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია