საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობას გინდ უთქვამს რაიმე და გინდ არა, მაინც არავინ დაუჯერებს" - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე
"მთავრობას გინდ უთქვამს რაიმე და გინდ არა, მაინც არავინ დაუჯერებს" - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­სა და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე წერს:

"გლო­ბა­ლუ­რი სა­ფონ­დო ბაზ­რე­ბის ჩა­მოშ­ლამ მო­მენ­ტა­ლუ­რად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ლო­გი­კუ­რად მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე. პა­ნი­კურ­მა კო­ლექ­ტი­ურ­მა სურ­ვილ­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შე­ე­ძი­ნათ უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა, ლა­რის შემ­დგო­მი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია და ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ უარ­ყო­ფი­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა მალე შე­იც­ვა­ლოს.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის და­ა­ვა­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით ინ­კურ­ნე­ბა. სა­ჭი­როა ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტის მარ­თა­ლი, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სი­ტყვა.

ახლა არის სა­ჭი­რო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ჩა­რე­ვა პრო­ცე­სებ­ში, მაგ­რამ სა­დაა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი: გაყ­ვეს შუ­ა­ზე, გა­უ­ტე­ხეს სა­ხე­ლი, და­უ­კარ­გეს ნდო­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი.

მთავ­რო­ბას გინდ უთ­ქვამს რა­ი­მე და გინდ არა, მა­ინც არა­ვინ და­უ­ჯე­რებს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­კენ იყუ­რე­ბი­ან მუ­და­რით სავ­სე თვა­ლე­ბით.

ტყუ­ი­ლად!

იგი უკვე " ის თამ­რო არ არის"!" - წერს გო­ცი­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი და­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2,3640 ლარი გახ­და, რაც მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

2015 წელს დო­ლარ­მა ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნიშ­ნულს მა­ის­ში მი­აღ­წია და ერთი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2,3637 ლარი შე­ად­გი­ნა.

მო­ნა­ცე­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 8 თეთ­რი ნაკ­ლე­ბია 1999 წლის თე­ბერ­ვლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, როცა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი და­ფიქ­სირ­და და ერთი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2,4510 ლარი შე­ად­გი­ნა.

"მთავრობას გინდ უთქვამს რაიმე და გინდ არა, მაინც არავინ დაუჯერებს" - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე

"მთავრობას გინდ უთქვამს რაიმე და გინდ არა, მაინც არავინ დაუჯერებს" - რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე წერს:

"გლობალური საფონდო ბაზრების ჩამოშლამ მომენტალურად და აბსოლუტურად არალოგიკურად მოახდინა გავლენა საქართველოს სავალუტო ბაზარზე. პანიკურმა კოლექტიურმა სურვილმა, რაც შეიძლება სწრაფად შეეძინათ უცხოური ვალუტა, ლარის შემდგომი გაუფასურება გამოიწვია და ეჭვი მეპარება, რომ უარყოფითი ფსიქოლოგიური განწყობილება მალე შეიცვალოს.

ფსიქოლოგიური ხასიათის დაავადება ფსიქოლოგიური მეთოდებით ინკურნება. საჭიროა ავტორიტეტის მქონე სუბიექტის მართალი, დამამშვიდებელი სიტყვა.

ახლა არის საჭირო ეროვნული ბანკის ჩარევა პროცესებში, მაგრამ სადაა ეროვნული ბანკი: გაყვეს შუაზე, გაუტეხეს სახელი, დაუკარგეს ნდობა და ავტორიტეტი.

მთავრობას გინდ უთქვამს რაიმე და გინდ არა, მაინც არავინ დაუჯერებს. ეროვნული ბანკისკენ იყურებიან მუდარით სავსე თვალებით.

ტყუილად!

იგი უკვე " ის თამრო არ არის"!" - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,3640 ლარი გახდა, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2015 წელს დოლარმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მაისში მიაღწია და ერთი დოლარის ღირებულებამ 2,3637 ლარი შეადგინა.

მონაცემები დაახლოებით 8 თეთრი ნაკლებია 1999 წლის თებერვლის მაჩვენებელზე, როცა ლარის გაუფასურების მაქსიმალური ზღვარი დაფიქსირდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2,4510 ლარი შეადგინა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია