პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განსაკუთრებული არაფერი ხდება" - როგორ აღიქვამს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებს
"განსაკუთრებული არაფერი ხდება" - როგორ აღიქვამს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებს

ლა­რის კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოკ­ვე­თილ სპე­კუ­ლა­ცი­ას და აჟი­ო­ტაჟს" უწო­დებს [მეტი]. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავს ვერც მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი.

ვიცე-პრე­მი­ე­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. მი­ნის­ტრი ყვე­ლას მო­უ­წო­დებს სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ამის შე­სა­ხებ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ვფიქ­რობთ, რომ ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ის, რაც ჩვენს შიდა ეკო­ნო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას ეხე­ბა, ანუ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის კუ­თხით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გარე შო­კის შე­დე­გე­ბი, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. დღეს­დღე­ო­ბით, მე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბამ მთლი­ა­ნად გა­და­ა­ბა­ლან­სა ექ­სპორ­ტის შემ­ცი­რე­ბა და ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის კლე­ბა. რი­ცხვებ­ში შე­მიძ­ლია ვთქვა, 332 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­დე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბი­დან, ანუ 332 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბი გა­ვი­და ქვეყ­ნი­დან ჯამ­ში. თვი­თონ ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ 202 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და ის მთლი­ა­ნად ამით არის გა­და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას, 110 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია შე­მო­სუ­ლი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ბაზ­რის ის მო­თა­მა­შე­ე­ბი, ვინც "აჟი­ო­ტა­ჟურ ქცე­ვებ­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, ან მი­ი­ღე­ბენ სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ტი­პის ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბი­ან".

"გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ე­ბის ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­დო­ლა­რე ნაშ­თე­ბი­დან, რო­მე­ლიც თან­და­თან გა­მო­ვა ბა­ზარ­ზე, ასე­ვე გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ნე­დან, რომ ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად, გა­ვი­ა­რეთ ჩვენ ფუ­ლის მი­მოქ­ცე­ვა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ის, რაც გუ­შინ ხდე­ბო­და ბა­ზარ­ზე, არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ აჟი­ო­ტა­ჟუ­რი ქცე­ვის შე­დე­გი. არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამას არ აქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმ სა­გა­რეო მოვ­ლე­ნებ­თან, რაც გუ­შინ მოხ­და. კონ­კრე­ტუ­ლად, სა­უ­ბა­რი მაქვს ჩი­ნე­თის სა­ფონ­დო ბაზ­რის და­ცე­მა­ზე. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­შინ ჩვენს ბა­ზარ­ზე არ მომ­ხდა­რა. მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი ამ ეტაპ­ზე არის ჯან­სა­ღი და ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წო­რე­ბას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ზარ­ზე ად­გი­ლი აქვს გარ­კვე­ულ სპე­კუ­ლა­ცი­ურ მოვ­ლე­ნებს, თუმ­ცა ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­რის კურ­სი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ხა­დურ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბით იან­ვარ-ივ­ლის­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლია 81 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მეტი სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბა, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს გა­დახ­დი­ლი აქვს კრე­დი­ტე­ბი. ხა­დუ­რის თქმით, ამა­ში არ შე­დის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კრე­დი­ტე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იღებს.

"წლის ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბით და­მა­ტე­ბით 110 მი­ლი­ონ დო­ლარს, ანუ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მეტი შე­მო­ვა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბით, ვიდ­რე ჩვენ გა­და­ვიხ­დით. გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯვა არის უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ თა­ნა­ბა­რი. ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­საც და ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს არის დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა. ად­გი­ლი აქვს გარ­კვე­ულ სპე­კუ­ლა­ცი­ურ მოვ­ლე­ნებს ბა­ზარ­ზე და კურ­სი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. ამა­ში ღრმად ვარ დარმ­წუ­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბი არც აქამ­დე და არც ამის შემ­დეგ არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ იქო­ნი­ებს გაც­ვლი­თი კურ­სის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე. ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით, პი­რი­ქით, ეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი­ცაა, ვი­ნა­ი­დან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ხა­ზი­ნა­ში დაგ­რო­ვი­ლია 700 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი დე­პო­ზი­ტე­ბი. ამის გარ­და, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, წლის ბო­ლომ­დე მთავ­რო­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დი ლარი ექ­ნე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც არ და­ხარ­ჯავს და ბა­ზარს არ და­აწ­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"განსაკუთრებული არაფერი ხდება" - როგორ აღიქვამს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებს

"განსაკუთრებული არაფერი ხდება" - როგორ აღიქვამს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პროცესებს

ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პრემიერი ღარიბაშვილი "აბსოლუტურად გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს" უწოდებს [მეტი]. შექმნილ ვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ვერც მთავრობის ეკონომიკური გუნდი.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მინისტრი ყველას მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნოს. ამის შესახებ, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ვფიქრობთ, რომ ლართან მიმართებაში, ის, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკურ სიტუაციას ეხება, ანუ მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები, არის აბსოლუტურად დაბალანსებული. დღესდღეობით, მე შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ მთლიანად გადააბალანსა ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება. რიცხვებში შემიძლია ვთქვა, 332 მილიონი დოლარის დადებითი მაჩვენებელი არის იმპორტის შემცირებიდან, ანუ 332 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა ქვეყნიდან ჯამში. თვითონ ფულადი გზავნილების შემცირებას რაც შეეხება, იყო მხოლოდ და მხოლოდ 202 მილიონი დოლარი და ის მთლიანად ამით არის გადაბალანსებული. რაც შეეხება პრივატიზაციას, 110 მილიონ ლარზე მეტია შემოსული პრივატიზაციიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც "აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან, ან მიიღებენ სპეკულაციური ტიპის ტრანზაქციებში მონაწილეობას, აუცილებლად წაგებული დარჩებიან".

"გამომდინარე სახელმწიფო საწარმოების ანგარიშზე არსებული სადოლარე ნაშთებიდან, რომელიც თანდათან გამოვა ბაზარზე, ასევე გამომდინარე იქნედან, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად, გავიარეთ ჩვენ ფულის მიმოქცევა უახლოესი დღეების განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ და მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. კონკრეტულად, საუბარი მაქვს ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე არის ჯანსაღი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. ხადურის თქმით, ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით იღებს.

"წლის ბოლომდე ველოდებით დამატებით 110 მილიონ დოლარს, ანუ წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარმწუნებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციები არც აქამდე და არც ამის შემდეგ არანაირ გავლენას არ იქონიებს გაცვლითი კურსის გაუარესებაზე. ხადურის განცხადებით, პირიქით, ეს შემაკავებელი ფაქტორიცაა, ვინაიდან ეროვნული ბანკის ანგარიშზე ხაზინაში დაგროვილია 700 მილიონ ლარზე მეტი დეპოზიტები. ამის გარდა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, წლის ბოლომდე მთავრობა ვარაუდობს, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი ექნება შემოსავალი, რომელსაც არ დახარჯავს და ბაზარს არ დააწვება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."