მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია - "ნუ აჰყვებით მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს"
ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია - "ნუ აჰყვებით მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლი აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოკ­ვე­თილ სპე­კუ­ლა­ცი­ას და აჟი­ო­ტაჟს. პრე­მი­ერ­მა დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მი­დან მო­უ­წო­და ბიზ­ნეს­მე­ნებს და მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ აჰ­ყვე­ბი­ან მე­დი­ის და ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შექ­მნილ ქა­ოსს და და­ეყ­რდნონ მთავ­რო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრებს სთხო­ვა გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თონ ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შემ­დე­გაც სა­კუ­თა­რი რე­ზი­უ­მე წარ­მო­ად­გი­ნა.

"მე მქონ­და სა­უ­ბა­რი კო­ლე­გებ­თან. ასე­ვე ვიცი, რომ თქვენც გქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია ბან­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ეროვ­ნულ ბანკთან. შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ სა­ხე­ზე გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი სპე­კუ­ლა­ცია და აჟი­ო­ტა­ჟი. ეს არის ემო­ცი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თო, რომ არ აყვნენ ემო­ცი­ურ აჟი­ო­ტაჟს და რო­გორც ბა­ტონ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თქვა, დიდი შან­სია იმი­სა, რომ თუ ისი­ნი აჟი­ო­ტაჟს წა­მო­ე­გე­ბი­ან, ძა­ლი­ან მალე და­კარ­გა­ვენ უფრო მეტს, ვიდ­რე მო­ი­გე­ბენ. მთა­ვა­რია სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში, მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კა­ში არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, პი­რი­ქით, ეს ეტა­პი გა­დავ­ლა­ხეთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, 330 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია გა­სუ­ლი ქვეყ­ნი­დან, ასე­ვე აღ­მო­ფხვრი­ლია დის­ბა­ლან­სი ექ­სპორტ-იმ­პორ­ტს შო­რის და არა­ვი­თა­რი ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს.

"ამი­ტომ უნდა და­ვას­კვნათ, რომ ეს არის აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც უნდა მო­იხ­სნას და ადრე თუ გვი­ან, მო­იხ­სნე­ბა კი­დეც. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ ეს მალე გა­და­ივ­ლის. ასე­თია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვა­რა­უ­დიც, ამი­ტომ მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თო, რომ სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. მინ­და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს ვუ­თხრა, ნუ აჰ­ყვე­ბი­ან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, მათ მიერ შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს და ქა­ოსს და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ექ­სპერ­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მომ­დი­ნა­რე­ობს მთავ­რო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან. გთხოვთ, და­ეყ­რდნოთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და არა ვი­ღაც გა­უ­გე­ბარ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლაფ­რის ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან", - გან­მარ­ტა პრე­მი­ერ­მა.

მან ასე­ვე მთავ­რო­ბის მხრი­დან ეროვ­ნულ ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია - "ნუ აჰყვებით მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს"

ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია - "ნუ აჰყვებით მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს აბსოლუტურად გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს. პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომიდან მოუწოდა ბიზნესმენებს და მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს და დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა განმარტებები გააკეთონ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკუთარი რეზიუმე წარმოადგინა.

"მე მქონდა საუბარი კოლეგებთან. ასევე ვიცი, რომ თქვენც გქონდათ კომუნიკაცია ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს და როგორც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე დაკარგავენ უფრო მეტს, ვიდრე მოიგებენ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 330 მილიონ დოლარზე ნაკლებია გასული ქვეყნიდან, ასევე აღმოფხვრილია დისბალანსი ექსპორტ-იმპორტს შორის და არავითარი ფუნდამენტური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს.

"ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის. ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას და არა ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან", - განმარტა პრემიერმა.

მან ასევე მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."