პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის და 6 თვის განმავლობაში საქართველოში 812 ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა - სპეციალისტი მიზეზებზე
წლის და 6 თვის განმავლობაში საქართველოში 812 ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა - სპეციალისტი მიზეზებზე

2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და 2015 წლის 6 თვე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვილ ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 812 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ი­თხო­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, იგი­ვე პე­რი­ოდ­ში ბავ­შვთა მკვდრად­შო­ბა­დო­ბის 919 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, იდენ­ტურ პე­რი­ოდ­ში 1-5 წლამ­დე 97 ბავ­შვია გარ­დაც­ვლი­ლი; მშო­ბი­ა­რო­ბის შე­დე­გად კი, 30 დედა და­ი­ღუ­პა. 2015 წლის 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის, მა­რი­ნა ბა­ი­და­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­თა და ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა სა­გან­გა­შოა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უკვე გა­აჩ­ნია პრო­ექ­ტი. მან შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თა დე­და­თა და ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კა­ზე.

"დე­მოგ­რა­ფი­უ­ლად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის­თვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­გან­გა­შოა დე­და­თა და ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა. არც ერთი დედა არ უნდა კვდე­ბო­დეს მშო­ბი­ა­რო­ბის დროს. ეს სე­რი­ო­ზუ­ლად მი­სა­ხე­დი სა­კი­თხია და ამი­ტო­მაც სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო ამ სა­კი­თხის გა­მოს­წო­რე­ბა რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბით. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა დედა და ყვე­ლა ბავ­შვი უნდა მოხ­ვდეს იმ კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ყო­ფი­ლია სამ დო­ნედ. მე­სა­მე დონე არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი - არის ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ეს პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაჭ­რის გზაა დე­და­თა და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. პრო­ექ­ტი ჯერ სა­პი­ლო­ტეა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ბა­ი­და­ურ­მა.

მისი თქმით, დე­და­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ხში­რად გა­მოწ­ვე­უ­ლია ეკ­ლამპსი­ით, ან სის­ხლდე­ნით ან კი­დევ ინ­ფექ­ცი­ე­ბით.

ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გა­მომ­წვე­ვი კი მა­რი­ნა ბა­ი­და­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მი და ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

წლის და 6 თვის განმავლობაში საქართველოში 812 ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა - სპეციალისტი მიზეზებზე

წლის და 6 თვის განმავლობაში საქართველოში 812 ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა - სპეციალისტი მიზეზებზე

2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა. "ინტერპრესნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროდან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვით, იგივე პერიოდში ბავშვთა მკვდრადშობადობის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იდენტურ პერიოდში 1-5 წლამდე 97 ბავშვია გარდაცვლილი; მშობიარობის შედეგად კი, 30 დედა დაიღუპა. 2015 წლის 6 თვის მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა საგანგაშოა და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გააჩნია პროექტი. მან შეფასება გააკეთა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკაზე.

"დემოგრაფიულად ორიენტირებული ქვეყნისთვის, რასაკვირველია, საგანგაშოა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა. არც ერთი დედა არ უნდა კვდებოდეს მშობიარობის დროს. ეს სერიოზულად მისახედი საკითხია და ამიტომაც სამინისტრომ დაიწყო ამ საკითხის გამოსწორება რეგიონალიზაციის პროექტის ამოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა დედა და ყველა ბავშვი უნდა მოხვდეს იმ კლინიკაში, რომელიც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი. დაწესებულებები დაყოფილია სამ დონედ. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი დონის დაწესებულება. პირველი - არის ნაკლები სიმძლავრის დაწესებულება. ეს პროექტი საერთაშორისოდ აღიარებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაჭრის გზაა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. პროექტი ჯერ საპილოტეა", - განაცხადა მარინა ბაიდაურმა.

მისი თქმით, დედათა სიკვდილიანობა ხშირად გამოწვეულია ეკლამპსიით, ან სისხლდენით ან კიდევ ინფექციებით.

ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი კი მარინა ბაიდაურის განცხადებით, უმეტეს შემთხვევებში რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ნაადრევი მშობიარობებია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია