10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია
პრემიერი - ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია

ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია შე­ვი­მუ­შა­ოთ სა­უ­კე­თე­სო, დახ­ვე­წი­ლი, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნის სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა თვით­ნე­ბუ­რად, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, ხალ­ხთან დი­ა­ლო­გით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა იმ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, იქ­ნე­ბა ეს პარ­ლა­მენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, სა­სა­მარ­თლო თუ მე­დია. ეს ის ინ­სტი­ტუ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია ყო­ველ­გვა­რი ზე­გავ­ლე­ნის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ უკვე გა­მოვ­ცა­დეთ თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი შტოს კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის მოშ­ლას. დღეს სა­სა­მარ­თლო არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ზე­წო­ლის­გან, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი კი ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო მა­ღალ შე­ფა­სე­ბას იღებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ჯერ კი­დევ ბევ­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რათა გან­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია, და­ვიც­ვათ კონ­სტი­ტუ­ცია და ვუზ­რუნ­ველ­ვყოთ საქრთვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბი. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე. ჩვენ აზრს ვე­კი­თხე­ბით ჩვენ ხალ­ხს და ჩვენ უნდა ვკი­თხოთ აზრი ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა თვით­ნე­ბუ­რად, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, ხალ­ხთან დი­ა­ლო­გით უნდა მი­ვი­ღოთ. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია, შე­ვი­მუ­შა­ოთ სა­უ­კე­თე­სო, დახ­ვე­წი­ლი, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია და ხელი შე­ვუ­წყოთ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფოს, ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზეა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აღარ მი­ი­ღე­ბა.

"ჩვენ თა­ვის დრო­ზე მოგ­ვე­ცა სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე, უმ­თავ­რეს დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბა­ში და სა­ერ­თო სა­ხალ­ხო თან­ხმო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ მა­შინ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი და მა­შინ­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­აც ერთ კაც­ზე მორ­გე­ბუ­ლი. თუმ­ცა, დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზეა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არის ავა­შე­ნოთ ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, პროგ­რე­სუ­ლი, ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო და შევ­ქმნათ ისე­თი ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ ქვე­ყა­ნას და ჩვენს ერს შე­ე­ფე­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს თა­რი­ღი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ა­ში.

"20 წელი გა­ვი­და რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი, კონ­სტი­ტუ­ცია. ამით ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბით მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ ღირ­სე­უ­ლად და ვთან­ხმდე­ბით რო­გორ უნდა ავა­შე­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ია იქ­მნე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ძი­რი­თად სა­კი­თხებ­ზე სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბით. იგი ეკუთ­ვნის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხალ­ხს, სა­ხელ­მწი­ფოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სწო­რედ იმით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა თუ რამ­დე­ნად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია და რო­გორ ვი­ცავთ მას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი ხლე­ი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრემიერი - ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია

პრემიერი - ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია

ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით იქნება მიღებული.

"მეამაყება, რომ ჩვენმა მთავრობამ უამრავი რამ გააკეთა იმ ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომლებიც კონსტიტუციის დაცვას უზრუნველყოფენ, იქნება ეს პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლო თუ მედია. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც სრულიად თავისუფალია ყოველგვარი ზეგავლენისგან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გამოვცადეთ თუ რა შეიძლება მოყვეს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს კონტროლის მექანიზმების მოშლას. დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად თავისუფალი ზეწოლისგან, მედიის თავისუფლების ხარისხი კი ყოველწლიურად უფრო მაღალ შეფასებას იღებს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რათა განვამტკიცოთ ჩვენი კონსტიტუცია, დავიცვათ კონსტიტუცია და ვუზრუნველვყოთ საქრთველოს ყველა მოქალაქის უფლებები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონსტიტუციაზე. ჩვენ აზრს ვეკითხებით ჩვენ ხალხს და ჩვენ უნდა ვკითხოთ აზრი ჩვენ მოქალაქეებს. საბოლოო გადაწყვეტილება არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით უნდა მივიღოთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და ხელი შევუწყოთ ისეთი სახელმწიფოს, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის იქნება გარდაუვალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები აღარ მიიღება.

"ჩვენ თავის დროზე მოგვეცა საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე მთელი საზოგადოება ყოფილიყო ჩართული კონსტიტუციაზე, უმთავრეს დოკუმენტზე მუშაობაში და საერთო სახალხო თანხმობით გადაწყვეტილიყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები. მაგრამ, სამწუხაროდ მაშინ ყველა გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნულად მიღებული და მაშინდელი კონსტიტუციაც ერთ კაცზე მორგებული. თუმცა, დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა. ჩვენი მიზანი არის ავაშენოთ ნამდვილად დემოკრატიული, პროგრესული, ძლიერი სახელმწიფო და შევქმნათ ისეთი ძირითადი კანონი, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ერს შეეფერება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.

"20 წელი გავიდა რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, კონსტიტუცია. ამით ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონსტიტუციის მიღებით მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად და ვთანხმდებით როგორ უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციია იქმნება ჩვენი ხალხის მონაწილეობით, ძირითად საკითხებზე საერთო შეთანხმებით. იგი ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ხალხს, სახელმწიფოს. საზოგადოების განვითარება სწორედ იმით განისაზღვრება თუ რამდენად დემოკრატიულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და როგორ ვიცავთ მას მოქალაქეები და, პირველ რიგში, ჩვენი ხლეისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."