საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის მთავარი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა!
ქვეყნის მთავარი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა!

20 წელი გა­ვი­და იმ დღი­დან, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი - კონ­სტი­ტუ­ცია. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, იც­ვლე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­აც. დღეს, 24 აგ­ვის­ტოს, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ამ იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა მო­ე­წყო. მი­ღე­ბას ეს­წრე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, მე­დი­ის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტს ამ სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის მად­ლო­ბა სა­ჯა­როდ გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია შე­ვი­მუ­შა­ოთ სა­უ­კე­თე­სო, დახ­ვე­წი­ლი, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია.

"არა­ფე­რია იმა­ზე უა­რე­სი, როცა კა­ნონს კა­ნონ­მდე­ბე­ლი არ იცავს" - ამ­ბობს მა­კი­ა­ვე­ლი.

დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი იმე­დე­ოვ­ნე­ბენ, რომ "კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბა ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა გახ­დე­ბა".

პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, და­წეს­დე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­კურ­სი, რო­მელ­საც ერ­ქმე­ვა - "ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია".

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ას აქვს ერთი ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა, "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია არ და ვერ მოქ­მე­დებს ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე".

2012 წელს, გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" და­ბეჭ­და ინ­ტერ­ვიუპარ­ლა­მენ­ტის წევრ, გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ "225 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სულ 27 ცვლი­ლე­ბაა შე­ტა­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია კი 1995 წლი­დან 2012 წლამ­დე 29-ჯერ შეც­ვა­ლეს"

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან: "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მი­ღე­ბის დღი­დან, 1995 წლის 24 აგ­ვის­ტო­დან 29 შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნეს, აქე­დან "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ - 23 ცვლი­ლე­ბა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა ბოლო ორ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ (რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის თვი­თა­ღი­ა­რე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღეს) და ასე­ვე, ცვლი­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ქა­ლაქ "ლა­ზი­კას" და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სა­ზღვრე­ბის ცვლი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს."

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია — სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი, მი­ღე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს. იგი ძა­ლა­ში შე­ვი­და 1995 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის დღი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ერ­თი­ა­ნი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 1991 წლის 31 მარტს ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის, აფხა­ზე­თის ასსრ-სა და ყო­ფილ სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მით და 1991 წლის 9 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბის ფორ­მა არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ციპ­ზე დაყ­რდნო­ბით — სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო­ფა სა­კა­ნონ­მდებ­ლო, აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც თა­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს რე­ფე­რენ­დუ­მის, უშუ­ა­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის სხვა ფორ­მე­ბი­სა და თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია გა­ნამ­ტკი­ცებს ადა­მი­ა­ნის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცნობს და აღი­ა­რებს ამ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, რო­გორც წა­რუ­ვალ და უზე­ნა­ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ხალ­ხი და სა­ხელ­მწი­ფო შე­ზღუ­დულ­ნი არი­ან ამ უფ­ლე­ბე­ბი­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბით, რო­გორც უშუ­ა­ლოდ მოქ­მე­დი სა­მარ­თლით.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია აცხა­დებს რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ამას­თან ერ­თად, აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლ­სა და მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ვი­კი­პე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით.

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

ქვეყნის მთავარი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა!

ქვეყნის მთავარი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა!

20 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქართველებმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია. 20 წლის განმავლობაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა კონსტიტუციაც. დღეს, 24 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში ამ იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო მიღება მოეწყო. მიღებას ესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს ამ საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია.

"არაფერია იმაზე უარესი, როცა კანონს კანონმდებელი არ იცავს" - ამბობს მაკიაველი.

დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები იმედეოვნებენ, რომ "კონსტიტუციაზე ძალადობა ისტორიის კუთვნილება გახდება".

პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, დაწესდება საპრეზიდენტო ახალგაზრდული კონკურსი, რომელსაც ერქმევა - "ჩვენი კონსტიტუცია".

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, "საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე".

2012 წელს, გაზეთ ”ყველა სიახლეში” დაბეჭდა ინტერვიუ პარლამენტის წევრ, გიორგი ცაგარეიშვილთან, რომელიც აღნიშნავს, რომ  "225 წლის განმავლობაში აშშ-ის კონსტიტუციაში სულ 27 ცვლილებაა შეტანილი, საქართველოს კონსტიტუცია კი  1995 წლიდან 2012 წლამდე 29-ჯერ შეცვალეს"

ამონარიდი ინტერვიუდან: "საქართველოს კონსტიტუციაში მიღების დღიდან, 1995 წლის 24 აგვისტოდან 29 შესწორება შეიტანეს, აქედან "ვარდების რევოლუციის" შემდეგ - 23 ცვლილება... განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ბოლო ორ საკონსტიტუციო ცვლილებას, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თვითაღიარებით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს) და ასევე, ცვლილება კონსტიტუციაში ქალაქ "ლაზიკას" დაარსების შესახებ, რომელიც ყველაფერთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს."

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ინფორმაცია მომზადებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.

ნანა ჩხაიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."