პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა ლარის მახეშია - პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების რეაქციები ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემდეგ
ქვეყანა ლარის მახეშია - პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების რეაქციები ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემდეგ

ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.3640 ლარი გახ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი და­ად­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­უ­ფა­სურ­და.

ბევ­რად მა­ღა­ლია ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ვა­ლუ­ტო ჯუ­ხუ­რებ­ში, სა­დაც დო­ლა­რის ფას­მა ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2.39 ლარს მი­აღ­წია.

ლა­რის კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას უკვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან.

"შე­მოდ­გო­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა",-ასე აფა­სებს თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის წევ­რი ვიქ­ტორ დო­ლი­ძე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

"მარ­ტო ბი­უ­ჯე­ტის კო­რექ­ტი­რე­ბა ლარს ვერ გა­ამ­ყა­რებს, თუ არ გაქვს მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის რე­ა­ლუ­რი მე­თო­დო­ლო­გია და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კა. შე­მოდ­გო­მა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა და კლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბი. უნდა შე­ვე­გუ­ოთ, რომ თი­თის გაშ­ვე­რა და სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა და­ვას­რუ­ლოთ",- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ.

8/24/2015, "კუ­რი­ე­რი"

ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას აკე­თე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას მთავ­რო­ბის მიერ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის არარ­სე­ბო­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

"გა­უ­ფა­სუ­რე­ბა 40%-მდე არის, რაც პირ­და­პირ აღა­რი­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ამის მი­ზე­ზი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გეგ­მის არ­ქო­ნა, უუ­ნა­რო­ბაა. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი პირ­და­პირ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ფა­სე­ბი და უმუ­შევ­რო­ბა იზ­რდე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად ქვე­ყა­ნა ღა­რიბ­დე­ბა. ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის სა­კითხს მო­ვი­თხოვთ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვილ­მა.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის თქმით, სი­ტუ­ა­ცია ხე­ლოვ­ნუ­რად არის მარ­თუ­ლი.

ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძეს იმე­დი აქვს, რომ მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პარ­ლა­მენ­ტი ვე­ტოს დაძ­ლევს, მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვლე­ბა.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი ნაკ­ლე­ბია, ეს კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა თა­ვი­ან­თი კურ­სი და­ად­გი­ნეს, თუმ­ცა ეს არ მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი ქმე­დე­ბა იყოს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ვეტო ადევს, იმე­დი მაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტი რო­გორც შე­იკ­რი­ბე­ბა ვეტო და­იძ­ლე­ვა, მი­ზეზს ვხე­დავ ამ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, რომ­ლი­თაც მა­ვა­ნი და მა­ვა­ნი სარ­გებ­ლობს", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძემ.

8/24/2015, "კუ­რი­ე­რი"

ეკო­ნო­მის­ტი გიგა ბე­დი­ნე­იშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას "არა­ე­ფექ­ტურს" უწო­დებს და მი­იჩ­ნევს, რომ ლა­რის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის მიზ­ნით სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბი კი­დევ უნდა შემ­ცირ­დეს.

რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გიგა ბე­დი­ნე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეკო­ნო­მი­კის ზრდას ხელს არ უწყობს არც სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს.

"არც ქვეყ­ნის შიგ­ნით და არც გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ლა­რის გამ­ყა­რე­ბას ხელს არ უწყობს. ვხე­დავთ, რომ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბაა ჩვენს სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, სუს­ტია კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ­შიც და და­სავ­ლეთ­შიც, ნავ­თო­ბის ფასი და­ცე­მუ­ლია, რუბ­ლი კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი. მე ბა­ქო­ში ვარ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დე­ვალ­ვა­ცი­ის სუნი აქაც იგ­რძნო­ბა. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რე­ბიც უარ­ყო­ფი­თია, ანუ არის ისევ და ისევ პო­პუ­ლის­ტუ­რად და­გეგ­მი­ლი ბი­უ­ჯე­ტი. პრაქ­ტი­კუ­ლად არ მომ­ხდა­რა ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა. მთავ­რო­ბას კვლავ აქვს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ეკო­ნო­მი­კის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნად, ვი­ნა­ი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი უკუ­გე­ბას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იძ­ლე­ვა. ასე რომ, ეს არა­ე­ფექ­ტუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კაა. გარ­და ამი­სა, მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, რა­ღაც ახა­ლი შე­ზღუდ­ვა და­ა­წე­სოს, ახა­ლი ბა­რი­ე­რი შექ­მნას.

ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კის დე­რე­გუ­ლა­ცია, ბა­რი­ე­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა და შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა - ეს იქ­ნე­ბო­და კარ­გი სიგ­ნა­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, პრობ­ლე­მა ისაა, რომ შიდა და გარე ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის უკვე რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა იმ მთავ­რო­ბი­სა და იგი­ვე ხალ­ხის­გან, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მიდ­რე­კილ­ნი იყ­ვნენ იმის­კენ, რომ ახა­ლი შე­ზღუდ­ვა მო­ე­გო­ნე­ბი­ნათ - აქ­ცი­ზი გა­ე­ზარ­დათ, ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ, მი­წის გა­ყიდ­ვა და თუ ვი­ზე­ბის გა­ცე­მა შე­ე­ზღუ­დათ...", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბე­დი­ნე­იშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, არ სჯე­რა, რომ მთავ­რო­ბას ექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, "რამე რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს".

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში ეკო­ნო­მის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

"მე არ ვე­ლო­დე­ბი იმას, რომ ლარი გამ­ყარ­დე­ბა. არც შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და არც ის, გა­რეთ რა ხდე­ბა, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას ხელს არ უწყობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მის­ტმა.

8/24/2015, "IPN"

ასე­ვე იხი­ლეთ| რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა - ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტი ლა­რის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქვეყანა ლარის მახეშია - პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების რეაქციები ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემდეგ

ქვეყანა ლარის მახეშია - პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების რეაქციები ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების შემდეგ

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ბევრად მაღალია ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება სავალუტო ჯუხურებში, სადაც დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია.

ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები როგორც ეკონომიკის ექსპერტების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან.

"შემოდგომა ძალიან რთული იქნება",-ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

"მარტო ბიუჯეტის კორექტირება ლარს ვერ გაამყარებს, თუ არ გაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკა, სამუშაო ადგილების შექმნის რეალური მეთოდოლოგია და საინვესტიციო პოლიტიკა. შემოდგომა ძალიან რთული იქნება და კლებას არ ველოდები. უნდა შევეგუოთ, რომ თითის გაშვერა და სხვაზე გადაბრალება დავასრულოთ",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

8/24/2015, "კურიერი"

ლარის გაუფასურებაზე განცხადებას აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. უმცირესობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის არარსებობას უკავშირებენ.

"გაუფასურება 40%-მდე არის, რაც პირდაპირ აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, უუნარობაა. ინვესტიციები პირდაპირ არის შემცირებული, ფასები და უმუშევრობა იზრდება, მოსახლეობასთან ერთად ქვეყანა ღარიბდება. ჩვენ პირველივე სხდომაზე მთავრობის გადადგომის საკითხს მოვითხოვთ", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. ზურაბ ტყემალაძის თქმით, სიტუაცია ხელოვნურად არის მართული.

ზურაბ ტყემალაძეს იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი ვეტოს დაძლევს, მდგომარეობა შეიცვლება.

"ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავიანთი კურსი დაადგინეს, თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ სწორი ქმედება იყოს. კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი როგორც შეიკრიბება ვეტო დაიძლევა, მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

8/24/2015, "კურიერი"

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას "არაეფექტურს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურების მიზნით საბიუჯეტო ხარჯები კიდევ უნდა შემცირდეს.

როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს არც სოციალური პროექტები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.

"არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ მიმდინარე მოვლენები ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს. ვხედავთ, რომ არასახარბიელო ვითარებაა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ასევე მკვეთრად შემცირებულია ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, სუსტია კაპიტალის ბაზრები აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ნავთობის ფასი დაცემულია, რუბლი კიდევ უფრო გაუფასურებული. მე ბაქოში ვარ და შეიძლება ითქვას, რომ დევალვაციის სუნი აქაც იგრძნობა. ამას ემატება ისიც, რომ საშინაო ფაქტორებიც უარყოფითია, ანუ არის ისევ და ისევ პოპულისტურად დაგეგმილი ბიუჯეტი. პრაქტიკულად არ მომხდარა ხარჯების შემცირება. მთავრობას კვლავ აქვს აღებული ვალდებულებები, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაითვლება ეკონომიკისთვის მომგებიანად, ვინაიდან სოციალური ხარჯები უკუგებას ვერანაირად ვერ იძლევა. ასე რომ, ეს არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკაა. გარდა ამისა, მთავრობა მუდმივად ცდილობს, რაღაც ახალი შეზღუდვა დააწესოს, ახალი ბარიერი შექმნას.

ხარჯების შემცირება, ეკონომიკის დერეგულაცია, ბარიერების შემცირება და შეზღუდვების შემცირება - ეს იქნებოდა კარგი სიგნალი ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ შიდა და გარე ინვესტორებისთვის უკვე რთული დასაჯერებელია ლიბერალური პოლიტიკა იმ მთავრობისა და იგივე ხალხისგან, რომლებიც მუდმივად მიდრეკილნი იყვნენ იმისკენ, რომ ახალი შეზღუდვა მოეგონებინათ - აქციზი გაეზარდათ, ახალი სოციალური პროგრამა დაეფინანსებინათ, მიწის გაყიდვა და თუ ვიზების გაცემა შეეზღუდათ...", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა, რომლის განმარტებითაც, არ სჯერა, რომ მთავრობას ექნება პოლიტიკური ნება, "რამე რადიკალურად შეცვალოს".

აღნიშნულ კონტექსტში ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება.

"მე არ ველოდები იმას, რომ ლარი გამყარდება. არც შიგნით მიმდინარე მოვლენები და არც ის, გარეთ რა ხდება, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას ხელს არ უწყობს. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომისტმა.

8/24/2015, "IPN"

ასევე იხილეთ| როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება - ეკონომიკური ექსპერტი ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავალზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."