მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება - ეკონომიკური ექსპერტი ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავალზე
როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება - ეკონომიკური ექსპერტი ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავალზე

ეკო­ნი­მის­ტი აკა­კი ცო­მა­ია ლა­რის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის მკვეთრ შემ­ცი­რე­ბას მი­იჩ­ნევს. რო­გორც აკა­კი ცო­მა­ი­ამ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მთავ­რო­ბამ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კაც უნდა შეც­ვა­ლოს.

"სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი არის ძალ­ზეც სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა უნდა შემ­ცირ­დეს, სო­ცი­ა­ლუ­რი წნე­ხის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა მოხ­დეს და ეკო­ნო­მი­კა გა­ჯან­საღ­დეს, რისი ერ­თა­დერ­თი გზაც არის გა­და­სა­ხა­დე­ბის და სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა. ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ცო­მა­ი­ამ.

ეკო­ნო­მის­ტის შე­ფა­სე­ბით, ძნე­ლი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რად­გან შექ­მნილ სუ­რათ­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას.

"პროგ­ნო­ზი კურსთან და­კავ­ში­რე­ბით რთუ­ლია, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან რომ ძა­ლი­ან ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ვა­ლუ­ტის მი­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც ვხე­დავთ, მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­შია არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა – სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია შექ­მნი­ლი რუ­სეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­შიც, სომ­ხეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­შიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ლუ­ტის მი­წო­დე­ბა­ზე. მცირ­დე­ბა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბიც, ასე­ვე შემ­ცი­რე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქოს იგი­ვეა. გარ­და ამი­სა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა აშშ დო­ლარ­ზე სარ­გებ­ლის გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდას გეგ­მავს, რის გა­მოც ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ, გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­დან მოხ­დე­ბა უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის გა­დი­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ეს ფაქ­ტო­რიც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ის აი­სა­ხე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზეც – მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი ძი­რი­თა­დად წარ­მო­ებს სწო­რედ ამ ტი­პის ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მცირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სპორ­ტი­დან შე­მო­სავ­ლე­ბიც მცირ­დე­ბა. ეს არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს ვი­თა­რე­ბა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მის­ტმა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დღე­ის­თვის 2,3336 ლარს, ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი 2.6342 ლარს შე­ად­გენს. ახა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი დღეს დად­გინ­დე­ბა.

როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება - ეკონომიკური ექსპერტი ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავალზე

როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება - ეკონომიკური ექსპერტი ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავალზე

ეკონიმისტი აკაკი ცომაია ლარის დასტაბილურების ერთადერთ გამოსავლად გადასახადებისა და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრ შემცირებას მიიჩნევს. როგორც აკაკი ცომაიამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობის პოლიტიკაც უნდა შეცვალოს.

"სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძალზეც სოციალურად ორიენტირებული. სოციალურად ორიენტირებულობა უნდა შემცირდეს, სოციალური წნეხის შემსუბუქება მოხდეს და ეკონომიკა გაჯანსაღდეს, რისი ერთადერთი გზაც არის გადასახადების და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირება. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში სწორედ ეს იქნება მთავრობის მხრიდან", - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკონომისტის შეფასებით, ძნელი პროგნოზირებადია, როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება, რადგან შექმნილ სურათზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.

"პროგნოზი კურსთან დაკავშირებით რთულია, გამომდინარე იქედან რომ ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ვალუტის მიწოდება საქართველოში. როგორც ვხედავთ, მთლიანად რეგიონშია არასახარბიელო მდგომარეობა – სერიოზული პრობლემებია შექმნილი რუსეთში, აზერბაიჯანშიც, სომხეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებშიც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საქართველოში ვალუტის მიწოდებაზე. მცირდება უცხოური ინვესტიციებიც, ასევე შემცირებულია ტურიზმიდან შემოსავლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა თითქოს იგივეა. გარდა ამისა, შეერთებული შტატების მთავრობა აშშ დოლარზე სარგებლის განაკვეთის გაზრდას გეგმავს, რის გამოც ალბათ, სამომავლოდ, განვითარებადი ქვეყნებიდან მოხდება უცხოური ვალუტის გადინება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც უარყოფითად იმოქმედებს განვითარებული ქვეყნების ვალუტაზე, შესაბამისად, ის აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც – მოგეხსენებათ, ჩვენი ექსპორტი ძირითადად წარმოებს სწორედ ამ ტიპის ქვეყნებში, რომელთა მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. აქედან გამომდინარე, ექსპორტიდან შემოსავლებიც მცირდება. ეს არის რეალური სურათი. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, ძნელი სათქმელია", - აღნიშნა ეკონომისტმა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია